თბილისის მიწისქვეშეთი – მეტრო (ნაწილი I)

Image

თბილისის მიწისქვეშეთი – რეალური თუ მოგონილი ისტორიებით, ლეგენდებითა და მითებით, თითქოს ცალკე სამყაროა. მისტიკური ქალაქი ქალაქის ქვეშ, რომელსაც თავისი ისტორია აქვს! ერთ დროს მსოფლიოში წარმოუდგენელი და გასაოცარი მოვლენა, ახლა ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან მიწისქვეშეთში, მაგრამ დიდი ხანია უკვე ყოველგვარი ამაღელვებელი ემოციების გარეშე. ჩვენ  ვეშვებით 100 მეტრ სიღრმემდე და ძალიან იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ იქმნებოდა მთელი ეს მიწისქვეშა სისტემა. ეს გახლდათ ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის განხორციელება ბევრს არ სჯეროდა. Image დაფიქრებულხართ, როგორ მიეწოდება იქ ელექტრო ენერგია? როგორ მუშაობს ესკალატორები? როგორ გაჰყავდათ ურთულეს პირობებში გვირაბები, სადგურები, შახტები. სად „იძინებენ“ მატარებლები და რა ხდება მიწისქვეშა ლაბირინთებში მაშინ, როდესაც მეტროპოლიტენის ყველა კარი იკეტება? არასოდეს დამავიწყდება ღამე, რომელიც მეტროში გავატარე. ბევრს ჰგონია, რომ ღამის პირველი საათის შემდეგ, როდესაც მეტრო იკეტება, იქ აღარაფერი ხდება. არადა, სწორედ მაშინ იწყება მეტროს ღამის ცხოვრება. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამდენი ადამიანი შრომობს საკმაოდ რთულ პირობებში იმისთვის, რომ ჩვენ შეუფერხებლად და უსაფრთხოდ შევძლოთ გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში. ImageImage შევეცდები სხვა თვალით დაგანახოთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და სწრაფი ტრანსპორტი – მეტრო. ImageImageImageImage ყველაფერი ლონდონიდან დაიწყო. 1863 წლის 9 იანვარს საშუალო ზომის ვაგონი პირველი მიწისქვეშა მოგზაურობისათვის, ლონდონის პადინგტონის სადგურიდან დაიძრა და  2.5 სთ-ის შემდეგ – 5.5 კილომეტრის გავლით სადგურ ფარინგდონში გაჩერდა. დანიშნულების ადგილზე უკვე გაწყობილი იყო მაგიდები გრანდიოზული  ბანკეტისათვის, იმ მოგზაურობის აღსანიშნავად, რითიც დაიწყო მეტროს მსოფლიო ისტორია. ImageImageImage

