რთული გზა, ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის შესაქმნელად (ერთი გმირის ისტორია)…

15053264_1244576825609383_1693341756_o

წარმატებული ბრენდის შესაქმნელად, საჭიროა კონკურენტების ფონზე გამოიკვეთო და ექსპერტების ქება დაიმსახურო, და თუ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი მომხმარებელის ნდობასაც მოიპოვებს, რამდენიმე წელიწადში, ლოკალური სავაჭრო ბრენდი შეიძლება მსოფლიოში წარმატებულ ბრენდადაც აქციო… Continue reading

Advertisements

„სხვენის სათამაშოები“ ბავშვობის სურნელით

toys2

ნიჭი – ადამიანის თანდაყოლილი უნარია, რომელიც რაღაც განსაკუთრებულის შექმნას გულისხმობს. ისეთის, რაც ყველას არ შეუძლია. მინდა ერთ ძალიან ნიჭიერ გოგოზე გიამბოთ, რომელსაც საკუთარი, ძალიან საინტერესო სამყარო აქვს. ალბათ ძალიან ცოტას თუ სმენია სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული, ხელით შექმნილი სათამაშოების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სურნელს აფრქვევს. მათ „ყავის სათამაშოები“, მეორენაირად კი „სხვენის სათამაშოები“ ჰქვიათ. ყავით, დარიჩინით, ვანილით ან ფორთოხლის „ცედრით“ დამზადებულ ხსნარში დამუშავებულ სათამაშოებს საახალწლო სურნელი ასდის. მათი ავტორი ოცდათერთმეტი წლის თამუნა სიდამონიძეა. თამუნას ბავშვობიდანვე გამორჩეული ინტერესები ჰქონდა. მას თავგადასავლები უყვარდა. Continue reading

ქართველი ბაიკერი გოგონას ისტორია

1511260_894398267261850_1838849160760195082_n

სიტყვა „ბაიკერი“ ჩემში ტყავებში გამოწყობილ, თავგადასავლებისა და რისკის მოყვარული მამაკაცების ასოციაციას იწვევს, რომლებიც მოტოციკლით დაქრიან, სარისკო მანევრებს აკეთებენ  და არ იციან რა არის შიში. რითი განსხვავდება ბაიკერი ჩვეულებრივი მოტოციკლისტისგან? ბაიკერებისთვის მოტოციკლი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. ბაიკერებს თავისი სამყარო აქვთ! – ამაღელვებელი და საინტერესო. საქართველოში, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, უმრავლესობა ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ქალის დანიშნულება ბავშვების აღზრდა, ოჯახის მოვლა და სამზარეულოში ფუსფუსია. ალბათ ამიტომაც, ქართველი ბაიკერი გოგონა – ძნელი წარმოსადგენია.

ელენეს გრძელი ნაწნავის ქურთუკის ქვეშ დამალვა უწევს, რადგან ბაიკერი გოგონას დანახვა ქართველ მამაკაცებში  მძაფრ რეაქციებს იწვევს. ზოგი პირდაპირ უჭრის გზას, რომ შეაჩეროს, ზოგიც შუა ქუჩაში რბოლას უმართავს. 20 წლის ბაიკერი გოგონა ნამდვილი ექსტრემალია. ის მძაფრი შეგრძნებებისა და თავგადასავლების გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს. Continue reading

ქეთი ჩიტაიას აქსესუარები

Image

შემოდგომის ბოლო თვის ცივი დღე,  კაფე „როტონდას“  ტრადიციული, თბილი საღამოთი გავათბეთ. ამჯერად კი ჩვენი მორიგი აღმოჩენა, ძალიან ნიჭიერი – ქეთი ჩიტაია გახლავთ.

ქეთი პროფესიით მათემატიკოსია. მაგისტრატურა ფინანსების განხრით დაამთავრა და ამჟამად „საქართველოს ბანკში“ მუშაობს. ამ საოცარი აქსესუარების კეთება კი გადატვირთული სამუშაო დღისგან და რუტინისაგან თავის დაღწევის სურვილმა გადააწყვეტინა. Continue reading

ზამთრის კურორტები

Image 

ადამიანის ორგანიზმს დასვენება ზამთარშიც ისევე სჭირდება, როგორც ზაფხულში. ზაფხულისაგან განსხვავებით, ზამთრის კურორტები დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ამ სეზონზე, ყველაზე აქტუალური ბაკურიანი და გუდაურია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ამ ორ არაჩვეულებრივ  კურორტზე დასვენება საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და  სამწუხაროდ არ არის ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი. Continue reading

პირველი დახმარება ყველასთვის – მზის დაკვრა და თერმული დამწვრობა

Image მოვიდა ნანატრი ზაფხული. მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება და შედეგად შეიძლება გადახურება, ე.წ. მზის დაკვრა ან მზით დამწვრობა მივიღოთ. როგორ მოვიქცეთ სამედიცინო პუნქტში მისვლამდე? Continue reading

ღია ბარათებზე გადატანილი გრძნობა

Image

მას შემდეგ, რაც სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, სულ სხვანაირად დავინახე სამყარო… ერთხელ ჩემმა ლექტორმა მითხრა: – „ეცადე, ყველაფერს მუშტრის თვალით უყუროო“ და მეც სწორედ იმ დღიდან „გავახილე თვალები“…
ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს… განსაკუთრებით ადამიანებს… და ეს თვისება დღემდე გამომყვა. ადამიანების უმრავლესობა უკმაყოფილო, სევდიანი, ჩაფიქრებული სახეებით დადის და სავარაუდოდ, თვითონ ვერც კი ხვდებიან ამას… ხანდახან, ისეთ უბრალო რამეზე ატეხენ ხოლმე ჩხუბს და დაუნდობლად გალანძღავენ ერთმანეთს, გაოცებული ვრჩები…
ამას ქვეყნის დაბალი ეკონომიკური მდგომარეობით ვხსნი, მაგრამ მაინც… მიუხედავად პრობლემებისა და სირთულეებისა, რომლებიც ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, ხომ შეგვიძლია, უფრო გულისხმიერები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ? ნუთუ ასე ძნელია, უბრალოდ გავუღიმოთ ერთმანეთს?.. განწყობა ხომ გადამდებია?
სწორედ ამიტომ ზეიმობს მსოფლიო – ჩახუტების საერთაშორისო დღეს, რათა სითბო და დადებითი ემოცია გაუზიარონ სრულიად უცნობ ადამიანებს… – და ეს ხომ არაჩვეულებრივია?
სწორედ ამიტომ მოვიდა ჩემს გულთან ახლოს ერთი ქალბატონის მიერ ღია ბარათებზე გადატანილი სითბო, რომელსაც ის უბრალოდ არიგებს… Continue reading