ქართული რანჩო და ცხოვრება ქანთრის სტილში

rancho

ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარ­და ვეს­ტერ­ნის ჟან­რის ფილ­მე­ბი – კოვ­ბო­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ცხე­ნებს და­ა­ჭე­ნებ­დ­ნენ, ჯოგს უვ­ლიდ­ნენ და რან­ჩო­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ. მომ­წონ­და მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, სოფ­ლის ქორ­წი­ლე­ბის ყუ­რე­ბა ფილ­მებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ზი­დავ­და იქა­უ­რი გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უბ­რა­ლო, ბუ­ნებ­რი­ვი და ნამ­დ­ვი­ლია.

ბევ­რ­ჯერ მი­ოც­ნე­ბია, ასეთ რან­ჩო­ში მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი და სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა ფერ­მე­რის ცხოვ­რე­ბა. შე­მეგ­რ­ძ­ნო იქა­უ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სურ­ნე­ლი: ხის, მი­წის, თი­ვის, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და ბა­ლა­ხე­ბის. გავ­ც­ნო­ბო­დი მათ ცხოვ­რე­ბის წესს, რო­მე­ლიც არაფ­რით ჰგავს ქა­ლა­ქურს… მი­ნატ­რია, გავ­ც­ლო­დი ხმა­უ­რი­ან, ბუ­ღით სავ­სე დე­და­ქა­ლაქს და მსგავს მიკ­რო­სამ­ყა­რო­ში მე­მოგ­ზა­უ­რა, სა­დაც ღრმად ჩა­ვი­სუნ­თ­ქავ­დი სუფ­თა ჰა­ერს და თავს, რამ­დე­ნი­მე წუ­თით მა­ინც, ფილ­მის გმი­რად ვიგ­რ­ძ­ნობ­დი… Continue reading

Advertisements

ვინ ცხოვრობდა ფირუზისფერ სახლში – ორი შენობა თბილისსა და ბორჯომში, რომლებიც საოცარ ისტორიას ინახავენ

firuza_11892 MIRZA RIZA KHAN – ასეთ წარწერას საქართველოში მხოლოდ ორი ძველი სახლის გარე ფასადზე ნახავთ. ერთ-ერთი ცნობილი სანატორიუმი „ფირუზაა“, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და გამვლელ-გამომვლელს თავისი სილამაზით დღესაც თვალს ჭრის. თვალს ჭრის – პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სპარსული სტილით ნაშენები სახლის აივნის ჭერი, თვლებითა და სარკეებითაა მოპირკეთებული, მათზე არეკლილი მზის სხივები ულამაზეს ათინათებს წარმოქმნის.  Continue reading

ისინი დღემდე მე-18 საუკუნეში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი ბუნებრივი და უბრალოა – მოგზაურობა ამიშების ქალაქში

amishi1

ბევრს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ჩვენს პლანეტაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ სარგებლობენ ელექტრო ენერგიით, ტელეფონით და ტექნოლოგიური სიახლეებით. Continue reading

„ზონა 51“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა

Area 51 (Groom Lake, Dreamland) File Photo near Rachel, Nevada (Photo by Barry King/WireImage)

Area 51 (Groom Lake, Dreamland) File Photo near Rachel, Nevada (Photo by Barry King/WireImage)

„ზონა – 51“ საიდუმლო სამხედრო ბაზაა, რომელიც არცერთ რუკაზე არ არის აღნიშნული. ის წლების მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მისი არსებობა ოფიციალურად კი მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს აღიარეს. ამერიკის ხელისუფლება „ზონა 51“ არსებობას თითქმის 69 წლის მანძილზე მალავდა. 2013 წლის აგვისტოს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ როგორც იქნა აღიარა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არსებობს…  „ზონა-51“, რომელიც „ნევადას“ უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ბაზაა. მის შესახებ ლეგენდები ოდითგანვე დადიოდა. Continue reading

რეპორტაჟი მცხეთის კვლევითი ბირთვული რეაქტორიდან

Scan10035

ყოველთვის, როდესაც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ვმგზავრობდი, ინტერესით ვაკვირდებოდი მცხეთის მახლობლად მდებარე ობიექტს, საიდანაც მაღალი,  მასიური რკინის მილი და უცნაური ნაგებობები მოჩანდა. გადმოცემით ვიცოდი, რომ ამ ადგილს 24 საათიანი დაცვა ჰყავდა და სიახლოვეს არავის უშვებდნენ. როგორც ჩემთვის ცნობილი იყო, „მცხეთის რეაქტორად“ წოდებული ობიექტის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო, რაც უფრო მიმძაფრებდა ინტერესს. მაინტერესებდა ამ ობიექტის ისტორია, დანიშნულება, თუ  რას ემსახურებოდა ძველად ეს კონკრეტული რეაქტორი და რატომ დაიხურა.

„მცხეთის რეაქტორის“ ისტორიაზე, ჩემს ირგვლივ ყველას მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ხალხში დღემდე არაერთი ლეგენდაა გავრცელებული. ვერც ინტერნეტში ნახავთ მის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. ამიტომ, გადავწყვიტე საფუძვლიანად გამომეკვლია მისი ისტორია. აღნიშნულ ობიექტზე მისვლის და გადაღების ოფიციალური ნებართვა მივიღე და გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო ადგილის სანახავად გავემართე. Continue reading

საიდუმლო სამხედრო ნაწილი 28661 – სახელწოდებით “ზვეზდა”

zvezda

საიდუმლო სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები,  ბუნკერები, მიწისქვეშა რადიოსადგურები – ოფიციალურად „არ არსებობს“, რადგან სახელმწიფო  საიდუმლოს წარმოადგენს და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყოველთვის  დახურული იყო და იქნება. საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ლეგენდები და მითები ყოველთვის არსებობდა. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს  ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მცხეთაში ძალიან გრძელი, საიდუმლო  მიწისქვეშა გვირაბი იყო, რომელიც სოფელ ლამისყანას უკავშირდებოდა. Continue reading