ახალ წლებზე ახდენილი სასწაული და სამზარეულოში მხსნელად მოვლენილი ბაყაყი

content_sfn3__econet_ru

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დამაჯერეს, რომ შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდი იყო, როდესაც სასწაულები ხდებოდა. მისი მოსვლა განსაკუთრებულად მიხაროდა. წინა-საახალწლო პერიოდიც მიყვარდა და 31 დეკემბერს, დედაჩემის სამზარეულოში ფუსფუსის ყურებაც. მაშინ პატარა ვიყავი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამხელა შრომას სწევდა დედა, რომ 12 საათამდე ყველაფერი მოესწრო. Continue reading

Advertisements

დასარეცხი ჭურჭლის მთა და ლაქები, ანუ რამდენიმე დღე მამაკაცის ცხოვრებიდან

froshi

მოკლედ, ასეთი ამბავია!

ჩემი ცოლი წინასაახალწლოდ, სამსახურიდან ერთი კვირით მივლინებაში გაუშვეს. დავრჩი მარტო! – სრული თავისუფლება! პერანგები გარეცხილი და გაუთოვებულია. მაცივარში ერთი კვირის საჭმელია. ყვავილებს როგორღაც მოვრწყავ და ძაღლსაც ჩავიყვან. ამოვიტან ლუდს და მთელი საღამო დივანზე დავეგდები. ფეხბურთს ვუყურებ! Continue reading

ზღაპარი ცხადში, ანუ როგორ ვიპოვე ჩემი „სუპერ-ეკოლოგიური ბაყაყი“

froshi

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ერთი ქვრივი მეფე, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა და საგარეო საქმეების გარდა, საშინაოშიც შესანიშნავად ერკვეოდა. როგორც ჩანს, მეფე კარგად ხვდებოდა, რომ სამეფო ოჯახიც კი ვერ იქნებოდა სრულყოფილი – ქალის გარეშე. ამიტომ, თავის უფლისწულებს უხმო,  მშვილდ-ისარი უბოძა და ასეთი პირობა წაუყენა: სამივეს რიგ-რიგობით უნდა გაეტყორცნა ისარი და სადაც დაერჭობოდა, იქ უნდა ეპოვათ საცოლეები. Continue reading

კარსანი ლეგენდა თუ სინამდვილე ?

13533341_10205044864760608_5655847095586772203_n

ლეგენდები და მითები ოდითგანვე არსებობდა. მათ საფუძვლად ზღაპრული, სასწაულებრივი და ხშირად დაუჯერებელი ამბები უდევს, რომელსაც შესაძლოა მართლა ჰქონდეს რეალური საფუძველი. ზოგს მათი სჯერა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მითები და ღამის კოშმარები უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ საკმარისია, საგნების ჩვეული მდგომარეობა დაირღვეს, რომ ყველაზე ურწმუნო ადამიანებიც კი ინსტინქტურად გრძნობენ, როგორ იცვლება მათი შეხედულებები ამ საკითხზე. Continue reading

სილამაზე და დიდი ცხვირი

af0a96036e0d27dc2ca49463f87c1a7f

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ.  არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ;ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ…  სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სამიდან რომელიმე, ოღონდაც პატარა და ლამაზი ცხვირი მქონოდა… მაგრამ, არა! მე ვარ ჭკვიანი, კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გოგო – დიდი ცხვირით. Continue reading

ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა – მოგზაურობა ამიშების ქალაქში

amishi1

ბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ სარგებლობენ ელექტრო ენერგიით, ტელეფონით და ტექნოლოგიური სიახლეებით. Continue reading