„ზონა 51“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა

Area 51 (Groom Lake, Dreamland) File Photo near Rachel, Nevada (Photo by Barry King/WireImage)

Area 51 (Groom Lake, Dreamland) File Photo near Rachel, Nevada (Photo by Barry King/WireImage)

„ზონა – 51“ საიდუმლო სამხედრო ბაზაა, რომელიც არცერთ რუკაზე არ არის აღნიშნული. ის წლების მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს შორის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მისი არსებობა ოფიციალურად კი მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს აღიარეს. ამერიკის ხელისუფლება „ზონა 51“ არსებობას თითქმის 69 წლის მანძილზე მალავდა. 2013 წლის აგვისტოს, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ როგორც იქნა აღიარა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არსებობს…  „ზონა-51“, რომელიც „ნევადას“ უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ბაზაა. მის შესახებ ლეგენდები ოდითგანვე დადიოდა. ის იმდენად გასაიდუმლოებული ობიექტი იყო, რომ აშშ-ს მთავრობა საგულდაგულოდ ანადგურებდა ყველა დოკუმენტს ამ პოლიგონზე, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებდა ხალხში, რომ ზონის ტერიტორიაზე  „მფრინავი თეფში“ ინახებოდა, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა 1947 წელს ჩამოაგდეს. ხმები დადიოდა იმაზეც, რომ „ზონა-51“-ში ექსპერიმენტებს ატარებდნენ უცხოპლანეტელებზე.
27780024

გზა, რომელიც „ზონა-51“-თან მიდის, ყოველთვის ცარიელია. 100 კმ-ზე მეტი მანძილის გავლისას, არც ერთი დასახლებული პუნქტი არ არის. იქ არც მიმართულების მაჩვენებელი აბრებია, არც რაიმე სხვა ნიშანი. ეს ადგილი შეზღუდული ფრენების რაიონშია მოხვედრილი და მხოლოდ საჰაერო სივრცე არ კონტროლდება. ბაზას 114 000 ჰექტარი ფართობი უკავია. აკრძალული სამხედრო ტერიტორიის სიახლოვეს ნარინჯისფერი ბოძებია, რომელსაც ძნელად თუ შეამჩნევს ადამიანის თვალი. გზიდან მას  მთები ეფარება. ბაზას 15 კმ-ის რადიუსში, გარშემორტყმული აქვს რკინის დამცავი ღობე. სამხედროები აკონტროლებენ ყველაფერს. საერთო გზასაც კი. ნებისმიერი მანქანა, რომელიც „ლეი კროუდის“  ტრასაზე გადაადგილდება,  კონტროლის ქვეშაა.  ელექტრომაგნიტური ხელსაწყოები აგზავნიან ნიშანს დაცვის პოსტებზე და აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საიდან მოდის მანქანა, რა სიჩქარით მოძრაობს და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი დაცვის პოსტი, ბაზიდან 20 კმ. დაშორებით მდებარეობს. ეს „ზონა 51“-ის საზღვარია. გორაკის მწვერვალზე სათვალთვალო კამერებია. გამაფრთხილებელი ნიშანი კი გამცნობს, რომ გზის გაგრძელება ამ მიმართულებით აკრძალულია.  ერთ-ერთმა  ყოფილმა დაცვის თანამშრომელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ უფლება ჰქონდათ შორიდან ესროლათ ნებისმიერისთვის, ვინც აკრძალულ ზონაში მოხვდებოდა.

An air-to-air left front view of a YF-12 aircraft.

An air-to-air left front view of a YF-12 aircraft.

 – საინტერესოა, რა ხდება ნევადას უდაბნოში? რატომ მალავს ასე ჯიუტად ამერიკის ხელისუფლება ამ ადგილს?

ამერიკული აეროკოსმოსური კორპორაციის ინჟინერმა – ბოიდ ბუშმანმა, სიკვდილის წინ New York Daily News-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ზონა-51“-ში მუშაობდა და საკუთარი თვალით იხილა უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები. 40 წლიანი სტაჟის მქონე ინჟინერმა, რომელიც 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, აღნიშნა, რომ აშშ-ს სამხედროებმა კოსმოსური ხომალდის ნაწილები მოიპოვეს, ე.წ. „როზუელსკის ინციდენტის“ შემდეგ. ეს 1947 წელს, ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა. ინჟინერმა აღნიშნა, რომ უცხოპლანეტელები 200 წელზე მეტხანს ცოცხლობენ და დედამიწელებს ტელეპატიის დახმარებით ეკონტაქტებიან.

