კარსანი (სოფელი-მოჩვენება)

პრომო

http://www.newspaper.ge/ Continue reading

Advertisements

რატომ არის „ყვითელი პრესა“ ყვითელი? – ყვითელი ბიჭუნას თავგადასავალი

011403lg yellowkid

ეს სახელწოდება დიდი ხნის წინ დამკვიდრდა პრესაში. ის ნებისმიერი სახის სკანდალებისა და იაფფასიანი სენსაციების ბეჭდვას მოიცავს. არ გაინტერესებთ, რატომ მიაკუთვნეს მას მაინცა და მაინც ყვითელი ფერი? ან, რა ისტორია იმალება მის უკან?

chang

Continue reading

ორგიების ორგანიზატორი და პანაშვიდის კლოუნი – პროფესიები, რომლებიც აღარ არსებობს

5

პანაშვიდის კლოუნი

პანაშვიდის კლოუნს უხდიდნენ იმისთვის, რომ მას გარდაცვლილის სამოსი ჩაეცვა და დაკრძალვის ცერემონიალზე ემხიარულა,  ეცეკვა და ეხუმრა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ასე  ბოროტ სულებს განდევნიდნენ და გარდაცვლილს საიქიოში სიხარულს მოჰგვრიდნენ. დაკრძალვის ცერემონიალის მსვლელობისას, კლოუნი დარბოდა მიცვალებულის გარშემო, ხუმრობდა და მის მანერებს იმეორებდა. ზოგიერთი ასეთი კლოუნი დიდ პატივში იყო, რადგან მათ ერგოთ „ბედნიერება“. მომსახურებოდნენ ცნობილ ადამიანებს და თვით იმპერატორებსაც კი. Continue reading

მოკლე ისტორიები – რა სიტყვები გაისმა პირველად მთვარეზე?

nacBqIW-ye0

ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკელი ასტრონავტის – ნილ არმსტრონგის პირველი სიტყვები, როდესაც ის მთვარეზე დაჯდა, დიდ და პატარა ნაბიჯებს ეხებოდა, მაგრამ სინამდვილეში, მან სულ სხვა რამ წარმოთქვა: – “წარმატებებს გისურვებთ, მისტერ გორსკი!”
ამ ფრაზას საკმაოდ სახალისო წინაისტორია აქვს. ბავშვობაში, ნილმა შემთხვევით თავისი მეზობლების, ცოლ-ქმარი გორსკების ჩხუბი მოისმინა:
“ჩვენი მეზობლის ბავშვი უფრო მალე გაფრინდება მთვარეზე, ვიდრე შენ ქალს დააკმაყოფილებ!” – წამოაძახა მისის გორსკიმ მეუღლეს.
ბიჭი გაიზარდა და მართლა გაფრინდა მთვარეზე, და როდესაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა, მისის გორსკის ნათქვამი გაახსენდა.

ხოლო, როგორ წარიმართა საქმის ვითარება გორსკების ოჯახში, სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია. 🙂

მოკლე ისტორიები – ჯონ ლენონის წერილი

84uBbvH3C4U

 

ერთმა ბიჭმა, 1972 წელს ჯონ ლენონს წერილი მისწერა, სადაც სთხოვდა, რომ მისთვის ფული გამოეგზავნა მოგზაურობისათვის. ამ დიდებულმა მუსიკოსმა პასუხი გაუგზავნა: – “დაკავდი მედიტაციით და შენ მთელ მსოფლიოს ნახავ, – შენს წარმოსახვაში!”.

1995 წელს, ეს ბიჭი მართლა გაემგზავრა სამოგზაუროდ, რისთვისაც მან ჯონ ლენონის მიერ გამოგზავნილი წერილი გაყიდა. 🙂

15 წლის დოროთის გაუსაძლისი ოთხი დღე

7b57eecc7c27f0a3d1193b48b3045478

ბოლო 100 წლის მანძილზე შექმნილი 25 საუკეთესო ფოტორეპორტაჟიდან ერთი განსაკუთრებულად გამოირჩევა. აქ არ არის ომი და სიკვდილი, აქ არ არიან პოლიტიკური ლიდერები, არც მშიერი ბავშვები. ამ ფოტოებზე, უბრალოდ, 15 წლის შავკანიანი გოგონა, სახელად – დოროთი კაუნტსია.

ეს ფოტორეპორტაჟი მოიცავს ყველაფერს, რაც საშინლად მძულს საზოგადოებაში: უცოდინრობას, უზრდელობას, რასიზმს, სექსიზმს, უთანასწორობას… ამ ფოტოების გმირი კი ძალიან ძლიერი სულის პატრონია. ეს კი მისი პირველი დღეა სკოლაში…

ალბათ, დაინტერესდებით და მკითხავთ, რატომ არის ეს სურათები გამორჩეულიო? – მოდით, ყურადღებით დააკვირდით მათ. მე კი დოროთის ისტორიას გიამბობთ!  Continue reading