ვინ ცხოვრობდა ფირუზისფერ სახლში – ორი შენობა თბილისსა და ბორჯომში, რომლებიც საოცარ ისტორიას ინახავენ

firuza_11892 MIRZA RIZA KHAN – ასეთ წარწერას საქართველოში მხოლოდ ორი ძველი სახლის გარე ფასადზე ნახავთ. ერთ-ერთი ცნობილი სანატორიუმი „ფირუზაა“, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და გამვლელ-გამომვლელს თავისი სილამაზით დღესაც თვალს ჭრის. თვალს ჭრის – პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სპარსული სტილით ნაშენები სახლის აივნის ჭერი, თვლებითა და სარკეებითაა მოპირკეთებული, მათზე არეკლილი მზის სხივები ულამაზეს ათინათებს წარმოქმნის.  Continue reading

Advertisements

თბილისის მარგალიტი – სახლი, რომელმაც საუკუნეს გაუძლო

Image

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ექვსი წლისა, ხონის ერთ-ერთი გარეუბნიდან თბილისში ჩამოიყვანეს და სამუშაოდ ფურნეში დატოვეს. ფურნეს გვერდით გერმანელი ვაჭრის საგალანტერიო მაღაზია ყოფილა. პატარა ბიჭუნა ძალიან ნიჭერი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე დროში, გერმანული ენა ისწავლა. ის ამ მაღაზიაში მოჯამაგირედ მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უმცროსი გამყიდველი გახდა. როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს თავი ძალიან შეაყვარა, რადგან მოგვიანებით მან ბიჭუნა სასწავლებლად ლაიფციგში გაგზავნა. Continue reading

სიზმარში ნანახი სახლის ისტორია

Image

ის, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ნუ გეგონებათ! გაგიკვირდებათ და შენობა, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ – სიზმარში ვნახე.

არ იფიქროთ, რომ ზღაპრებისა და საოცრებების მჯერა. ვინმეს რომ მოეყოლა, ალბათ არც მე დავუჯერებდი. მეორე წელია, რაც სახლების ძიებით ვარ დაკავებული და ხშირად ვნახულობ ძველ, გამოშიგნულ შენობებს, რომლებშიც დავდივარ, ვათვალიერებ, ან გასასვლელს ვეძებ. – ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანებს ესიზმრებათ ის, რაზეც ხშირად ფიქრობენ.

სიზმრები ოდესღაც ნანახის ან ყურმოკრულის, შემდგომ კი ჩვენს არაცნობიერში დალექილის გამოვლინებაა, მაგრამ უცნაური ისა არის, რომ შენობა, რომელიც დამესიზმრა, რეალობაში არასოდეს მინახავს და მის შესახებ არაფერი მსმენია.  Continue reading