რას მალავს ბილი? – ამოხსენი საინტერესო ქვესტი

c85056102e57bb7d63fc3d2d1964ba07

ეს სიმპათიური 45 წლის მამაკაცი – ბილია. მას აქვს კარგი სამსახური, ლამაზი სახლი, მანქანა, აქვს ჰობი, ჰყავს მეგობრები და ოჯახი: ლამაზი ცოლი და 2 შვილი. 

ბილი თავისი ცხოვრებით კმაყოფილია. უბრალოდ, ცოტა გადაიღალა სამსახურის გამო.
მან გადაწყვიტა, უიქენდზე მარტო წავიდეს ქალაქგარეთ და ცოტა განიტვირთოს.

მან ინტერნეტით დაჯავშნა ნომერი პატარა სასტუმროში,
რომელიც ტბისპირა ლამაზ დასახლებაშია.
ბილი ქალაქიდან გადის…

 

უხარია, რომ ქალაქის ხმაურისგან ცოტას დაისვენებს…

პატარა დასახლებაც გამოჩნდა.

ბილი სასტუმროში შევიდა, ბარგი ამოალაგა,
ტანსაცმელი გამოიცვალა და სასეირნოდ გამოვიდა.

ეს დასახლება მართლაც შეუდარებელია…

ბილიმ ადგილობრივ კაფეში ივახშმა. იქ ვიღაც გაიცნო და გვიანობამდე დარჩა.
ახალი ნაცნობი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა…
ნომერში გვიან ავიდა. სახლში დარეკა, ცოლ-შვილი მოიკითხა და შემდეგ საწოლზე წამოწვა.

ტელევიზორს ღამის 2 სთ-მდე უყურა.

ღამის სამ საათზე ბილი ადგა, ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა.
შემდეგ ისევ დაწვა. ცოტა ხანს გულაღმა იწვა და ჭერს აჰყურებდა.

შემდეგ წამოჯდა, ტუმბადან ტელეფონების წიგნი ამოიღო და სადღაც დარეკა.
რამდენიმე ზარი გავიდა, ყურმილის მეორე მხრიდან ვიღაცამ უპასუხა…

ბილიმ ტელეფონი მაშინვე გათიშა, ყურმილი დადო, დაწვა და დაიძინა.

კითხვა: სად დარეკა ბილიმ?

თქვენი ვერსიები დაწერეთ კომენტარებში.

და შემდეგ მოისმინეთ პასუხი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s