თბილისის მიწისქვეშეთი – მეტრო (ნაწილი II)

34

(დასაწყისი: https://bit.ly/2K5mX4m)

მეტროს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. განსაკუთრებით მისი სუნი მიყვარდა და ის მომენტი, სანამ მატარებელი პორტალიდან (ბაქნიდან გვირაბში შესასვლელი ადგილი) გამოვიდოდა.  მიყვარდა მეტროს ხმა, ესკალატორზე დაშვება და სულ მაინტერესებდა, „რა ემართებოდა“  საფეხურებს, როდესაც  ჩემს თვალწინ, მიწისქვეშ უჩინარდებოდნენ. ასევე, ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი ესკალატორის შესასვლელ და გასასვლელ ბაქნებთან მდგომ ჯიხურებს და საშინლად მაინტერესებდა, თუ ვინ იჯდა შიგნით და რატომ…

ამ და სხვა კითხვებზე პასუხები სრულყოფილად ახლა გავიგე და უფრო მეტიც, საკუთარი თვალითაც ვიხილე. მე მომეცა შესაძლებლობა, დამენახა ესკალატორი ქვემოდან, მეხეტიალა გადასარბენ გვირაბებში (გვირაბი, სადაც მატარებელი მოძრაობს) ღამით, მენახა ჰერმეტული კარი, რომლის შესახებაც წინა ნომერში გიამბეთ და დამეთვალიერებინა სავენტილაციო შახტა, სადაც განსაკუთრებულად ცივა. ახლა გიამბობთ იმას, რაზეც ალბათ ბევრი თქვენგანი  არასოდეს დაფიქრებულა, რადგან ოდესღაც სასწაულის ტოლფასი მოვლენა, დღეს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.

1 2

3 4

ესკალატორის ქვედა და ზედა ბაქნებზე კონტროლიორების ჯიხურებია. კონტროლიორები ყურადღებას აქცევენ ესკალატორზე მგზავრთა მოძრაობას და საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად ახდენენ ესკალატორის გაჩერებას. ასევე, ხმამაღლა მოლაპარაკე მაუწყებლობის საშუალებით, შენიშვნას აძლევენ ურჩ მგზავრებს, რომლებიც არღვევენ ესკალატორზე მგზავრობის წესებს. მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ზედა (ქვედა) კონტროლიორთან, ესკალატორების მემანქანესთან და ესკალატორების დისპეტჩერთან.

5 6 7 8

თბილისის მეტროში, ექსპლუატაციაში ექვსი ტიპის 59 საგვირაბო ესკალატორია, რომელთა გაშლილი სიგრძე 10 კმ-ს შეადგენს. ყველა ესკალატორს უტარდება გეგმიურ-გამაფრთხილებელი და ყოველდღიური, ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული მოვლა-შენახვითი და სარემონტო სამუშაოები. 140-150 000 კმ გარბენის (დაახლ. 10-22 წელი) შემდეგ, ესკალატორებს უტარდება სრული მოცულობის კაპიტალური შეკეთება.

9 10 11 12

ესკალატორებითაღჭურვილსადგურებშიგანლაგებულიასაესკალატოროდარბაზებშიჩასასვლელებისაიდანაციქხვდებამომსახურეპერსონალი. ერთსაესკალატოროსადგურს  24 საათისგანმავლობაშიემსახურებაესკალატორებისმემანქანედაზეინკალი, ასევეორსაესკალატოროსადგურსხელმძღვანელობს  1 ოსტატი. ყველასაესკალატოროსადგურშიასევეგანლაგებულიაე.წ.სადემონტაჟოშახტები,რომელიცამოდისსადგურსგარეთ (უნდაუდგებოდესავტოტრანსპორტი) საიდანაცხდებაესკალატორისდიდგაბარიტიანიდამძიმენაწილებისამოტანა-ჩატანა.

16 17 18 19 20 21 22 23

მეტროპოლიტენს ორი დეპოემსახურება: „ნაძალადევი“ (დეპო №1)  და „გლდანი“ (დეპო №2).პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი გლდანი-ვარკეთილის ხაზს.

გარკვეული კილომეტრაჟის გავლის შემდეგ (საშუალოდ დღეში ერთხელ) მატარებლები მონაცვლეობით შემოდიან დეპოში, სადაც მათ უტარდებათ სპეციალური შემოწმება. ვაგონები ირეცხება გარედან და სუფთავდება შიგნიდანაც. დეპომდე, მატარებელი საკონტაქტო რელსის საშუალებით მოდის (როგორც წინა ნაწილში გიამბეთ, მატარებელი სპეციალური ფრთის საშუალებით ეხება საკონტაქტო რელსს, სადაც 825 ვოლტი ელექტრო ენერგია გადის და ამის საშუალებით გადაადგილდება). დეპოს შესასვლელთან, მატარებელს ორივე მხრიდან, მაღლიდან ჩამოშვებული სპეციალური ტროსები („ანკესები“) ებმება, რის დახმარებითაც ხდება მისი დეპოში შემოყვანა.

