სილამაზე და დიდი ცხვირი

af0a96036e0d27dc2ca49463f87c1a7f

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ.  არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ;ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ…  სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სამიდან რომელიმე, ოღონდაც პატარა და ლამაზი ცხვირი მქონოდა… მაგრამ, არა! მე ვარ ჭკვიანი, კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გოგო – დიდი ცხვირით. Continue reading

Advertisements

„რაღაცა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა“ – როგორ გავერკვეთ საკუთარ სურვილებში?

ალბათ ყველა ქალს უთქვამს ერთხელ მაინც: „რაღაც მინდა, მაგრამ რა – არ ვიცი“. – ეს კი დიდი პიროვნული პრობლემაა, როდესაც თავადაც არ ვიცით, რა გვსურს. შესაბამისად, არც შანსები გვექნება, რომ სასურველს მივაღწიოთ. უბრალოდ, დინებას მივყვებით და არ ვცხოვრობთ ისე, როგორც ვოცნებობდით. ჩვენ ვცხოვრობთ ისე, როგორც გამოგვდის… – რა უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ სურვილებში გავერკვათ? – მოდით ვიმსჯელოთ, როგორ მივხვდეთ რა გვინდა რეალურად და როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს. Continue reading

ქალური (ბ)ლოგიკა – რაზე ფიქრობს ქალი VS რაზე ფიქრობს კაცი

სანამ „ბლოგიალს“ დავიწყებდე, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ და ბევრი სიხარული, წარმატებები, ჯანმრთელობა და ბარაქა გისურვოთ. ახალი წელი ერთ-ერთია იმ დღესასწაულებს შორის, რომლის აღნიშვნის პერიოდში, ქალები ძალიან ვიღლებით. თითქმის ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია: საყიდლები, ორგანიზაციული საკითხები, სამზარეულოში ტრიალი, სახლის დალაგება, სტუმრების მიღება-გასტუმრება. მამაკაცები ახალი წლის პერიოდშიც კი იოლად გამოდიან. დივანზე წამოგორებული უყურებენ საახალწლო გადაცემებს, ჭამენ-სვამენ და არიან განცხრომაში. ვისაც საყვარელი ჰყავს, ის ორმაგად ქეიფობს. ხან თავის სახლში, ხან „იმ ქალთან“. ისე, მე თუ მკითხავთ, კაცს მხოლოდ მაშინ ჰყავს ერთდროულად ბევრი ქალი, როცა არც ერთი მათგანი არ ვარგა კაპიკად.

მამაკაცური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, – ყველა ქალი „ქათმისტვინაა“, ამის ხაზგასმა  მათ ირონიანარევი ღიმილით ძალიან უყვართ, მაგრამ საკმარისია, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე დადგნენ, რომ მაშინვე ამბობენ: – „ცოლთან გავივლი კონსულტაციასო“… Continue reading

ქალური (ბ)ლოგიკა – მამაკაცის წინდების კანონი

Washing-my-socks`logic

ქმარი: – შენ ამ კაბით არ წახვალ კორპორატიულ წვეულებაზე!!!
ცოლი: – სად დამიმალე? ახლავე გახსენი მუჭი და დამიბრუნე კაბა!
***
დეკემბერიც დადგა. მალე საახალწლო მზადება დაიწყება და ყველაზე მაგარი რამ – წინასაახალწლო SALE-ები. მამაკაცებს კიდევ საბუზღუნოდ თემა მოემატებათ. მათ უკვირთ, როგორ შეგვიძლია ქალებს მთელი დღე სავაჭრო ცენტრში წინ და უკან სიარული, 15 კგ (ან მეტი) პარკების ხელით თრევა და რატომ ვეძახით მათ, როცა მაცივრის 5 სმ-ით გვერდზე გაჩოჩება მოგვინდება?

მათ რომ ჰკითხო, რით განსხვავდება მამაკაცური ლოგიკა ქალური ლოგიკისგან, იტყვიან, რომ მამაკაცური ლოგიკა უფრო მართალია. მერე რა? სამაგიეროდ, ქალური ბევრად უფრო საინტერესოა. მამაკაცებისთვის ძნელია ქალის ხასიათის გაგება და მათი კაპრიზების მშვიდად ატანა. მათ იციან, რომ როდესაც ქალი არ არის მართალი, აჯობებს, ბოდიში მოუხადონ. ისიც იციან, რომ როდესაც ქალი ჩუმდება, ის გონებაში საჭირო სიტყვებს ეძებს, აგროვებს, რომ შემდეგ განმგმირავი მზერით გამოხატოს. Continue reading

ქალური ბლოგიკა – 2

ქმარი: – მიყიდე საჩუქარი დაბადების დღისთვის?

ცოლი: – აბა რა ვქენი?.. მოიცა, ახლავე ჩავიცვამ!

ტერმინი „ქალური ლოგიკა“ თითქმის ანეკდოტად იქცა. მამაკაცებს ეღიმებათ, ქალებს კი თვითონაც არ შეუძლიათ მისი ახსნა. ქალური ლოგიკა დაახლოებით ზღვის გოჭს ჰგავს,  სინამდვილეში რომ არც გოჭია და არც ზღვის… Continue reading