ქალები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია

მსოფლიო ისტორიაში მრავლად არიან ქალები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს და მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.

Be You, Do You!

მიუხედავად ამისა, საზოგადოების უმეტესობა უკეთ იცნობს ძლიერი სქესის წარმომადგენელ ისტორიულ გმირებს და ხშირად უჭირთ კიდეც იმ ქალების ვინაობის ამოცნობა, რომლებმაც შეცვალეს ისტორია.

სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე ქალზე, რომლებმაც ამ სამყაროში საკუთარი კვალი დატოვეს და დიდი დამსახურება აქვთ.

ჯეინ ოსტინი

ქალები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია jane

მეთვრამეტე საუკუნეში ქალი მწერლები პოპულარობით არ სარგებლობდნენ.

საკუთარი ნაწარმოებების წარმატების მიზნით, სუსტი სქესის წარმომადგენელი მწერლები მამაკაცის სახელსაც კი ხშირად იღებდნენ ფსევდონიმად და ამით მკითხველისკენ მიმავალ გზას იკვალავდნენ.

ინგლისელი ნოველისტი ჯეინ ოსტინი კი გამონაკლისი გახლდათ.

მან პირველმა მოახერხა იმის დამტკიცება, რომ ქალებსაც შეეძლოთ მკითხველის მოხიბვლა და მათი გულის მოგება.

მისი ნაწარმომებები „სიამაყე და ცრურწმენა“ „გრძნობა და გონება“ „ემა“ და სხვანი, დღემდე პოპულარობით სარგებლობს მკითხველში და უფრო მეტიც, ამ ნოველების მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი.

კეტრინ ჰეპბერნი

ქალები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია ketrini

ჰეპბერნის გვარის გაგონებისას, ადამიანთა უმეტესობას ულამაზესი ოდრი ჰეპბერნი ახსენდება, თუმცა უმშვენიერეს ოდრიმდე ჰოლივუდს გყავდა სულ სხვა მის ჰეპბერნი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საზოგადოებაში ქალის როლის აღქმის ცვილებაში.

კეტრინ ჰეპბერნი გახლდათ მსახიობი, რომელმაც ოთხჯერ მიიღო ოსკარის ჯილდო.

მისი მთავარი დამსახურება კი გახლდათ ის ფაქტი, რომ კეტრინი არ ემორჩილებოდა საკუთარი თანამედროვეობის სტანდარტებს.

ის არ ცხოვრობდა ჩვეულებრივი ქალის ცხოვრების სტილით და ამას საოცარი მომხიბვლელობით ახერხებდა.

კეტრინის არასტანდარტულ დანახვისთანავე შეამჩნევდით, რადგან იმდროინდელი ქალებისგან განსხვავებით ის ჩაცმის თავისუფალ სტილს ირჩევდა, მოსწონდა მამაკაცურის სტილის შარვლები და კოსტიუმები.

როგორც ამბობენ, სწორედ კეტრინ ჰეპბერნის დიდი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის მსოფლიომ ქალის როლი განსხვავებულად აღიქვა.

ელეანორ რუზველტი

ქალები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია Eleanor

ის გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების 32 -ე პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის მეუღლე და აქტიურად იყო ჩართული ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში.

„უმჯობესია, აანთო სანთელი ვიდრე შფოთავდე სიბნელის გამო“ – ამბობდა ელეანორ რუზველტიდა საკუთარ გავლენასა და კავშირებს კაცობრიობის განვითარების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანისთვის იყენებდა.

შედეგად, მას საპატიო ადგილი უკავია იმ ქალბატონთა სიაში, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო.

ცნობისთვის UN -ს ადამიანთა უფლებების დეკლარაციის დრაფტის ერთ -ერთ პირველ ავტორთა შორისქალბატონი რუზველტიც იყო.

აღსანისნავია ისიც, რომ აშშ -ს პირველ ლედიებს შორის, ელეანორ რუზველტს ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული თეთრ სახლში, რადგან მისი მეუღლე ოთხი ვადით იყო ამერიკის პირველი პირი.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s