რთული გზა, ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის შესაქმნელად (ერთი გმირის ისტორია)…

15053264_1244576825609383_1693341756_o

წარმატებული ბრენდის შესაქმნელად, საჭიროა კონკურენტების ფონზე გამოიკვეთო და ექსპერტების ქება დაიმსახურო, და თუ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი მომხმარებელის ნდობასაც მოიპოვებს, რამდენიმე წელიწადში, ლოკალური სავაჭრო ბრენდი შეიძლება მსოფლიოში წარმატებულ ბრენდადაც აქციო…

ყოველი წარმატებული პროდუქტის მიღმა, მათი შემქმნელების საინტერესო ისტორია იმალება. საინტერესოა ის გზა, რომელიც ამ ადამიანებმა გაიარეს, რომ თავისი მიზნისთვის ფრთები შეესხათ… ამ სტატიაში, ერთ ასეთ ადამიანს გაგაცნობთ… ადამიანს, რომელმაც ბევრი იშრომა იმისთვის, რომ საკუთარი იდეა წარმატებით განეხორციელებინა, რომელმაც საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა, R & D-ის (research and development) ცენტრის დირექტორია.

***

ამ შემოდგომაზე, საქართველოს მსოფლიო დონის ექსპერტი, „ბიოქსინის“ და ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიური დანამატების შემქნელი, ლაბორატორია „ბიოტას“ კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, მსოფლიო დონის მეცნიერი და წამყვანი სპეციალისი, პროფესორი მურატ თურქოღლუ ესტუმრა, რომელმაც  ქართველ დერმატოლოგებს უახლესი კვლევის შედეგები და სიახლეები გაუზიარა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

„სულ რაღაც 10 წლის ვიყავი, როდესაც მცენარეებს ვაგროვებდი, მათგან წვენს ვაკეთებდი და   ვსინჯავდი“ – იხსენებს ბატონი მურატი. ახლა, მას უჯრედული კულტურების ლაბორატორია აქვს, სადაც მცენარეების ექსტრაქტებს, კოსმეტიკური ფორმულების პროტოტიპებს იკვლევენ, მოლეკულურ ბიოლოგიაში აწარმოებენ კვლევებს და საკუთარ, კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ  პროდუქტებს აწარმოებენ.

მურატ თურქოღლუს ქიმიურ ინჟინერიაში – სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო ხარისხი  აქვს მიღებული. ასევე, სადოქტორო ხარისხი ფარმაცევტიკაში. საკუთარი ბიზნესი კი 2010 წელს დაიწყო. მურატმა საკუთარი კომპანია დააარსა, რომელიც სპეციალიზირებული იყო კოსმეტიკური პროდუქტის დიზაინზე, ფარმაცევტულ კოსმეტიკაზე, საკვებ დანამატებზე. ერთ წელიწადში  მიიღო მოწვევა „ბაიოტასგან“, რომელმაც  კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ცენტრი დააფუძნა. დეპარტამენტის უფროსად მურატი დაინიშნა. ცენტრს   ოფიციალური სამთავრობო R&D- ის სტატუსი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ მიანიჭა.

ბატონმა მურატმა, გამოიყენა უკვე არსებული ფორმულა, რომელიც არ იყო კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი და ის  კომერციულ პროდუქტად აქცია. ლაბორატორია კოსმეტიკურ პროდუქციას აწარმოებს და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.

როგორ იქმნება შამპუნი „ბიოქსინი“ და სხვა პროდუქცია?

14996520_1244576822276050_490236908_n

მურატ თურქოღლუ:

„ყველაფერი იმ ექსტრაქტის მოპოვებით იწყება, რომელიც შამპუნში, ან სხვა კოსმეტიკურ საშუალებაში უნდა მოთავსდეს. თმის ცვენის საწინააღმდეგო მცენარეული შამპუნი, „ბიოქსინი“  ოთხწლიანი კლინიკური კვლევების საფუძველზე შეიქმნა. ამ ბოტანიკურ შამპუნს ყველაზე მაღალი კონცენტრაციის მცენარეული ექსტრაქტები აქვს.

მშრალი ექსტრაქტები, ძირითადად გერმანიიდან შემოგვაქვს და ლაბორატორიაში ფორმულა მუშავდება. ერთ-ერთი, რომელსაც ვიყენებთ –  სუროს ექსტრაქტია. ის ჯანმრთელი თმის ზრდას ასტიმულირებს.

რა სირთულეების გადალახვა გიწევთ?

 „ამ პროცესს რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეებიც ახლავს თან. ყველაზე ძნელი  – საჭირო მცენარეების მოგროვებაა. ძალიან ხშირად, ძნელია იპოვო საჭირო მცენარე დიდი რაოდენობით. რთულია ბუნებაში გასვლა და მოგროვება. ამიტომ, ის ჯერ უნდა დარგო, თავად გაზარდო და გააკულტურულო. კომპანიას ზოგიერთ შემთხვევებში მცენარეები ჩინეთიდან და ინდოეთიდან შემოაქვს. ნედლეულის მოწოდება კი საკმაოდ პრობლემური პროცესია…“

თქვენი გუნდი…

„ჩემს გუნდში 20-მდე ადამიანია. ლაბორატორიაში მუშაობენ: ქიმიური ინჟინრები და ტექნიკოსები, ბიოლოგები, ბოტანიკური ექსპერტი, ასევე, გვყავს  დერმატოლოგი, რომელიც საჭირო კონსულტაციას უწევს გუნდის წევრებს.“

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„განსახორციელებელი კიდევ დაახლოებით 100 იდეა გვაქვს, მაგრამ ეს იდეები კომერციული წარმატების გარანტიას არ იძლევა. ამჟამად, ჩვენ გარკვეულ მცენარეებზე ვმუშაობთ, რათა ვუმკურნალოთ ვიტილიგოს. გვაქვს მცენარეების სხვა ჯგუფიც – აკნეს საწინააღმდეგოდ, რომელიც ძალიან ეფექტურია. „აკნეს სპოტი“ ჩვენი ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც გამონაყარს მეორე დღეს აქრობს.

საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებს ყოველწლიურად ვაწყობთ. ევროპულ დერმატოლოგიურ კონგრესსაც ხშირად ვატარებთ. მხოლოდ ინდუსტრიული მიმართულება არ გვაქვს. აკადემიური ფუნქციები კომბინირებულია კომერციულ ინტერესებთან – რასაკვირველია, ჩვენ ფულსაც ვაკეთებთ.“

15151282_1251780388222360_98461624_n

შეგახსენებთ, რომ თმის ცვენის საწინააღმდეგო მცენარეული შამპუნი „ბიოქსინი“ შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოკომპლექს В11. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება მეცნიერულად დადასტურებულია. ის ასევე შეიცავს:  ვიტამინებს (A, B1, B2, B5, B9); მინერალებს (Cu, Zn, Fe, K);  ფლავონოიდებს (კემპფეროლი, აპიგენინი, მირიცეტინი) და უჯერ ცხიმოვან მჟავებს (ომეგა-6 და -9). შამპუნი რამდენიმე სახისაა და შერჩევა თმის ტიპის მიხედვით ხდება (მშრალი და ნორმალური თმისთვის; ცხიმიანი თმისთვის; ორი ერთში: დაზიანებული თმისთვის და თმის ორსულობის შემდგომი მოვლისთვის).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s