eskalatori

პირველი ესკალატორი ინგლისში. 1898 წელი

1846 წელს ინგლისელმა ჩარლზ პირსონმა რკინიგზის სამეფო კომისიაში თავისი მეტროპოლიტენის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა. 17 წლის შემდეგ, 3,6 კმ მონაკვეთზე ლონდონში 7 მიწისქვეშა სადგური გაჩნდა.  პირველივე დღეს გადაყვანილი იქნა 30 000 ადამიანი. ინოვაციამ  მთელს მსოფლიოში მოიპოვა აღიარება და 1868 წელს, პირველი ამერიკული მეტროპოლიტენი ნიუ იორკშიც გაჩნდა. 1900 წელს მეტრო მიიღეს პარიზში, ხოლო 1902 წელს ბერლინში. ამას მოჰყვა  ჩიკაგო, ბოსტონი, ფილადელფია, ბუენოს აირესი და სხვა. ImageImageImage Image მეტროპოლიტენს მხოლოდ მილიონიანი მაცხოვრებლის მქონე ქალაქები აშენებდნენ. თბილისში კი მაშინ დაახლოვებით 600 000 ადამიანი ცხოვრობდა. მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეტროს მშენებლობას. მათი ნებართვისა და ფინანსების გარეშე, არათუ მეტრო, არამედ უბრალო საცხოვრებელი სახლიც კი არ შენდებოდა. Image კანდიდ ჩარკვიანმა მოახერხა, ბერიას გვერდის ავლით, თანხმობა უშუალოდ სტალინისაგან მოეპოვებინა. 1951 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1952 წ. ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო. 1953 წ. დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება. 1957 წ. მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სხვადასხვა ტერიტორიებზე, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გადაკეთდა თბილგვირაბმშენად.  1959-ში განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა. 1962 წ. შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია. 1965 -ში თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო. 1966 წ. ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ოთხი სადგურით.  სადგურ ”დიდუბე”-დან სადგურ ”რუსთაველი”-მდე. ImageImageImage მშენებლობისთვის 824 000 000 მანეთი გამოიყო. გვირაბების გაყვანა ურთულეს პირობებში ხორციელდებოდა. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოულოდნელად წყლის ჩამოვარდნა, მდინარე მტკვრის კალაპოტს კეტავდნენ და ბეტონით იფარებოდა. ImageImageImageImageImageImage ამჟამად, 22 მოქმედი სადგურია, ხოლო ლიანდაგების საექსპლუატაციო სიგრძე 26 კმ-ია. I ხაზზე (ახმეტელის თეატრი-ვარკეთილი) მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად 60 წუთი სჭირდება (30 წუთი ერთი მიმართულებით), ხოლო საბურთალოს ხაზზე – 30 წუთი (15 წუთი ერთი მიმართულებით). I ხაზის სიგრძე 40 კმ-ა, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 13,6 კმ. საშუალოდ, დღეში პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები 400 კმ-ს გადიან, საბურთალოს ხაზზე კი 311 კმ-ს. თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კმ-ა. თბილისის მეტროს გვირაბების საერთო სიგრძე (დამხმარე გვირაბებისა და ჩიხების ჩათვლით) 53,7 კმ-ა. ImageImage მარჯანიშვილის სადგურის ადგილას კი, თავდაპირველად თავშესაფარი ყოფილა, 3 მეტრიანი სისქის რკინა-ბეტონის გადახურვით. მის ქვეშ მოქცეული თავშესაფარი აღჭურვილი იყო ყველა საჭირო პუნქტებით. ამ თავშესაფრის დაშლით გაყვანილი იქნა მარჯანიშვილის დახრილი გვირაბი. ყველაზე რთული ობიექტი, მეტროს მშენებლობაში თავისუფლების (მაშინდელი ლენინის მოედანი) იყო. საესკალატორო დახრილი გვირაბის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა, რომ ეს გვირაბი მცურავ ქანებში გადიოდა, რომელთა „დაჭერაც“, ჩვეულებრივი გაყვანის მეთოდებით შეუძლებელი იყო. აქ გამოიყენეს ე.წ. გაყინვის მეთოდი. მცურავი ქანების ფენა გაიბურღა და ჩაშვებული მილებიდან, გამყინავი აპარატებით გაიყინა გრუნტი. ImageImageImageImageImage ყველაზე ღრმა რუსთაველის სადგურია, რომელიც 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კილოვატ დენს ხარჯავს. გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება. მიწისქვეშა წყლები დიდ საფრთხეს უქმნის მეტროს და მასთან ბრძოლა ყოველ ღამე, – 1 დან 5 საათამდე მიმდინარეობს. როდესაც ჩენ გვძინავს, მეტროში სპეციალური სამსახური შედის და დილამდე თავდაუზოგავად მუშაობს. „სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახური“ ერთადერთია, რომელიც კვირაში 5 ღამე ზედიზედ მუშაობს და 2 ღამე ისვენებს. ამ ადამიანებს თვეში დაახლოებით 22 საათი უწევთ მიწისქვეშა ლაბირინთებში მუშაობა,  რაც დამეთანხმებით, ძალიან ძნელია. ImageImageImageImageImage გვირაბებში საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა.  პერიოდულად დაზიანებული რელსები შეცვლას საჭიროებს, რაც ძალიან მძიმე პროცესია, რადგან 1 მეტრი რელსი დაახლოვებით 52 კილოგრამს იწონის.  „სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ მატარებლების უსაფრთხო მოძრაობას, გვირაბებისა და სალიანდაგო რელსების მოვლა-შენახვას. თბილისის მეტროს მგზავრთა გადაყვანის გარდა კიდევ რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეტროს სადგურების თავშესაფრად გამოყენება საჰაერო იერიშის დროს. ამ მიზნით ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მეტროს ღრმად განლაგებული სადგურები აღიჭურვა სპეციალური ინფრასტრუქტურით, რომელიც განკუთვნილი იყო გარკვეული რაოდენობის მოქალაქეებისთვის. ImageImage გვირაბებში დაახლოვებით ორმოცი 20 ტონიანი ჰერმეტული კარია, რომელიც საჭიროებისამებრ კეტავს გვირაბს და ახდენს გარკვეული მონაკვეთების იზოლირებას. დენის გათიშვის შემთხვევაში მეტროს ემსახურება 2 მძლავრი სადიზელგენერატორო სადგური, რომლთა საშუალებითაც ხდება გვირაბში გაჭედილი მატარებლების (სათითაოდ) დამოყვანა, განათება, წყალსაქაჩების მუშაობის, გამნიავებლების მუშაობის და ესკალატორების მუშაობის უზრუნველყოფა. გაგრძელება იხილეთ ჟურნალ “და ქალის” აპრილის ნომერში ImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImage http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/51714-thbilisis-metros-qghamis-ckhovrebaq-ra-khdeba-mitsisqvesha-qalaqshi-ghamith.html?add=1

Advertisements

11 thoughts on “თბილისის მიწისქვეშეთი – მეტრო (ნაწილი I)

  1. ძალიან ვისიამოვნე და რამდენი ახალი რამ გავიგე!!!! მადლობა, საყვარელო! ველოდები გაგრძელებას!

    ნამდვილად იშვიათია, თბილისისთანა პატარა ქალაში 1963-65 წლებიდან უკვე მეტრო რომ ფუნქციონირებს! პოლი გაკვირვებული დარჩა და აღნიშნა, რომ “სოფიაში (ბულგარეთი) მეტრო 5 თუ 10 წლის წინ ამოქმედდა მხოლოდ”-ო! – “ასეთი მაგრები ვართ ქართველები, დავიმსახურეთ და აგვიშენეს”-თქო 🙂 🙂 :), წავიტრაბახე :)!

  2. Hi Tea,

    My name is Roland Shainidze, I am originally from Batumi, Georgia, but currently living in Toronto, Canada.

    I was looking for some subway shots of Tbilisi’s metro and accidentally found your blog with some great information/details and photos.

    In May I will be in Tbilisi for a few days and I was wondering if you know to whom I have to contact to get permission to take some photos of Subways, tunnels, railways, abandoned places and overall underground world.

    I would really appreciate if you can help me.

    P.S. you can find my web site here –

    500px.com/roliketto

    Thanks in advance,
    Roland

  3. ერთი კარგი იდეა მაქ გუნდი შევიკრიბოთ და კაი სიუჟეტი გავაკეთოთ მიტოვებულ გვირაბებზე და კიდე ასეთ რაღაცებზე

  4. თეა, ძალიან საინტერესოა, სიამოვნებით წავიკითხე, გაგრძელებასაც წავიკითხავ! ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s