მკვდარი ზონა: ჩერნობილში გაგზავნილი ქართველი ლიკვიდატორის მოგონებები

Capture

„აფეთქება.   აეს-ის (ატომური ელექტროსადგური) მეოთხე ენერგობლოკი ისე ძლიერად შეზანზარდა, რომ ჭერიდან ფილები ჩამოცვივდა. ლუმინესცენტური განათება გამოირთო. დაბნელდა. სატელეფონო ხაზი გაწყდა. ნაგებობა მტვრით გაივსო. როდესაც სინათლე ისევ აღდგა, მესამე ბლოკის მთავარი ცირკულარული ტუმბოების უფროსი ოპერატორი და უფროსი ინჟინერ-მექანიკოსი 412-ე ფლიგელის სანახავად გაემართნენ. განათება ძალიან სუსტი იყო. 10 წუთის შემდეგ, აფეთქების ხმა განმეორდა. ნაგებობაში ბეტონი ჩამოინგრა და  შესასვლელ-გამოსასვლელები ჩახერგა. ყველაფერი მტვრის ღრუბელში გაეხვა. მილები დაზიანდა და ნაგებობაში წყალმა დაიწყო დინება. კვამლისგან და რადიოაქტიური მტვერისგან ნახევრად ცნობიერებადაკარგული აეს-ის თანამშრომლები, მაღალი რადიაციული ზონებიდან გასასვლელს ეძებდნენ…“ Continue reading

Advertisements

რას მალავს ბილი? – ამოხსენი საინტერესო ქვესტი

c85056102e57bb7d63fc3d2d1964ba07

ეს სიმპათიური 45 წლის მამაკაცი – ბილია. მას აქვს კარგი სამსახური, ლამაზი სახლი, მანქანა, აქვს ჰობი, ჰყავს მეგობრები და ოჯახი: ლამაზი ცოლი და 2 შვილი.  Continue reading

რა უნდა წავიღოთ ლაშქრობაში?  

sesxebi.ge.jpg

მზიანი დღეები  ლაშქრობისთვის საუკეთესო დასაწყისია,  ამისთვის კი  აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა კარავი დაგჭირდებათ,  მისი ყიდვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ თუ რამდენი ადამიანისთვის გსურთ.  დაგჭირდებათ  ასევე ზურგჩანთა, რომელიც უნდა იყოს ტევადი, კომფორტული და ხარისხიანი, მთაში სიარულის დროს მარტივად რომ არ დაზიანდეს. ასევე აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია გქონდეთ კარგი მასალისგან დამზადებული საძილე ტომარა, რომელსაც ექნება  კარგი ტემპერატურული თავსებადობა, ღამის თბილად გასატარებლად. Continue reading

რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მათთვის, ვინც მოგზაურობას აპირებს

dgiurad.ge

მოგზაურობა, ეს არის საუკეთესო თერაპია ადამიანისთვის. სხვადასხვა კუთხეებისა თუ ქვეყნების გაცნობა მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი აუცილებელიცაა, როგორც დასვენებისთვის ასევე განათლებისა და მეტი შთაბეჭდილებებისთვის. მოგზაურობის დროს ეცნობით ამა თუ იმ კუთხის კულტურას; ტრადიციებს; სამზარეულოს; ტკბებით უამრავი ღირსშესანიშნაობით და იმუხტებით დადებითი ემოციებით. Continue reading

ქალები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია

მსოფლიო ისტორიაში მრავლად არიან ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს და მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.

Be You, Do You!

მიუხედავად ამისა, საზოგადოების უმეტესობა უკეთ იცნობს ძლიერი სქესის წარმომადგენელ ისტორიულ გმირებს და ხშირად უჭირთ კიდეც იმ ქალების ვინაობის ამოცნობა, რომლებმაც შეცვალეს ისტორია.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე ქალზე, რომლებმაც ამ სამყაროში საკუთარი კვალი დატოვეს და დიდი დამსახურება აქვთ. Continue reading

კარსანი ლეგენდა თუ სინამდვილე ?

13533341_10205044864760608_5655847095586772203_n

ლეგენდები და მითები ოდითგანვე არსებობდა. მათ საფუძვლად ზღაპრული, სასწაულებრივი და ხშირად დაუჯერებელი ამბები უდევს, რომელსაც შესაძლოა მართლა ჰქონდეს რეალური საფუძველი. ზოგს მათი სჯერა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მითები და ღამის კოშმარები უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ საკმარისია, საგნების ჩვეული მდგომარეობა დაირღვეს, რომ ყველაზე ურწმუნო ადამიანებიც კი ინსტინქტურად გრძნობენ, როგორ იცვლება მათი შეხედულებები ამ საკითხზე. Continue reading

სილამაზე და დიდი ცხვირი

af0a96036e0d27dc2ca49463f87c1a7f

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ.  არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ;ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ…  სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სამიდან რომელიმე, ოღონდაც პატარა და ლამაზი ცხვირი მქონოდა… მაგრამ, არა! მე ვარ ჭკვიანი, კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გოგო – დიდი ცხვირით. Continue reading