როცა ცოლი მივლინებაშია – 12 დღე მამაკაცის ცხოვრებიდან

alcoholic-man-with-beer-shutterstock-800x430

დღე პირველი

გავაცილე!!! თავისუფლებააააააააააა!!! იუჰუუ… როგორ ველოდი ამ დღეს!
პერანგები გარეცხილი და გაუთოებულია, მაცივარი სავსეა საჭმლით, ყვავილებს როგორმე მოვრწყავ! ძაღლსაც ჩავიყვან… მოიცა, რა დროს დღიურის წერაა, ლუდი უნდა ამოვიტანო!

დღე მეორე

მესიჯი მომივიდა: -“ნორმალურად ვიმგზავრე. ძალიან მაგარი ამინდია. სასტუმროც უმაგრესი აღმოჩნდა. კვება გადასარევი. ტრენინგი დამთავრდა და აუზზე მივდივართ“. – ღადაობს? არა უშავს, მართალია, აქ კურორტი არ არის, მაგრამ ცხოვრება შეიძლება… ჰმ, სამსახურის მერე ფეხბურთს ჩავუჯდები და ლუდს დავლევ!

დღე მესამე

მგონი, მივქარე! სამსახურის ბიჭებმა დასალევად დამპატიჟეს და უარი ვუთხარი. არ შემიძლია, ძაღლი უნდა გავასეირნო-მეთქი… გაუკვირდათ, – შენი ცოლი ვერ გაასეირნებსო? ჰოდა, წამომცდა, ცოლი მივლინებაში გავუშვი-მეთქი… მოკლედ, ჩემთან ამოვიდნენ დასალევად. კარგა გვარიანად დათვრნენ და რაც ჩემმა ცოლმა ორი კვირის სამყოფი საჭმელი დამიტოვა,  გადაუშვეს კუჭში. ჯანდაბა! რა ვქნა, როგორმე იოლას გავალ სოსისით, ძეხვით, ყველით… მთავარია, ლუდი იყოს!

დღე მეოთხე

ძლივს წავიდნენ. პახმელიამ ლამის მომკლას… უკვე საღამოა და ცოტა მაინც უნდა მივალაგო. კოშმარია რაა!!! – რა არის ეს? ოცდათორმეტი ჭუჭყიანი თეფში… ჭიქები, ჩანგლები… და ეს ყველაფერი ხუთი კაცის გამო? რა ჯანდაბას დებდნენ ამდენ თეფშზე? წარმოდგენა არ მაქვს… ეს კვირადღე რა უაზროდ გავიდა. თეფშები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავაწყე, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გავუგე. ნეტა როგორ რთავს ამას ჩემი ცოლი?

როგორც იქნა, ჩაირთო. ავტომატურად გამოირთვება თვითონ. მე უნდა დავწვე, თორე ხვალ ძალიან ადრე ვარ ასადგომი.

დღე მეხუთე

ეს დღე იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. დილით ქვედა სართულის მეზობლებმა გამაღვიძეს, სამზარეულოში წყალი ჩამოდისო. წამოვხტი. ვხედავ, ჭურჭლის სარეცხის მანქანიდან წყალი გამოდის. სანტექნიკოსი გამოვიძახე. მითხრა, რომ თურმე რაღაც მილი გამოვაერთე, თუ კარი არ დავკეტე კარგად, მოკლედ, არ ვიცი…

სამსახურიდან მარკეტში შევიარე. ლუდი და ერთჯერადი თეფშები ვიყიდე.

დღე მეექვსე

ჩემს ცოლს მხოლოდ ექვსი გაუთოებული პერანგი დაუტოვებია. ახლა მეექვსე მაცვია. დანარჩენები უნდა გავრეცხო, მაგრამ სარეცხი მანქანის ჩართვის მეშინია, კიდე წყალი არ ჩაუვიდეს მეზობელს. ეს ჩემი კარის მეზობელი როა, გაუთხოვარი, ყვავს ვეძახი. გაიგო, რომ მარტო დავრჩი და რაღაცნაირად სულ მითვალთვალებს. წარამარა კორიდორში გადი-გამოდის და რაღაცებს მეკითხება: – “ისევ მარტო ხარ? წუხელ სტუმრები გყავდა? როდის ჩამოდის შენი მეუღლე?” – მოკლედ, მაკონტროლებს.
რა მოხდება, რომ ვთხოვო, სარეცხის მანქანა ჩართოს?..

დღე მეშვიდე

სანამ ვფიქრობდი, ჩემი მეზობლისთვის მეთქვა თუ არა სარეცხის მანქანაზე, გია მომადგა. ჩემი თანამშრომელი, აი, იმ დღეს რომ ვიქეიფეთ, იმ ხუთიდან ერთ-ერთია. ხოდა, მეკითხება: – შეიძლება საღამოს შემოგიაროო? – ისევ კომპანიასთან ერთად-მეთქი? და – არაო, არავითარი კომპანია, უბრალოდ, ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ცოტა ხნით დივანზე დავსხდებით, სხვაგან ვერსად ვერ მიმყავსო… ჯანდაბა! ესღა მინდოდა? მაგრამ უარი ვერ ვუთხარი რაღაცნაირად. ამას წინათ ფული დამჭირდა და მაგან მასესხა. ხოდა, უხერხულია. რა ვქნა, ზურასთან გავალ, ფეხბურთს ვუყურებთ და ლუდს დავლევთ.

