ახალ წლებზე ახდენილი სასწაული და სამზარეულოში მხსნელად მოვლენილი ბაყაყი

content_sfn3__econet_ru

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დამაჯერეს, რომ შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდი იყო, როდესაც სასწაულები ხდებოდა. მისი მოსვლა განსაკუთრებულად მიხაროდა. წინა-საახალწლო პერიოდიც მიყვარდა და 31 დეკემბერს, დედაჩემის სამზარეულოში ფუსფუსის ყურებაც. მაშინ პატარა ვიყავი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამხელა შრომას სწევდა დედა, რომ 12 საათამდე ყველაფერი მოესწრო.

უნდა დაალაგო სახლი, გააწყო მაგიდა, მოხარშო, შეწვა, გამოაცხო, გააკეთო გოზინაყი. პარალელურ რეჟიმში რეცხო ჭურჭელი, რომელიც შენს ჯინაზე ყოველ წამს გროვდება და მრავლდება. ბოლო მომენტში გაშალო სუფრა, რომელიც ლამაზიც უნდა იყოს…

მიიღო სტუმრები, აკონტროლო თეფშებზე საჭმელების რაოდენობა, შეხვდე ახალ წელს… მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება! როდესაც სტუმრები წავლენ, ბავშვებს დააწვენ,  ნასვამი (მსუბუქი ნათქვამია) მეუღლეც ტელევიზორის წინ, დივანზე წამოგორდება და გემრიელ ხვრინვას ამოუშვებს, შენ კი უნდა აალაგო მაგიდა, საჭმელები დააბინავო და ჭურჭელი დარეცხო, რადგან ნიჟარაში დატოვებული ერთი გასარეცხი კოვზიც კი, ტონა დასარეცხ ჭურჭელს მიიზიდავს…

მომდევნო დღეებშიც იგივე სიტუაციაა. ბედობა, შობა, კიდევ ერთი ახალი წელი… ისევ სტუმრები, ისევ დასარეცხი თეფშების კოლონა. – სად არის ის სასწაულები, რომელსაც ბავშვობაში მაჯერებდნენ? ერთადერთი, რაც ასეთ დროს შეიძლება ქალმა ინატროს, ყოფითი საქმეებისგან განთავისუფლებაა….

ამ წელსაც არაფერი შეცვლილა. ტრადიციულად, გავაცილე სტუმრები და „ხალადეცის“, საცივის და სალათი „ოლივიეთი“ დასვრილი თეფშები ნიჟარაში ჩავყარე. დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ გაურეცხავი ჭურჭლის დატოვება არ მინდოდა, მერჩივნა ყველა საქმე მომემთავრებინა და დილით გამომეძინა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე, რომ ჭურჭლის რეცხვას შევდგომოდი. გულში ერთი კი ვინატრე, რა იქნებოდა კონკიასავით, უცბად ნათლია-ფერია გაჩენილიყო, აექნია ჯადოსნური ჯოხი და ყველაფერი წამში დაეწკრიალებინა?..

გავიფიქრე ეს თუ არა, უცბად უცნაური ხმა შემომესმა.

– კვა…

ბაყაყის ყიყინს მივამსგავსე და ოთახში შევიხედე, მეგონა ტელევიზორი დაგვრჩა ჩართული. ტელევიზორი გამორთული იყო, ჩემს ქმარს კი დივანზე გულაღმა ეძინა. სამზარეულოში შემოვბრუნდი, რეზინის ხელთათმანები ჩავიცვი და…

– ვინღა რეცხავს ჭურჭელს ხელთათმანებით? 2018 წელია თუ 1988?..

შიშისგან კინაღამ შევკივლე. აქეთ-იქით მიმოვიხედე, მაგრამ სამზარეულოში ჩემსა და დასარეცხი ჭურჭლის გარდა, ნამდვილად არავინ იყო. რა ჯანდაბა დამემართა? მთვრალი ვარ და ჰალუცინაცია მაქვს?.. არადა მხოლოდ 6 ჭიქა შამპანური დავლიე…

სასწრაფოდ ონკანი მოვუშვი, რომ წყლის ხმას ის გაურკვეველი ხმები გადაეფარა, რომელიც სასწაულებრივად ჩამესმოდა… ნუთუ „დამავოი“ (სახლის სული) არსებობს?..