1989 წელს, ამერიკელმა ტელემაყურებელმა ეთერში ფიზიკოსი – რობერტ სკოტ ლაზარი იხილა, რომელიც „ზონა-51“-ში მუშაობდა. ლაზარი ირწმუნებოდა, რომ საიდუმლო ბაზაზე უცხოპლანეტელების ტექნიკა ინახება. თანამგზავრიდან გადაღებული სურათებით კარგად ჩანს, რომ ზონის ტერიტორიაზე რამდენიმე ფარდულია. მათგან ყველაზე დიდი იტევს „ბოინგ-747“-ს. 2013 წლის აგვისტოს, „ზონა-51“-ს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. ამ დოკუმენტების თანახმად, „ზონა- 51“   ერთადერთი მიზნით შეიქმნა – გამოცდილი ყოფილიყო საიდუმლო საფრენი აპარატი, კოდური სახელით „აკვატონი“ (Aquaton). – ასე ეძახდნენ ცივი ომის დროს თვითმფრინავ- U-2-ს, რომელიც შექმნილი იყო საბჭოთა კავშირის დაზვერვის მიზნით. მაშინ, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი თავისი ატომური ქვეყნით ტრაბახობდა, ამერიკის ბომბდამშენები ადვილად ხელმისაწვდომები იყვნენ რუსული რაკეტებისთვის. დაზვერვა ჩვეულებრივი თვითმფრინავებით მტრის ტერიტორიაზე ძალიან სარისკო იყო. ამიტომ, საიდუმლო პროექტი „აკვატონი“ შეიქმნა იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მიუწვდომელი ადგილების დაზვერვა, საბჭოთა საჰაერო დაზვერვის შეუმჩნევლად.

Inside-A51-hangar

ჯაშუშ აპარატს დამატებით დამონტაჟებული ჰქონდა 300 კილოგრამზე მეტი უახლესი ფოტოგრაფიული მოწყობილობა.  ამ თვითმფრინავის გამოცდისთვის, ამერიკის დაზვერვას სჭირდებოდა იზოლირებული ტერიტორია. ეს უდაბნო კი  იდეალური ბუნებრივი აეროდრომი იყო. ყველა თანამშრომელი, რომელიც შერჩეული იყო „ზონა -51“-ისთვის, მუდმივი  ყურადღების ქვეშ იმყოფებოდნენ.   უსაფრთხოების ნორმები უმკაცრესი იყო. საიდუმლოს უზრუნველყოფისა და მისი რეალური დანიშნულების დასაფარად, ამერიკის დაზვერვამ შექმნა ლეგენდა. მათ გამოაცხადეს, რომ მაღალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი – U-2 -ისათვის განკუთვნილი ბაზა – უოტერ თაუნ სტრიტ ნევადას შტატი იქნებოდა, სადაც მეტეო -კვლევები ჩატარდებოდა. 50-იანი წლების ბოლო პერიოდის დოკუმენტებმა დაადასტურა, რომ ამ პროექტზე მუშაობა სხვა სახელმწიფო პროგრამის გამო შეწყდა. ნევადის პოლიგონთან სიახლოვის გამო, სადაც ამერიკა ატომური ბომბის გამოცდას აწარმოებდა, „ზონა 51“  რადიოაქტიური ნარჩენების ზონაში მოყვა. რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხის გამო, „ზონა-51“ ხალხისგან მოშორებულ ადგილას რჩებოდა. ამ  შესვენების მიუხედავად, ამერიკის ცენტრალურმა დაზვერვამ ახალი პროექტი წამოიწყო, რომელმაც „ზონა 51“-ის მომავალი განსაზღვრა. ეს იყო პროექტი „ცისარტყელა“.