33 31

გლდანის დეპოში ანტიკვარული ვაგონი ინახება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიიდან ჩამოიტანეს.  В-4 სერიის გერმანული ვაგონი 1927 წლით თარიღდება. ის თბილისის მეტროში 1969 წლიდან ლიანდაგ მზომად მუშაობს. ეს ვაგონი ფასდაუდებელი ექპონატია, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ორიარსებობს. მას თვეში ერთხელ,ახალ ვაგონებს ჩააბამენ და თბილისის მეტროს ლიანდაგებს მოატარებენ. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც ვაგონშია დამონტაჟებული, დგინდება რელსების დაზიანების ადგილები. ლიანდაგმზომი რელსს სპეციალური „თეფშებით“ ეხება და კარდიოგრამის მაგვარ ფურცელს ბეჭდავს.

13 14 15

მატარებლის მემანქანეები საშუალოდ 8 საათს მუშაობენ და 12 საათი ისვენებენ. დეპოში სპეციალური მოსასვენებელი ოთახებია, სადაც მემანქანეებმა (რომლებიც ღამის პირველ საათზე ამთავრებენ მუშაობას) დილამდე დაძინება შეძლონ.

მატარებლების მოძრაობას და განრიგს მართვის ცენტრი, ე.წ. სადისპეტჩერო მართავს. მატარებლები გვირაბის ზემოთ გაბმულ „კაბელს“ ეხებიან, რის საშუალებითაც ფიქსირდება სადისპეტჩეროში მათი ადგილმდებარეობა. მემანქანეს პირდაპირი კავშირი აქვს მართვის ცენტრთან და დისპეტჩერების საშუალებით გებულობს, როდის მოუკლოს ან მოუმატოს სიჩქარეს.

24 25 26 27 28

სავენტილაციო შახტა მიწის ზედაპირზე ამოდის. მას ავარიული ამოსასვლელის ფუნქციაც აქვს. ის უერთდება გადასარბენ გვირაბებს. შახტიდან  წამოსული ჰაერის ნაკადი, გიგანტური ვენტილატორისა და  ვერტიკალურად „ჩალაგებული“ კედლების საშუალებით ნაწილდება. სავენტილაციო შახტების შესასვლელებთანაც არის ჰერმეტული კარი, რომელიც საჭიროებისამებრ დაიკეტება და მოახდენს გარკვეული მონაკვეთების იზოლირებას.

ამჟამადთბილისისმეტროპოლიტენს 22 მოქმედიდაერთიდაუმთავრებელი, „დაკონსერვებული“მეტროსსადგური „უნივერსიტეტი“ გააჩნია. სადგური „უნივერსიტეტი“ დაგეგმილიიყო, როგორცსაბურთალოხაზისბოლოგაჩერებადამასშიგაერთიანებულიასამატარებლოჩიხებისინფრასტრუქტურაც. აღნიშნულისადგურისმშენებლობაათწლეულებისწინდაიწყო, მალევეშეჩერდადაკონსერვაციისრეჟიმშიგადავიდა. კომპანიაწლებისგანმავლობაშიცდილობდაამპრობლემისმოგვარებას, მაგრამსაჭიროფინანსურირესურსებისარარსებობისგამოსაკითხიდღემდეგადაუჭრელიიყო. დღეისთვისმოძიებულიადაფინანსებისწყარო, რომელიცხორციელდებააზიისგანვითარებისბანკისმხრიდან. ამეტაპისთვისშესწავლილიქნადაექსპერტიზაჩაუტარდადაკონსერვებულიგვირაბნაგებობისკონსტრუქციებისმდგომარეობასდაგანხილვისსტადიაშიარსებულიმდგომარეობისგათვალისწინებითშედგენილიასამშენებლო-სამონტაჟონაწილისდეტალურიპროექტი.

29 32

ამპროექტისსაფუძველზეუახლოესმომავალშიგამოცხადდებატენდერი. გამარჯვებულიკომპანიისგამოვლენისადასამუშაოებისდაწყებისშემდეგსაჭიროადაახლოებით 2-2,5 წელისადგურისექსპლუატაციაშიგაშვებამდე.

და ბოლოს, არ შემიძლია არ ვახსენო შალვა დადიანი, ვასილ მჟავანაძე, კანდიდ ჩარკვიანი, ნოდარ ბერიძე – ეს ადამიანები მიზნის მისაღწევად ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. დაშვებულისა და მაშინდელი კანონებით დაუშვებლის ფარგლებშიც. მათ დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგად შექმნეს თბილისის მეტრო.

ჟურნალის სახელით მადლობას ვუხდი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს, ბ-ნ ლევან კოპლატაძეს, სატრანსპორტო სამსახურის  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ბ-ნ თამაზ რობაქიძეს და მეტროს პერსონალს, ვინც დამეხმარა სტატიის შექმნაში.

3 comments

  1. Nice photos! This is the first time I’ve seen Tbilisi Metro Depot. But I still have never seen some stations of Saburtalo Line, such as Sadguris Moedani II & Vazha-Pshavela. I hope to see more excellent pictures next time. Thank you so much.

Leave a comment