ვინ იყო ქართველი სამხედრო პილოტი, რომლის საფლავზე საბრძოლო ვერტმფრენი დგას

1378915111612514

ლაგოდეხის სიახლოვეს, სოფელ გიორგეთის სასაფლაოზე, უკვე მრავალი წელია, რაც ერთ-ერთ საფლავს საბრძოლო ვერტმფრენი „დარაჯობს“… აქ ქართველი სამხედრო პილოტი – ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე განისვენებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ეროვნულ გმირად აღიარეს. მას რუსები მეტსახელად „ჩორნი პალკოვნიკს“ (შავი პოლკოვნიკი), ხოლო აფხაზი სეპარატისტები „ვოზდუშნი ხულიგანს“  ეძახდნენ. ჯიმი მაისურაძე ავღანეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძოდა. 1992 წლის 26 დეკემბერს, მისი –  „МИ-24“ მოწინააღმდეგის დესანტებმა რაკეტით აფხაზეთში ჩამოაგდეს. პილოტის მეგობარმა, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, მის საფლავზე ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი დასვა, რადგან ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა ჯიმი მაისურაძის ოჯახს და არც მისი ხსოვნის პატივსაცემად ზრუნავდა. ვერტმფრენი დღესაც იქ დგას…

10734158_802824216431203_1242258571223698085_n

ჯიმი მაისურაძე 1949 წლის 3 თებერვალს, ლაგოდეხის რაიონში, სოფელ გიორგეთში დაიბადა. მომავალ მფრინავს მე-7 კლასში მისი კუმირის, ოთარ ჩეჩელაშვილის წიგნი წაუკითხავს და გადაუწყვეტია, მფრინავი გამოსულიყო. მამამისი, დიმიტრი მაისურაძე იხსენებს: „სახლში ზეწრები გაქრა. მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობდით, რა მოხდა. საწოლზე ზეწრები აღარ იყო. თურმე ჯიმის აუტანია სახლის სახურავზე და პარაშუტები შეუკერავს. ჩვენი სახლში არყოფნის პერიოდში აივნიდან ხტებოდა. ეს ყველაფერი მეზობლებს დაუნახავთ და ამბავი მოგვიტანეს. მაშინღა მივხვდით, თუ რატომ იტკიებდა ფეხებს“.

1992 წლის 26 დეკემბერს, მდინარე კოდორის ხეობაში საბრძოლო ვერტმფრენი პატრულირებდა. აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიიდან საარტილერიო ქვემეხის ხმა გაისმა. ლესელიძესა და ვლადიმირის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა, საიდანაც მეომრებმა მფრინავი-პილოტი გადმოიყვანეს. მისი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. ის ჯიმი მაისურაძე გახლდათ…

6420469537_c09571b7cc_b

ჯიმი მაისურაძის ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის აფხაზ სეპარატისტებს ჯილდოდ ათასობით მანეთი დაუწესებიათ. მისი თანამებრძოლი დონი ფანჩულიძე იხსენებს: „1992 წლის 13 აგვისტოა, აფხაზეთის ომის დასაწყისი. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარნიზონის პოლიციის პირადი შემადგენლობა თბილისიდან ქ. სენაკში, სანატორიუმ „მენჯში“ მოგვათავსეს. დაახლოებით 300 კაცი ვიყავით. დილის 6:00 საათზე თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ დავით ზეიკიძისა და თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ბრძანებით გზის გასაგრძელებლად მოვემზადეთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზისა და სტრატეგიული ობიექტების დასაცავად უნდა გავსულიყავით. ხელმძღვანელობასთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მითითებებს და რჩევებს გვაძლევდა, რომ ჩვენი ტრანსპორტისთვის ზემოდან თეთრი ზეწრები დაგვემაგრებინა. ეს იყო ერთგვარი მინიშნება პაროლისთვის. ეს ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ ლეგენდარული პილოტი, მფრინავი, პოლკოვნიკი ჯიმი მაისურაძე, ქალაქ სენაკის სამხედრო ავიაციიდან.

ჯიმი მაისურაძემ, იგივე „ავღანელმა“, რომელსაც სიყვარულით მოიხსენიებდნენ თანამებრძოლები, დავალებების შესრულებაზე გვიხელმძღვანელა. ე.წ. „ცხელ წყლებთან“ რუსებმა საზღვაო დესანტი გადმოსხეს… გვიან ღამით, ჩვენმა დაზვერვის ჯგუფმა მოწინააღმდეგის შტაბის გუშაგები უჩუმრად გაანეიტრალეს და საგუშაგოს შენობაში ყუმბარები ჩააგდეს. მზვერავების მოულოდნელმა გამოჩენამ მოწინააღმდეგე პანიკაში ჩააგდო. შეცბუნებული შტაბის წევრები ყოველგვარი გასროლის გარეშე ჩაბარდნენ. ტყვედ ჩავარდნილებს შორის იყო რამდენიმე რუსი ოფიცერი, აფხაზეთის ფორმირებების მრჩევლები და ცნობილი აფხაზი მწერალი – ახუბა. ჯაბა იოსელიანმა გვთხოვა, რომ მწერალი აფხაზეთის ფორმირებების ადგილამდე გაგვეცილებინა. მწერალს მისცეს წერილი, აფხაზეთის ხალხისადმი მიწოდება და მშვიდობიანად გაუშვეს.