დღე მერვე

საქონელი!!! კოლეგა კი არა, ნამდვილი ღორია. რას დაამსგავსა სახლი. მთელი საწოლი შამპანურით მოურწყავს. თეთრეული შევყარე და გავრეცხე როგორღაც, მაგრამ ამ მატრასს რა ვუყო, არ ვიცი. აივანზე გადავკიდე, მაგრამ სუნი კიდევ აქვს! ტფუი… ბლიად!

დღე მეცხრე

ამ საქონელის საქციელს ვერ ვინელებ. მთელი დღე სახლის დალაგებაში გავატარე. აბაზანაში შევედი დასაბანად და რას ვხედავ? გამოსაჩენ ადგილზე პომადა არ დევს? მოდი ახლა და დაარწმუნე ცოლი, რომ გიას ნაშასია და მე არაფერ შუაში ვარ! პირსაბანის სარკის თაროზე კიდევ რაღაც უბედური ფორმის სავარცხელიც დაუტოვებია.

თუთიყუშის ფორმა აქვს და ტარზე ფერადი ბაფთები აქვს ჩამოკონწიალებული. ზედ თმებია დახვეული. კიდევ კარგი, რომ დღეს არ ჩამოდის ჩემი ცოლი. სასწრაფოდ გადავაგდე პომადაც და სავარცხელიც. ყოველი შემთხვევისთვის, მთელი ბინა გადავატრიალე, მაგრამ სხვა კვალი არ ჩანს…

დღე მეათე

ეს დღე მაინც გავატარო წყნარად. ლუდი ვიყიდე, პელმენი მოვიხარშე. დავჯექი ტელევიზორის წინ, ფეხები მაგიდაზე ავკეცე, მაგრამ სადაა პულტი? ვერსად ვიპოვე. ვინ დამთარსა? რამდენი არხების გადართვა მომინდა, იმდენჯერ ავდექი და ტელევიზორთან მივედი. მესამე ბოთლი ლუდის მერე, მოვითენთე და ადგომა დამეზარა.

რაღაც უბედურ თურქულ სერიალს ვუყურე… ლეპტოპი ცოლმა წაიღო. ხვალ ავდგები და DVD-ის ვიყიდი, რამე ეროტიკას ვუყურებ. ნინო ხო არ დავპატიჟო, ჩემი თანამშრომელი? აშკარად მეფლირტავება…

დღე მეთერთმეტე

პულტი ძაღლს თავის ბუდეში შეუთრევია და სულ დაუღეჭავს. ალბათ, გაგიჟებულია, ამდენი ხანი რომ ვერ გავასეირნე. მარტო აივანზე ვუშვებ. მავნებელი ცხოველი! მართალი ვიყავი, ცოლს რომ ვეუბნებოდი, თევზები ვიყიდოთ-მეთქი…

ძაღლი გავასეირნე, მერე DVD ვიყიდე და ნინოს დავურეკე. ვიქენდზე აგარაკზე წასულა მეგობრებთან ერთად. ბედი არ გინდა? ხვალ კიდე ჩემი ცოლი ჩამოდის… სახლი მივალაგე და ეროტიკასაც ვუყურე. “გიჟური ორგია” ერქვა…

დღე მეთორმეტე

ცოლს დავხვდი და სახლში მოვიყვანე. გარუჯულა და მშვენივრად გამოიყურება. მაშინვე სახლის დალაგება დაიწყო. ჭურჭლის მანქანა ჩართო, სარეცხი შეტვირთა. მაცივარში შეიხედა და გაკვირვებულმა მკითხა – სუპი რატომ არ ჭამეო? მთელი ქვაბი ხელუხლებელიაო. მე რა ვიცოდი, რა იყო ქვაბში? საერთოდ არ ჩანდა ლუდის ბოთლების გამო.

ოთახები რომ მიალაგა, აბაზანაში შევიდა და იქიდან გამომძახა, ჩემი სავარცხელი არ გინახავს? თუთიყუშს რომ ჰგავსო… ტუჩზე ვიკბინე. მერე “გიჟური ორგია” იპოვა DVD-პლეიერში და დამცინა, – მოწყენილი იყავიო?

ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ჩემი კარის მეზობელი, ის გაუთხოვარი ყვავი მოვიდა. ჩემს ცოლს ეპირფერა: – “უი, რა კარგია, რომ ჩამოხვედი! შენი ქმარი ისეთი მოწყენილი იყო, ისეთი მოწყენილიოო…”

მე ტელევიზორის წინ, დივანზე წამოვწექი. მალე ცოლი გემრიელ სადილს მომიმზადებს. პერანგებს გამიუთოებს, ძაღლს გაასეირნებს. მეც დავისვენებ… – დავისვენებ კია?.. მოიცა, მშვიდობით თავისუფლებავ, თუ?..

Advertisements

One thought on “როცა ცოლი მივლინებაშია – 12 დღე მამაკაცის ცხოვრებიდან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s