ცნობილი ბრენდის ისტორია – თოჯინა ბარბი

In-the-Shadow-of-Barbie-page-3

არ დამავიწყდება ის შეგრძნება და ემოციები, როდესაც პირველად მიყიდეს ბარბი. მანამდე, როდესაც სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე, თვალებგაფართოებული შევყურებდი „კომერციული მაღაზიის“ ვიტრინას, სადაც ყველა პატარა გოგონას ოცნება ვარდისფერ ყუთში  იყო გამომწყდეული და თავის ახალ მფლობელს ელოდა. ლოდინი კი დიდხანს მოუწია, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა. ამჯერად, სწორედ მის შესახებ უნდა გიამბოთ.

1959(Headshotwglasses)-1

ქერათმიანი და გრძელფეხება თოჯინის შექმნის ისტორია, ერთსახელიანი სათამაშოს გაჩენიდან იწყება. მას უკვე ყველა იცნობს და ეს არცაა გასაკვირი. ბარბი ხომ სათამაშოების არსებობის ისტორიაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული თოჯინაა? Continue reading

Advertisements

ცნობილი ბრენდის ისტორია – Hans schwarzkopf

Image

ვაგრძელებთ ცნობილი ბრენდების ისტორიათა ციკლს და ამჯერად ჰანს შვარცკოფის ისტორიას გიამბობთ. ამ ბრენდმა მსოფლიო ბაზარზე თავისი კვალი დიდი ხნის წინ დატოვა. ის ცნობილია, როგორც ერთი-ერთი ყველაზე მსხვილი და ინოვატორი კოსმეტიკური კომპანია მსოფლიო კოსმეტიკურ ბრენდებს შორის. მთელი საუკუნის მანძილზე, შვარცკოფის კომპანია ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. განსაკუთრებით წარმატებული და პოპულარული მისი პროდუქციიდან თმის მოვლის საშუალებები გახლავთ.

ბრენდის ისტორია შორეულ 1898 წელს, გერმანიის ქალაქ ბერლინში დაიწყო. კერძოდ კი პატარა აფთიაქის მცირე კოსმეტიკურ განყოფილებაში, რომელიც ერთმა მეცნიერ-ქიმიკოსმა კაცმა,  ჰანს შვარცკოფმა იყიდა. ჰანსი წამლებთან ერთად სუნამოებსაც ყიდდა (იმ პერიოდში ყველაზე ფასეული სწორედ  სუნამოები გახლდათ). როგორც კარგად მოგეხსენებათ, ჯარისკაცი, რომელიც არ იღწვის გახდეს გენერალი – ცუდი ჯარიასკაცია. ჰანსი არ გახლდათ ცუდი „ჯარისკაცი“. ის ძალიან მალე შეეშვა წამლებით ვაჭრობას და თავი მთლიანად პარფიუმერიას და კოსმეტოლოგიას მიუძღვნა, რამაც ძალიან მალე დიდი წარმატება მოუტანა.

Image Continue reading

თანამედროვე კოსმეტიკის მამა – მაქს ფაქტორის ისტორია

Image მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ცნობილი ბრენდების სახელებს მიღმა საინტერესო ისტორიები იმალებოდა.  მაქსიმილიან აბრამოვიჩ ფაქტოროვიჩი – არა, ეს ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ. ასეთი ადამიანი ნამდვილად იყო და უფრო მეტიც, სწორედ ამ ადამიანმა დააარსა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კოსმეტიკური ბრენდი Max Factor-ი. მაქსი 1877 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ  ლოძში დაიბადა, რომელიც მაშინ „მეფის რუსეთის“ ტერიტორიაზე იყო, ახლა კი – პოლონეთს ეკუთვნის. მაქსიმილიანი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა (10ზე მეტი ოჯახის წევრი) და მას ბავშვობიდან მოუწია მუშაობა, რომ მშობლებს დახმარებოდა. 7 წლისამ პირველად გაიცნო თეატრალური სამყარო. ის თეატრის „ფოიეში“ ფორთოხლებსა და კანფეტებს ყიდდა. 8 წლის ასაკში, ფარმაცევტის დამხმარე იყო, ხოლო 9 წლისა კოსმეტოლოგის მოწაფე, რომელიც უკვე პატარა დავალებებს ასრულებდა. 14 წლისამ მოსკოვის დიდ თეატრში დაიწყო მუშაობა გრიმიორის თანაშემწედ. აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დაეხმარა მას მომავალში. Continue reading