„სხვენის სათამაშოები“ ბავშვობის სურნელით

toys2

ნიჭი – ადამიანის თანდაყოლილი უნარია, რომელიც რაღაც განსაკუთრებულის შექმნას გულისხმობს. ისეთის, რაც ყველას არ შეუძლია. მინდა ერთ ძალიან ნიჭიერ გოგოზე გიამბოთ, რომელსაც საკუთარი, ძალიან საინტერესო სამყარო აქვს. ალბათ ძალიან ცოტას თუ სმენია სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული, ხელით შექმნილი სათამაშოების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სურნელს აფრქვევს. მათ „ყავის სათამაშოები“, მეორენაირად კი „სხვენის სათამაშოები“ ჰქვიათ. ყავით, დარიჩინით, ვანილით ან ფორთოხლის „ცედრით“ დამზადებულ ხსნარში დამუშავებულ სათამაშოებს საახალწლო სურნელი ასდის. მათი ავტორი ოცდათერთმეტი წლის თამუნა სიდამონიძეა. თამუნას ბავშვობიდანვე გამორჩეული ინტერესები ჰქონდა. მას თავგადასავლები უყვარდა.

ზაფხულობით, როდესაც სოფელში ისვენებდა, სხვადასხვა თამაშებს იგონებდა, რომელშიც ძირითადად მის მიერ შექმნილი გმირები მონაწილეობდნენ. ამ გმირებს ხილისა და ბოსტნეულისაგან ამზადებდა. აშენებდა სახლებს, ზაფხულში ტოტებისაგან, ზამთარში კი თოვლისგან, სადაც თოვლის ავეჯიც იდგა…

14

 განსაკუთრებით ცხოველები უყვარდა და ვეტერინარი უნდოდა გამოსულიყო. რამდენჯერმე მარტივი ოპერაციაც ჩაუტარებია მათთვის და გადაურჩენია. მაშინ, როდესაც მისი თანატოლები თოჯინებით სახლობანას თამაშობდნენ, თამუნა მცენარეებს, ცხოველებსა და მწერებს აკვირდებოდა და სწავლობდა.

ერთხელ  ჭალაში, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა, უამრავი ციცინათელა ნახა, რომლებიც მდინარის სიახლოვეს დაფრინავდნენ, წყალი კი მათ სინათლეს ირეკლავდა და იქაურობა ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. ბავშვები ციცინათელებს აგროვებდნენ, ლოკოკინის ნიჟარებში სვამდნენ და გულზე იკიდებდნენ…

სათამაშოებს არასოდეს აზიანებდა, რადგან მათ საგნებად ვერ აღიქვამდა,  მისთვის ყოველ სათამაშოს თავისი ისტორია და ცხოვრება ჰქონდა…  პირველი სათამაშო ათი წლისამ გააკეთა. ანიმაციების შექმნაზე და კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის შესწავლაზე ოცნებობდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ეკონომიური დაამთავრა და ამ პროფესიით ექვსი წელი იმუშავა. მერე დაოჯახდა და შვილი შეეძინა. სათამაშოებისთვის ვეღარ იცლიდა, მაგრამ სხვა გატაცებაც იპოვა. ახლო-მახლო, ბაღში ქვებს და ლოდებს საღებავებით „აცოცხლებდა“. მოხატულ ქვებს სხვადასხვა ცხოველებად, ფრინველებად და საგნებად აქცევდა. ნიქოზის ამაღლების ეკლესიის ეზოში მის მიერ მოხატულ ქვებს ნახავთ, რომლებიც განსაკუთრებით უცხოელებს მოსწონთ და სურათებს იღებენ.

toys1

პირველი სათამაშოების კოლექცია სამი წლის წინ დაამზადა. ინტერნეტში სხვადასხვა ტექნოლოგიები მოიძია და მერე საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნა ცნობილი ანიმაციის პერსონაჟები და ცხოველები. მათ ბამბის ქსოვილისაგან ამზადებს. ჯერ თარგს იგონებს, ხატავს, ჭრის, კერავს, ბამბით ტენის, სპეციალურად დამზადებულ ხსნარში ამუშავებს და მერე აცხობს… რეალიზაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახდენს, თუმცა ძალიან უჭირს თავის ქმნილებებთან განშორება… Tamara / toys&stones – Handmade – ასე იპოვით მის ნამუშევრებს „ფეისბუქზე“.

https://www.facebook.com/madeby.TTS/?fref=ts

იმისთვის, რომ თვითრეალიზაცია მოახდინო, არ არის აუცილებელი სამსახური გქონდეს. მთავარია გქონდეს საქმე, რომელიც გიყვარს და აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს…

 

Advertisements

2 thoughts on “„სხვენის სათამაშოები“ ბავშვობის სურნელით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s