თამაში (ნაწილი მესამე) – Login

Image

1. კოტეჯი

ბინდდებოდა, როდესაც ნაცნობმა მძღოლმა გოგონები შუაგულ ტყეში, მაღალ გალავანთან მიიყვანა.

შესასვლელში დაცვის ჯიხური იყო. შოთამ დაცვის თანამშრომელს საგზურები აჩვენა და გზა განაგრძეს. საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო შემოღობილი. დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად იყო მოწყობილი. დაახლოვებით ორმოცდაათამდე ერთნაირი კოტეჯი იყო. ლამაზად დაგებული ხის ფიცრებით ფეხით სასიარულო გზები იყო გაკეთებული, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა და გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიდა. Continue reading

Advertisements

თამაში (ნაწილი მეორე)

Image

თავი 1 – სხვენი

ფრთხილად, მია! ფეხი არ ჩაგივარდეს
სალიმ მიას ხელი მიაშველა და სხვენზე ასვლაში დაეხმარა.

– ხომ მშვიდობა გაქვთ? – ამოსძახა გოგოებს ნინიმ, რომელიც ქვემოთ დარჩენილიყო.

ჯერ კიი

მია წელში გასწორდა და სხვენი მოათვალიერა.

დიდი, დაწნული ხის გოდრები! – წარმოთქვა მან და გოდრებისკენ გაემართა. სხვენში დაშორებული კრამიტებიდან მზის სინათლე სხივებად შემოდიოდა და ზოლებად ეცემოდა იქაურობას.

– ზუსტად ისეა, როგორც ტრიქსტერის დღიურში! – ხმამაღლა თქვა სალიმ და ფეხი ჟანგიან კონსერვის ქილას გაჰკრა.

ამოვიდე?

– როგორც გინდა, ნინ… მგონი, აქ განსაკუთრებული არაფერია! გოდრები აბლაბუდის ქსელითაა სავსე. – ჩასძახა მიამ ნინის.

მია, ეს ნახე? – სალი ხის ძელზე თოკით ჩამოკიდებულ ტომარასთან მივიდა და ფრთხილად ატაკა თითი. ტომარა გაქანავდა.

– ეგ რა არის? Continue reading

თამაში

youtube

online ცდუნება (თავი პირველი)

ყველაფერი თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ერთ დილასაც ჩვეულებრივ შევიდა “ფეისბუქზე”, მთავარ გვერდს გადახედა, თავისი “ფეისბუქელი” მეგობრების აქტივობას გაეცნო, ინდიფერენტული გამომეტყველებით რაღაცები “დაალაიქა” და თავისი მოსაბეზრებელი ცხოვრების 30 წუთიც მოკლა.
ის იყო, ქსელიდან გასვლას აპირებდა, რომ შეტყობინება მოუვიდა. უხალისოდ შეამოწმა შემოსული წერილი და… ამ 30 წუთის მანძილზე პირველად შეეცვალა სახის გამომეტყველება, წელშიც გაიმართა და მონიტორისკენ გადაიხარა.

გინდა ყველაფერი შეცვალო?

სწორედ ამ ფრაზით დაიწყო ურთიერთობა უცნობთან, რომელსაც ანონიმური პროფილი ჰქონდა შექმნილი და სახელის ნაცვლად, რაღაც უცნაური ინგლისური სიტყვა – trickster-ი ეწერა.

პასუხი სპონტანურად გასცა:

– კი! Continue reading