რაამბავია, ამოდენა ჭურჭლის სითხის დასხმა?  ხარისხიან სარეცხ სითხეს ცოტაც ყოფნის. არც ამხელა ქაფი ვარგა. ბევრი ქაფი ჯანმრთელობისთვისაც ცუდია და ეკოლოგიურობასაც კარგავს პროდუქტი, როცა ქაფის წარმომქმნელი ნივთიერება დიდი რაოდენობით აქვს. შეიძლება გამოიწვიოს ხელის კანის გამოშრობა და გამოფიტვა და ზოგჯერ ალერგიაც.

ნამდვილი შოკი მივიღე, როდესაც ნიჟარაში დაგუბებული წყლიდან მწვანე ბაყაყის ამოყოფილი თავი დავინახე. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა და გავშეშდი. ბაყაყი წყლიდან ამოხტა და ნიჟარაზე დასკუპდა.

Washing Dishes

– იმედია კივილს არ დაიწყებ, თაგვი კი არ ვარ…

– მოლაპარაკე ბაყაყი?.. არა, ნამდვილად მეჩვენება!

ჩემთვის ჩავიბურტყუნე და თვალები დავხუჭე. ათამდე დავითვალე და ისევ გავახილე, მაგრამ ბაყაყი ადგილიდან არ დაძრულა.

– შენ არ ინატრე, ჭურჭლის დარეცხვაში დახმარება? – ჰოდა, მეც მოვედი!

– შენ… შენ ის ჯადოსნური ბაყაყი ხარ, ზღაპრიდან?.. უფლისწული რომ მოიყვანს ცოლად?

– დედოფალი როცა ვიყავი, ჩემი კოცნა ადვილი იყო, ახლა, ბაყაყი რომ ხარ, გურმანია საჭირო…

– და მე როგორ დამეხმარები?

– მარტივად! რეცხვის საიდუმლოს გასწავლი. გაიძრე ეგ ხელთათმანები, ნიჟარის ქვეშ, თარო გამოაღე და „ფროში“-ს ჭურჭლის სითხე გამოიღე, დედამთილმა რომ მოგიტანა ამას წინათ…

მექანიკურად დავიხარე და კარი გამოვაღე. ეს ჭურჭლის სითხე საერთოდ აღარ მახსოვდა…

– ახლა დააწვეთე ღრუბელზე. აბა, მოუსვი თეფშს, ნახე როგორ მოშორდება ცხიმი…

ბაყაყის მითითებებს რობოტივით ვასრულებდი. ცოტა ხანში, სამხარეულოში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ბაყაყი კი ხან ზურგზე დაწოლილი ცურავდა, ხან ქაფში იმალებოდა და მერე უცებ გამოჩნდებოდა. მის ყურებაში ისე გავერთე, ჭურჭელი როგორ დავრეცხე, არ გამიგია.

– ესეც ასე! დღეიდან გეცოდინება სისუფთავის საიდუმლო. ეგ ხელთათმანებიც გადაყარე. ეს ანტიალერგიული „ფროშია“, ალოეს ექსტრაქტით. მე კი უნდა დაგემშვიდობო… ჩემი წასვლის დროა! აბა, გილოცავ ახალ წელს და… გაიღვიძე…

– რა?

– გაიღვიძე! მაგიდაა ასალაგებელი…

ბაყაყის ხმა ჩემი ქმრის ხმად ტრანსფორმირდა. როგორც ჩანს, დივანზე ჩამძინებია. რაღას ვიზამდი? საცოდავად წამოვიზლაზნე და დასარეცხი ჭურჭელი სამზარეულოში გავზიდე. ჩემი დედამთილის მოტანილი „ფროში“ უჯრიდან გადმოვიღე და გარეცხვას შევუდექი.

– ჰმ, ნუთუ სასწაულები მართლა ხდება?..

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s