ქალური (ბ)ლოგიკა – 10 ქალური ჩვევა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები

ქალური ლოგიკა ქალს ამოუცნობ, იდუმალ არსებად აქცევს. სწორედ ის ხდის სუსტი სქესის წარმომადგენლებს განუმეორებელს. ქალებს ბევრი უცნაური ჩვევა აქვთ, რომლის გარეშეც უბრალოდ ქალები ვერ იქნებოდნენ. ამ ჩვევებს ვერასოდეს გაიგებენ მამაკაცები. – აი, 10 მათგანიც…

  1. რა საჭიროა 10 სმ სიგრძის ფრჩხილები?

კაცებს უკვირთ, როგორ შეიძლება გეჭიროს ჩანგალი, ბეჭდო კლავიატურაზე, მოეხვიო საყვარელ ადამიანს, ჩააცვა ბავშვს 10 სმ-იანი ბასრი ფრჩხილებით და ზიანის მიყენების მუდმივი რისკით? როგორ შეიძლება იტირო მოტეხილი ფრჩხილის გამო, რომელსაც ამდენი ხანი იზრდიდი და სრულყოფილებამდე მიიყვანე? ან, რა საჭიროა მანიკურის გასაკეთებლად სალონში წასვლა, როდესაც შენც შეგიძლია დაიჭრა ფრჩხილები და წაისვა ლაქი.

  1. წარბების გაპუტვა

ეს არის პროცესი, რომელსაც ყველა ქალი მიმართავს. მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ იძრობენ პინცეტით წარბებს ქალები, რათა შემდგომ ფანქრით დაიხატონ.

  1. მაკიაჟის საიდუმლო

მათ ასევე  არ ესმით, რატომ ფარავენ  ტონალურით და ფერუმარილით თვალების ქვემოთ სილურჯეს  ქალები და შემდეგ, თვალის ზემოდან იხატავენ. ან, საერთოდ რა საჭიროა წამწამების ასაპრეხი მოწყობილობა – ეს ხომ წამების იარაღია?

  1. რატომ აღებენ პირს ქალები, როცა თვალებს იღებავენ

აი, კიდევ ერთი გამოცანა. მამაკაცების უმრავლესობა ამ შემთხვევაზე ბევრს იცინის. არადა, პასუხი მარტივია! ასე ბევრად კომფორტულია მაკიაჟის გაკეთება. პირის გაღების დროს, სახის კანი იჭიმება და თვალი უფრო ფართოვდება…

  1. ჩვენი ჩემოდნის ზომა

„მე სამი დღით დედასთან მივდივარ!“ – ამბობს ქალი და ოცდაათ კილოიანი ჩანთის მანქანაში შეტენას ცდილობს.  კაცმა არ იცის, როგორ შეიცვლება ამინდი ხვალ… ზოლიან კედს – ზოლიანი ჩანთა უხდება. ჩანთას შარფი და ა.შ. ზედმეტი მაისური არ გაწყენს… მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ, რატომ უკავია მესამედი ადგილი ჩემოდანში კოსმეტიკის ჩანთას?

  1. როგორ დავდივართ თხელი კოლგოტით ყინვაში

მამაკაცები თავისი ბანჯგვლიანი ფეხების მიუხედავად,  ყინვაში კბილს-კბილზე აცემინებენ.  მაშინ, როდესაც გოგოებს შეუძლიათ მოკლე კაბითა და თხელი კოლგოტის ამარა გავიდნენ  გარეთ.

  1. გამუდმებული უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით

ბიჭების 63% არა მარტო ვერ იგებს ამას, არამედ საშინლად ღიზიანდება, რატომ არიან ქალები გამუდმებით უკმაყოფილო საკუთარი გარეგნობით… აი 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა:

– რამსისქე ვარ;

– რა საშინელება ვარ;

– პატარა მკერდი მაქვს;

– რა ჩავიცვა?

– შენ მე არ გიყვარვარ…

ან ასე:

– გადაყარე კომპიუტერში ზაფხულის ფოტოები?

– კი…

– მოდი, გადავარჩიოთ!

– კარგი…

– ვაი, ეს ეგრევე წაშალე! თვალები დახუჭული მაქვს…

– კარგი…

– რა სასაცილო ხარ აქ… დატოვე! – მე რა საშნელი პროფილი მაქვს. წაშალე!

– კარგი პროფილი გაქვს, რა გინდა?

– წაშალე!!! ესეც წაშალე!!!

– ეს რაღაზე? მშვენივრად ხარ აქ…

– რო გეუბნები, წაშალე!

– კარგი, ჰო…

– აქ რამხელა უკანალი მიჩანს… კასრივით ვარ…

– ჰო, მართლაც…

– ნამდვილი ნაძირალა ხარ! უზრდელი და დამპალი!!!

– ???

  1. ტკბილეულის უზომო სიყვარული

უსასრულო რაოდენობის ტორტები, შოკოლადები, კანფეტები და სხვა ტკბილეული ქალებს განწყობას უმაღლებს. მამაკაცების უმრავლესობამ იცის, რომ ქალის გულის მოსაგებად საკმარისია ტკბილეულით აავსონ ისინი.

  1. მზადება წასასვლელად

მამაკაცები ვერასოდეს გაიგებენ. რატომ სჭირდებათ ქალებს 1 სთ მოსამზადებლად.

  1. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

და ბოლოს, ქალის და კაცის კლასიკური განსხვავება – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. კაცები ვერასოდეს გაიგებენ, თუ როგორ ახერხებენ ასე ვირტუოზულად ქალები, 12 სმ-იანი „შპილკებით“ ესკალატორზე ასვლას, ქვაფენილზე სიარულს, თავისუფლად მანევრირებას მეტროს გასასვლელებში და ა.შ. ამის გაკეთებას ქალების გარდა, ნამდვილად ვერავინ შეძლებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s