4644e779a8ad

„დესანტები“ ტამიშის მაღლობზე გადმოვიდნენ. მათ მოახერხეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე დაბანაკებულიყვნენ, ხელში ჩაეგდოთ სკოლის შენობა და იქიდან დაუსჯელად დაეცხრილათ გზატკეცილი ყუმბარმტყორცნებითა და ჭურვმტყორცნებით. თავხედურად, ხელში იგდებდნენ დაცვის გარეშე მიმავალ სატვირთო მანქანებს. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ნეიტრალიზაცია მოგვეხდინა, ჩვენს ზურგში გადაყვანილ იქნა „მხედრიონის“ გაერთიანება გიგა გელაშვილის ხელმძღვანელობით. გელაშვილის ხალხი წარუმატებლად ცდილობდა დაემარცხებინა მოწინააღმდეგე გაბატონებულ სიმაღლეზე.  შეიქმნა კრიტიკული მდგომარეობა. ჩვენს მეომრებს ტყვია-წამალი უთავდებოდათ. უფროსობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოწინააღმდეგე პრევენციული დარტყმით, ჰაერიდან გაენადგურებინათ. რისთვისაც გადაწყვიტეს დასაბომბად  გამოცდილი ვერტმფრენის პილოტი – „ავღანელი“ ჯიმი მაისურაძე გამოეძახათ.

უშიშარი მებრძოლი, ვერტმფრენით, შეიარაღებული „ნურსის“ ბომბებით გამოფრინდა სოხუმიდან. პილოტმა კურსი ზღვის მიმართულებით აიღო. მიუახლოვდა თუ არა მიზანს, მკვეთრი მოხვევა გააკეთა და ტამიშის სიმაღლის მიმართულებით გაექანა. სანგარში მყოფმა მეომრებმა მათ დასახმარებლად მოსული ვერტმფრენი შენიშნეს და სულიერად განმტკიცდნენ. მოწინააღმდეგეს მიბმული ცეცხლი გაუხსნეს და ვერტმფრენს საშუალება მისცეს მიზანთან შეუმჩნევლად მიფრენილიყო. უცებ, ჰაერში რაკეტა აიჭრა და ცეცხლოვანი კვამლით გაექანა ვერტმფრენის მიმართულებით. პილოტმა თერმული რაკეტის საწინააღმდეგო ხაფანგის ღილაკს დააჭირა და ვერტმფრენის ირგვლივ სივრცე ცეცხლის ფოიერვერკით შეიფერა. რაკეტამ მიზანი დაკარგა და გვერდზე გადაიხარა. ჩაირთო თვითლიკვიდატორი და ყრუ დარტყმით განადგურდა. ვერტმფრენმა საბრძოლო ბრუნი შეასრულა, რათა გამანადგურებელი დარტყმა მოეხდინა. მოწინააღმდეგის დესანტები მთელი ძალით ცდილობდნენ ჩამოეგდოთ მათთვის ასე შემაწუხებელი ვერტმფრენი. ჯიმიმ ისევ აიცილა მტრის რაკეტა და გაქცეულ მოწინააღმდეგებს კვალში ჩაუდგა, მაგრამ ქვემოდან ვერტმფრენს „ტრასიური“ ჯერი მოარტყეს. მარჯვენა ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის ქარიშხალი ამოვარდა… მოწინააღმდეგე დამარცხდა.“

ჯიმი მაისურაძის ორი ვაჟი მამის კვალს გაჰყვა და დღეს უკვე პროფესიონალი მფრინავები არიან…

Advertisements

4 thoughts on “ვინ იყო ქართველი სამხედრო პილოტი, რომლის საფლავზე საბრძოლო ვერტმფრენი დგას

  1. ამ “გმირმა”, პუტჩის დროს გამოიჩინა თავი განსაკუთრებით – ბენზინი გადაასხა მთავრობის სახლს ვერტმფრენიდან და გადაწვა

  2. უნდა იცოდე ჭეშმარიტი ისტორია და არა ყალბი 😦

    სამწუხაროდ, ამ პროფესიონალმა პილოტმა ჯიმი მაისურაძემ 1991 წლის 24 დეკემბერს ბენზინის სავსე ავზი ჩამოაგდო მთავრობის სახლის ეზოში ( სახურავიდან სროლების გამო ,მან ვერ მოახვედრა ეს ავზი შადრევან და ცოტა გვერდით ჩამოვარდა,რითაც გადავრჩით ) ,რათა ჩვენ -ეროვნული ხელისუფლება , სამხედროები , ბავშვები და ქალები ჩავემარხეთ და იმ ადგილას ყარყარაშვილს “ეკლესია აეშენებინა ” “თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად.”ზვიად გამსახურდია
    ამ ქვეყანას ,რომელიც ღალატს წააახალისებს, მოღალატეებს გმირებად სახავს , გმირებს კი მოღალატეებად რა გადაარჩენს ?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s