5 ფილმი არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიაზე

რომანტიკული ფილმები სიყვარულზე უსასრულოდ ბევრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის გადაღებას კვლავ აქტიურად აგრძელებენ. ეს იმიტომ, რომ სიყვარული – ყველასათვის ნაცნობი გრძნობაა და ყოველთვის აქტუალურია მაყურებლისთვის. ამ 5 ფილმში, რომელიც სპეციალურად ჟურნალ „…კაცი და ქალისთვის“ შევარჩიე, მოთხრობილია დაუვიწყარი ისტორია ნამდვილ სიყვარულზე.

  1. დიდებული გეტსბი

getsbi2

The Great Gatsby, 2013 წლის ამერიკული ფილმია, რომელიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის 1925 წლის რომანის ეკრანიზაციაა. ფილმი უცნობი მილიონერის, ჯეი გეტსბის ცხოვრებას და სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმი პირველივე წუთებიდან მიგაჯაჭვებთ ეკრანთან და საოცარ, ზღაპრულ სამყაროში გადაგისროლებთ. იდუმალებით მოცული მთავარი გმირის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. გრანდიოზული სცენები, ბრწყინვალე კოსტიუმები, ულამაზესი ადგილები – ეს არის ფილმი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

getsbi1

  1. მთვარის შუქის მაგია

magic in the moon 2

MAGIC IN THE MOONLIGHT, 2014 წლის ამერიკული, რომანტიკული კომედია და მელოდრამაა. მისი რეჟისორი ვუდი ალენი გახლავთ. ინგლისელი ილუზიონისტი, სახელად სტენლი, ნათელმხილველი გოგონას თაღლითობაში მხილებისთვის მიემგზავრება. სტენლი თავისი საქმის პროფესიონალია და მაგიის არ სჯერა, მაგრამ მომხიბვლელი გოგონას გაცნობის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დგება.

magic in the moon light1

  1. სიამაყე და ცრურწმენა

pride and pr.2

Pride and Prejudice, ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანია. რამდენიმე ეკრანიზაციიდან, 2005 წლის ვერსია განსაკუთრებით გამოირჩევა. ხუთი დის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც მათ მეზობლად ორი ახალგაზრდა და ძალიან მდიდარი ჯენტლმენი – მისტერ ბიგლი და მისტერ დარსი სახლდება.  როზამუნდ პაიკი, დონალდ საზერლენდი, კირა ნაითლი – არაჩვეულებრივი მსახიობების გუნდი, ვიქტორიანული ეპოქის ინგლისი და თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

pride and pred1

  1. წინა ღამეს ნიუ-იორკში

last night1

Last Night in New York, 2010 წლის დრამაა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მაიკლი და ჯოანი, რომლებიც იდეალურ წყვილად ითვლებიან, ერთმანეთს ერთი დღით დაშორდებიან. მაიკლი თავის მომხიბვლელ კოლეგასთან ერთად მივლინებაში მიდის. ჯოანი კი შემთხვევით თავის ძველ სიყვარულს შეხვდება… ცხოვრებისეული ფილმი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და აუცილებლად დაიკავებს ადგილს თქვენს გულში.

last night3

  1. სიახლოვე

closer3

Closer, 2004 წლის ფილმია. ჯულია რობერტსი, ჯუდ ლოუ, ქლავ ოუენი, ნატალი პორტმანი განუმეორებელ ხასიათებს ქმნიან… ჩახლართული ურთიერთობები, სიყვარული, ღალატი, იმედგაცრუება – გრძნობების მთელი კორიანტელი დაგატყდებათ თავს. მოულოდნელი ფინალი კი გაოცებულს დაგტოვებთ…

closer2

ჟურნალი “კაცი და ქალი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s