როგორ ვეთამაშე ”დამალობანა” ჩემს ყოფილ შეყვარებულს ”ნიკორას” სუპერმარკეტში

nikora1

– ის აქვს ყველას: უშნო, ფორმადაკარგული, მაგრამ საოცრად კომფორტული და ამოჩემებული, საყვარელი სახლის შარვალი, რომლითაც მაღაზიაში ჩასვლა ძალიან გრცხვენია. მეც ეტყობა ღმერთი გამიწყრა, რომ სირცხვილი დავძლიე და „ნიკორას“ სუპერმარკეტში სწორედ ასეთი მუხლებგამობერილი შარვლით ჩავირბინე. Continue reading

Advertisements

ქალური (ბ)ლოგიკა – ქალური ლოგიკის თავისებურებანი

ქმარი: – საიდან მოიტანე რომ სუნამო გაჩუქე? არაფერი არ მიჩუქებია!

ცოლი: – როგორ არა, საყვარელო. აბა საფულეში ჩაიხედე!

***

მამაკაცების აზრით, ქალები კუბიკ-რუბიკს ჰგვანან. რამდენიც არ უნდა ატრიალო, ერთ-ერთი მხრიდან მაინც რაღაც აბდაუბდა გამოვა. ქალური ლოგიკის აბსურდულობა ნებისმიერ ფრაზაში შეიძლება დაინახო. ასე მაგალითად: -„მე შენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შემოგწირე!“ ერთის მხრივ, ამ ფრაზით ქალი იმ წლების გამო ჩივის, რომელიც „ამ იდიოტთან“ გაატარა და ამავდროულად აღიარებს, რომ ეს წლები საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. კაცები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ქალებს შეგვიძლია ველაპარაკოთ ერთმანეთს ტელეფონით ნახევარი საათი და ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობოთ ფრაზით: – „რომ გნახავ ყველაფერს მოგიყვები, ეს სატელეფონო საუბარი არ არის…“ Continue reading

რა სურთ კაცებს? (ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს)

როგორც წესი, ყოველთვის აქტუალურია თემა -„რა სურთ ქალებს“ და „როგორ გავუგოთ მათ“. ქალების ხასიათსა და სურვილებზე ყველა საუბრობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ბუნებაში მდედრობითი სქესის გარდა, მამრობითიც არსებობს. მამაკაცებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ საკუთარი სურვილები, მოთხოვნები და საიდუმლოებები, რომლის ცოდნაც ურიგო არ იქნებოდა ქალებისთვის, რომლებსაც სურთ მამაკაცების კარგად ესმოდეთ. მოდით, გავარკვიოთ რა სურთ კაცებს და როგორი უნდა იყოს იდეალური პარტნიორი მათი გადმოსახედიდან. Continue reading

ქართველი ბაიკერი გოგონას ისტორია

1511260_894398267261850_1838849160760195082_n

სიტყვა „ბაიკერი“ ჩემში ტყავებში გამოწყობილ, თავგადასავლებისა და რისკის მოყვარული მამაკაცების ასოციაციას იწვევს, რომლებიც მოტოციკლით დაქრიან, სარისკო მანევრებს აკეთებენ  და არ იციან რა არის შიში. რითი განსხვავდება ბაიკერი ჩვეულებრივი მოტოციკლისტისგან? ბაიკერებისთვის მოტოციკლი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. ბაიკერებს თავისი სამყარო აქვთ! – ამაღელვებელი და საინტერესო. საქართველოში, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, უმრავლესობა ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ქალის დანიშნულება ბავშვების აღზრდა, ოჯახის მოვლა და სამზარეულოში ფუსფუსია. ალბათ ამიტომაც, ქართველი ბაიკერი გოგონა – ძნელი წარმოსადგენია.

ელენეს გრძელი ნაწნავის ქურთუკის ქვეშ დამალვა უწევს, რადგან ბაიკერი გოგონას დანახვა ქართველ მამაკაცებში  მძაფრ რეაქციებს იწვევს. ზოგი პირდაპირ უჭრის გზას, რომ შეაჩეროს, ზოგიც შუა ქუჩაში რბოლას უმართავს. 20 წლის ბაიკერი გოგონა ნამდვილი ექსტრემალია. ის მძაფრი შეგრძნებებისა და თავგადასავლების გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს. Continue reading

შხამივით მწარე, კუპრივით ცხელი და ჯოჯოხეთივით შავი – ცოტა რამ ყავის შესახებ

რითი ვიწყებთ დილას? როგორც წესი, დილა ცხელი და არომატული ჭიქა ყავით ან ჩაით იწყება. ორივე სასმელს ფსიქომასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია, რადგან ისინი ერთსა და იმავე ნივთიერებას, მეთილ-ქსანიტების ჯგუფის – ალკალოიდებს შეიცავენ.

ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყავის მატონიზირებული თვისებები ეთიოპიელმა მწყემსმა აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ თხებმა, რომლებიც ყავის ხის ფოთლებს და ნაყოფს ჭამდნენ, ღამე ძილი შეწყვიტეს. მწყემსმა ამ უცნაური მოვლენის შესახებ ამბავი მონასტერში მიიტანა. ბერებმა გადაწყვიტეს ამ ნაყოფის ნაყენი გაესინჯათ. სასმელის ზემოქმედების სიძლიერემ ისინი შოკში ჩააგდო.

