მკვდარი ზონა: ჩერნობილში გაგზავნილი ქართველი ლიკვიდატორის მოგონებები

Capture

„აფეთქება.   აეს-ის (ატომური ელექტროსადგური) მეოთხე ენერგობლოკი ისე ძლიერად შეზანზარდა, რომ ჭერიდან ფილები ჩამოცვივდა. ლუმინესცენტური განათება გამოირთო. დაბნელდა. სატელეფონო ხაზი გაწყდა. ნაგებობა მტვრით გაივსო. როდესაც სინათლე ისევ აღდგა, მესამე ბლოკის მთავარი ცირკულარული ტუმბოების უფროსი ოპერატორი და უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი 412-ე ფლიგელის სანახავად გაემართნენ. განათება ძალიან სუსტი იყო. 10 წუთის შემდეგ, აფეთქების ხმა განმეორდა. ნაგებობაში ბეტონი ჩამოინგრა და  შესასვლელ-გამოსასვლელები ჩახერგა. ყველაფერი მტვრის ღრუბელში გაეხვა. მილები დაზიანდა და ნაგებობაში წყალმა დაიწყო დინება. კვამლისგან და რადიოაქტიური მტვერისგან ნახევრად ცნობიერებადაკარგული აეს-ის თანამშრომლები, მაღალი რადიაციული ზონებიდან გასასვლელს ეძებდნენ…“ Continue reading

Advertisements

რა უნდა წავიღოთ ლაშქრობაში?  

sesxebi.ge.jpg

მზიანი დღეები  ლაშქრობისთვის საუკეთესო დასაწყისია,  ამისთვის კი  აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა კარავი დაგჭირდებათ,  მისი ყიდვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ თუ რამდენი ადამიანისთვის გსურთ.  დაგჭირდებათ  ასევე ზურგჩანთა, რომელიც უნდა იყოს ტევადი, კომფორტული და ხარისხიანი, მთაში სიარულის დროს მარტივად რომ არ დაზიანდეს. ასევე აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია გქონდეთ კარგი მასალისგან დამზადებული საძილე ტომარა, რომელსაც ექნება  კარგი ტემპერატურული თავსებადობა, ღამის თბილად გასატარებლად. Continue reading

რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მათთვის, ვინც მოგზაურობას აპირებს

dgiurad.ge

მოგზაურობა, ეს არის საუკეთესო თერაპია ადამიანისთვის. სხვადასხვა კუთხეებისა თუ ქვეყნების გაცნობა მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი აუცილებელიცაა, როგორც დასვენებისთვის ასევე განათლებისა და მეტი შთაბეჭდილებებისთვის. მოგზაურობის დროს ეცნობით ამა თუ იმ კუთხის კულტურას; ტრადიციებს; სამზარეულოს; ტკბებით უამრავი ღირსშესანიშნაობით და იმუხტებით დადებითი ემოციებით. Continue reading

გრძელვადიანი სესხი გრძელვადიანი მიზნებისთვის

გრძელვადიანი სესხი გრძელვადიანი მიზნებისთვის (2)

ოცნების მოგზაურობა, დასვენება, ავეჯის ან ტექნიკის განახლება, სწავლა, ჰობი, ჯანმრთელობა ან თუნდაც მცირე ბიზნესი,  არ აქვს მნიშვნელობა როგორია თქვენი სურვილი ან საჭიროება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი მიზნის მიღწევას 3 ათასი ლარი სჭირდება, მაშინ ფული პრობლემას არ წარმოადგენს.

რატომ? Continue reading

ქალები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია

მსოფლიო ისტორიაში მრავლად არიან ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს და მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.

Be You, Do You!

მიუხედავად ამისა, საზოგადოების უმეტესობა უკეთ იცნობს ძლიერი სქესის წარმომადგენელ ისტორიულ გმირებს და ხშირად უჭირთ კიდეც იმ ქალების ვინაობის ამოცნობა, რომლებმაც შეცვალეს ისტორია.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე ქალზე, რომლებმაც ამ სამყაროში საკუთარი კვალი დატოვეს და დიდი დამსახურება აქვთ. Continue reading

ქალური (ბ)ლოგიკა – 10 ქალური ჩვევა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები

ქალური ლოგიკა ქალს ამოუცნობ, იდუმალ არსებად აქცევს. სწორედ ის ხდის სუსტი სქესის წარმომადგენლებს განუმეორებელს. ქალებს ბევრი უცნაური ჩვევა აქვთ, რომლის გარეშეც უბრალოდ ქალები ვერ იქნებოდნენ. ამ ჩვევებს ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები. – აი, 10 მათგანიც…

  1. რა საჭიროა 10 სმ სიგრძის ფრჩხილები?

კაცებს უკვირთ, როგორ შეიძლება გეჭიროს ჩანგალი, ბეჭდო კლავიატურაზე, მოეხვიო საყვარელ ადამიანს, ჩააცვა ბავშვს 10 სმ-იანი ბასრი ფრჩხილებით და ზიანის მიყენების მუდმივი რისკით? როგორ შეიძლება იტირო მოტეხილი ფრჩხილის გამო, რომელსაც ამდენი ხანი იზრდიდი და სრულყოფილებამდე მიიყვანე? ან, რა საჭიროა მანიკურის გასაკეთებლად სალონში წასვლა, როდესაც შენც შეგიძლია დაიჭრა ფრჩხილები და წაისვა ლაქი.

  1. წარბების გაპუტვა

ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა ქალი მიმართავს. მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ იძრობენ პინცეტით წარბებს ქალები, რათა შემდგომ ფანქრით დაიხატონ. Continue reading

5 ფილმი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიაზე

რომანტიკული ფილმები სიყვარულზე უსასრულოდ ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის გადაღებას კვლავ აქტიურად აგრძელებენ. ეს იმიტომ, რომ სიყვარული – ყველასათვის ნაცნობი გრძნობაა და ყოველთვის აქტუალურია მაყურებლისთვის. ამ 5 ფილმში, რომელიც სპეციალურად ჟურნალ „…კაცი და ქალისთვის“ შევარჩიე, მოთხრობილია დაუვიწყარი ისტორია ნამდვილ სიყვარულზე.

  1. დიდებული გეტსბი

getsbi2

The Great Gatsby, 2013 წლის ამერიკული ფილმია, რომელიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის 1925 წლის რომანის ეკრანიზაციაა. ფილმი უცნობი მილიონერის, ჯეი გეტსბის ცხოვრებას და სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმი პირველივე წუთებიდან მიგაჯაჭვებთ ეკრანთან და საოცარ, ზღაპრულ სამყაროში გადაგისროლებთ. იდუმალებით მოცული მთავარი გმირის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. გრანდიოზული სცენები, ბრწყინვალე კოსტიუმები, ულამაზესი ადგილები – ეს არის ფილმი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. Continue reading