მდუმარე სასტუმრო

sastumro2

 გოგონა არსაიდან ( თავი 1)

არავის ეგონა, თუ მეთიუ ოდესმე დაქორწინდებოდა. უფრო მეტიც, – შეყვარებულთან ერთად ის არავის დაუნახავს… ყველა შეგუებული იყო მის უცნაურობებს და მისი სიმარტოვე არავის უკვირდა. ხომ იცით, პატარა დასახლებებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სწრაფად ვრცელდება ხოლმე ახალი ამბები. ყველამ თითქმის ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. ნაიადაც სწორედ ასეთი ადგილი იყო, ქალაქისაგან საკმაოდ მოწყვეტილი.

ხშირად ადგილებს, რომელთაც უცნაური სახელები ჰქვიათ, რაიმე ლეგენდა უკავშირდება. ამ სოფელსაც სწორედ ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად დაერქვა სახელი – “ნაიადა”. Continue reading

უცხო ქვეყანა

28059366_1829431544023738_1367197573622892503_n-1

 

***

ეს ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობა იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან საინტერესო. ხშირად მიფიქრია, როგორია ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით, უზარმაზარი მთებით გარშემორტყმულ ადგილას, სადაც ყველაფერზე თავად უნდა იზრუნო. მოიყვანო მოსავალი, მოუარო პირუტყვს… ყოველ დღე შეჰყურებდე ცას მიბჯენილ უკიდეგანო მყივარწვერს და გასცქეროდე უსასრულო ჰორიზონტს… იცხოვრო იქ, სადაც სიჩუმეს მხოლოდ ძაღლის ყეფა, ძროხების ზმუილი,  ცხენების ფლოქვების ხმაური და აქა-იქ, ბავშვების შეძახილები არღვევს…

სევდიანი მეჩვენა მთებში ქალების ცხოვრება. ისინი თითქმის არსად დადიან. მთელს დღეებს საკუთარ სახლებში ატარებენ. კლდეზე შეფენილი უცნაური ქვის სახლების სახურავებზე სხედან და ცხვრის მატყლს ჩეჩავენ, რომ შემდეგ,  ხალიჩები მოქსოვონ… მუდამ ჩაფიქრებული სახეები აქვთ   კავკასიელ ქალებს. ვინ იცის, იქნებ  ყოველდღიურ საქმეში ჩაფლულები  ვეღარც აღიქვამენ, თუ რა სილამაზეა მათ ირგვლივ… Continue reading

როგორ ვეთამაშე ”დამალობანა” ჩემს ყოფილ შეყვარებულს ”ნიკორას” სუპერმარკეტში

nikora1

– ის აქვს ყველას: უშნო, ფორმადაკარგული, მაგრამ საოცრად კომფორტული და ამოჩემებული, საყვარელი სახლის შარვალი, რომლითაც მაღაზიაში ჩასვლა ძალიან გრცხვენია. მეც ეტყობა ღმერთი გამიწყრა, რომ სირცხვილი დავძლიე და „ნიკორას“ სუპერმარკეტში სწორედ ასეთი მუხლებგამობერილი შარვლით ჩავირბინე. Continue reading

ლაბირინთი

41115hd

1. ვიზუალური რომანი

 ცხოვრება ლაბირინთს ჰგავს. თუ არასწორ მიმართულებას აირჩევ, უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა ძალიან გაგიჭირდება. ლაბირინთში მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს – იპოვო გასასვლელი. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები შეგნებულად არ ეძებენ გასასვლელს და ლაბირინთში იკარგებიან…

მე „ლაბირინთში“ ვმუშაობ! ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს აწარმოებს. მე მნიშვნელოვანი მისია მაკისრია – ვიზუალურ რომანებს ვწერ. ვიზუალური რომანი – კომპიუტერულ თამაშებში წარმოდგენილი ამბავია, რომლის სიუჟეტურ ხაზს მიყვება მოთამაშე. ვიზუალური რომანი პერიოდულად, საკვანძო მომენტებში ჩნდება ეკრანზე ნაწერის ან პატარა ვიდეო-რგოლების სახით. ის აუცილებლად  საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ ძირითადად სათავგადასავლო,  დეტექტივის და ფანტასტიკის ჟანრის თამაშებს ვქმნით. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობ… Continue reading

კოლექციონერი

 

 მეთექვსმეტე სართულის სახურავიდან ყველაფერი ისეთი პატარა ჩანდა, რომ ლაშას კინაღამ სუნთქვა შეეკრა. მას ბავშვობიდან ჰქონდა სიმაღლის შიში. ყველაფერი ჯერ კიდევ სველი იყო. სახურავზეც დიდი გუბეები იდგა. ანიკა სახურავის კიდეზე იდგა და ქუჩებს გაჰყურებდა. გზებზე ხალიჩასავით დაფენილი ყვითელი და წითელი ფოთლები ძალიან ლამაზად მოჩანდა. სახურავის ანტენაზე სიცივისგან მობუზული მტრედი იჯდა. ლაშა თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ანიკასთან პირველი შეხვედრა სულ სხვანაირად წარმოედგინა. ბანალური, მაგრამ კომფორტული პაემანი კაფეში ან კინოში ბევრად ერჩია ნაწვიმარ სახურავზე უაზროდ დგომას. ანიკას კი ეტყობოდა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოწონდა-კიდეც უჩვეულო ადგილები. Continue reading

ჭინკებზე ნადირობა

the_little_demon_by_miss_pathetica

ბევრი ადამიანი თვლის, რომ 13 – თარსი რიცხვია და ცამეტ რიცხვში მნიშვნელოვანს არაფერს გეგმავს. სასტუმროებშიც  როგორც წესი, მეცამეტე ნომერი არ არსებობს! ანუ, მეთორმეტე ნომერს პირდაპირ – მეთოთხმეტე მოყვება ხოლმე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცამეტი ჩემი საყვარელი რიცხვია და ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, სწორედ ამ ასაკში გადამხდა თავს.

ერთი სიტყვით,  ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც  მშობლებმა ერთ პატარა, ძალიან უცნაურ სოფელში წამიყვანეს, რომელიც ჩემმა მფრინავმა პაპამ გვიყიდა. ალბათ დაინტერესდებით, რატომ იყო ეს სოფელი უცნაური… საქმე იმაშია, რომ აქ მხოლოდ 75 ადამიანი ცხოვრობდა და თითქმის ყველა მათგანი მოხუცი იყო. ეს კიდევ არაფერი. ამ სოფელში ერთ ქართულ სიტყვასაც კი ვერ გაიგონებდით, რადგან მარტო ბერძნები ცხოვრობდნენ. Continue reading