ღამის ლოცვების დაწყებამდე, რომ არავის  ჩასძინებოდა, მონასტერში მყოფი ბერებისთვის ნაყენის მიღების ბრძანება გაიცა. ეს ყველაფერი IX საუკუნეში მოხდა, მაგრამ ყავამ, მსოფლიო აღიარება გაცილებით გვიან მოიპოვა.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახელწოდება -კოფე გერმანელმა ქიმიკოსმა – ფერდინანდ რუნგემ მოიფიქრა. ეს იყო 1819 წელი. 1828 წელს კი ფრანგმა პელეტიე კავანტუმ მოახერხა ნივთიერება სუფთა სახით მიეღო. ოთხი წლის შემდეგ, გერმანელმა  ქიმიკოსებმა ველერმა, პაფმა და ლიბიხმა აღმოაჩინეს ქიმიური ფორმულა. კოფეინის წარმოება ლაბორატორიულ პირობებში კი გერმან ემილ ფიშერმა შეძლო და 1902 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.

ჩინელი მეცნიერების მიერ, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა, რომელშიც 228465 ადამიანი მონაწილეობდა  აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას სვამენ, მოციმციმე არითმია 6%-ით ნაკლებ შემთხვევაში უვითარდებათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა, ყავის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან ძუძუსა და პროსტატის აგრესიული კიბოთი. თუმცაღა, ყავის გადაჭარბებული დოზით მიღება, არ არის სასურველი. ორსულებს დღეში მხოლოდ 200 მგ. კოფეინის მიღება შეუძლიათ, რადგან ის ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფზე. კერძოდ, ზრდის შანსს, რომ  ბავშვი „კურდღლის ტუჩით“ და გულის მანკით დაიბადოს.

ძალიან ბევრი ადამიანი არასწორად სვამს ყავას. გემრიელი და არომატული ყავის მომზადების რამდენიმე წესი არსებობს, რომელიც ყავის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაასხათ ხსნად ყავას ადუღებული წყალი. ასე, მას არომატსაც დაუკარგავთ და გემოსაც. როდესაც წყალი ადუღებამდე მივა და გათეთრდება (ამ მომენტს „თეთრ გასაღებს“ ეძახიან), სწორედ მაშინ უნდა დაისხათ ფინჯანში. ხოლო, ნალექიანი ყავის მოყვარულებმა, არ დააცადოთ ყავას ადუღება. როდესაც ქაფი ზემოთ ამოსვლას დაიწყებს, მაშინ გადმოდგით  ცეცხლიდან.  ნალექიანი ყავა მით უფრო გემრიელია, რაც უფრო დიდხანს იხარშება. თუ მარცვალს უშუალოდ მოდუღების წინ დაფქვავთ, მაშინ მის ნამდვილ გემოს შეიგრძნობთ. შეგიძლიათ მარცვლები დაფქვამდე ოდნავ შეათბოთ კიდეც.

ჟურნალი “…და ქალი”

ქალური (ბ)ლოგიკა – რაზე ფიქრობს ქალი VS რაზე ფიქრობს კაცი

სანამ „ბლოგიალს“ დავიწყებდე, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ და ბევრი სიხარული, წარმატებები, ჯანმრთელობა და ბარაქა გისურვოთ. ახალი წელი ერთ-ერთია იმ დღესასწაულებს შორის, რომლის აღნიშვნის პერიოდში, ქალები ძალიან ვიღლებით. თითქმის ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია: საყიდლები, ორგანიზაციული საკითხები, სამზარეულოში ტრიალი, სახლის დალაგება, სტუმრების მიღება-გასტუმრება. მამაკაცები ახალი წლის პერიოდშიც კი იოლად გამოდიან. დივანზე წამოგორებული უყურებენ საახალწლო გადაცემებს, ჭამენ-სვამენ და არიან განცხრომაში. ვისაც საყვარელი ჰყავს, ის ორმაგად ქეიფობს. ხან თავის სახლში, ხან „იმ ქალთან“. ისე, მე თუ მკითხავთ, კაცს მხოლოდ მაშინ ჰყავს ერთდროულად ბევრი ქალი, როცა არც ერთი მათგანი არ ვარგა კაპიკად.

მამაკაცური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, – ყველა ქალი „ქათმისტვინაა“, ამის ხაზგასმა  მათ ირონიანარევი ღიმილით ძალიან უყვართ, მაგრამ საკმარისია, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე დადგნენ, რომ მაშინვე ამბობენ: – „ცოლთან გავივლი კონსულტაციასო“… Continue reading

ცნობილი ბრენდის ისტორია – თოჯინა ბარბი

In-the-Shadow-of-Barbie-page-3

არ დამავიწყდება ის შეგრძნება და ემოციები, როდესაც პირველად მიყიდეს ბარბი. მანამდე, როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე, თვალებგაფართოებული შევყურებდი „კომერციული მაღაზიის“ ვიტრინას, სადაც ყველა პატარა გოგონას ოცნება ვარდისფერ ყუთში  იყო გამომწყდეული და თავის ახალ მფლობელს ელოდა. ლოდინი კი დიდხანს მოუწია, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა. ამჯერად, სწორედ მის შესახებ უნდა გიამბოთ.

1959(Headshotwglasses)-1

ქერათმიანი და გრძელფეხება თოჯინის შექმნის ისტორია, ერთსახელიანი სათამაშოს გაჩენიდან იწყება. მას უკვე ყველა იცნობს და ეს არცაა გასაკვირი. ბარბი ხომ სათამაშოების არსებობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული თოჯინაა? Continue reading