US_Air_Force_U-2_(2139646280)

50-იანი წლების ბოლოს, მტრის ტერიტორიაზე შეუმჩნევლობის მიღწევა მხოლოდ მაღალ სიმაღლეებზე ფრენით იყო შესაძლებელი. ამერიკის დაზვერვის სამსახურის პროექტი ჩაიშალა, როცა რუსეთის რაკეტამ U-2 ჩამოაგდო. პილოტი ფრენსის გარი პაუელი გახლდათ. ამერიკის დაზვერვაში იცოდნენ, რომ რუსეთის სარაკეტო ტექნოლოგიები აგრძელებდნენ განვითარებას და სავსებით შესაძლებელი იყო ისეთი თვითმფრინავი ჩამოეგდოთ, როგორიც U-2 იყო.

ახალი საიდუმლო პროექტი, კოდური სახელწოდებით „ცისარტყელა“, მოწოდებული იყო შეექმნა კომუფლაჟი U-2-ისთვის. თვითმფრინავს ახალი, რადარის ტალღების მშთანთქავი ზედაპირი გააჩნდა. ამ გარსის დაყენების გამო, თვითმფრინავის მოცულობამ საგრძნობლად მოიმატა, რაც ხელს უშლიდა მაღალ მანძილზე ფრენას. ეს მოლოდინიც რომ არ გამართლდა,  ფიქრი ისეთი საფრენი აპარატის შექმნაზე დაიწყეს, რომელიც უფრო მაღლა, უფრო სწრაფად იფრენდა, იქნებოდა ნაკლებად შესამჩნევი რადარებისთვის და უფრო მეტად დაცული.  U-2-ისაგან განსხვავებით, ახალი პროექტი „ოქსკარტი“ თავიდანვე გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. პროგრამა იმდენად საიდუმლო იყო, რომ დოკუმენტებსაც არ ჰქონდათ ნიშანი – „საიდუმლო“. თუ ვთქვათ, რომელიმე თანამშრომელს ქარი მოულოდნელად გამოსტაცებდა ხელიდან დოკუმენტებს, ნიშანი „საიდუმლო“ ყველას დააინტერესებდა. ამ ნიშნის გარეშე, ადამიანები უბრალოდ აიღებდნენ ფურცლებს და გადააგდებდნენ ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდებოდათ. ამ პროექტის დეტალებს ამერიკის ცენტრალური დაზვერვა რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა. ცოტა ხნის წინ, დოკუმენტების პუბლიკაციის ნებართვა დაიშვა, ყოფილ თანამშრომლებს უფლება მიეცათ გარკვეული მოგონებები სხვებისთვისაც გაეზიერაბინათ. ერთ-ერთი თანამშრომელი ტორნტან ტიდი ბარნსია. ის იხსენებს: – „მე მამოწმებდნენ 3 თვის მანძილზე, სანამ პროექტზე დამიშვებდნენ. იმ მომენტისთვის, „ოქსკარდი“ იყო აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. ჩვენ გვეკრძალებოდა ნებისმიერი ჩანაწერის გაკეთება და ამ საკითხზე საუბარი. ის უბრალოდ არ არსებობდა. გასაიდუმლოება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რეაქტიული თვითმფრინავი სახელწოდებით A-12 უახლესი ტექნოლოგიებითა და მასალებით იყო დამზადებული. A-12 ყველაზე კარგი თვითმფრინავი იყო, რაც კი ოდესმე შექმნილა. 27 კმ. სიმაღლეზე, ტყვიაზე სწრაფად გადაადგილდებოდა. ასეთი რამ იმ პერიოდში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა. ეს ჯაშუშური თვითმფრინავი დასაშვებ ნორმაზე ათჯერ მეტ სიმხურვალეს უძლებდა, ვიდრე U-2.

A left front view of a U-2 reconnaissance aircraft parked on the flight deck of the aircraft carrier USS AMERICA (CV 66).

A left front view of a U-2 reconnaissance aircraft parked on the flight deck of the aircraft carrier USS AMERICA (CV 66).

A-12 ფრენის დროს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო თვითმფრინავში. მასალა, რისგანაც ეს თვითმფრინავი მზადდებოდა, იყო ტიტანი, რაც ამერიკაში დეფიციტს წარმოადგენდა. ამ მასალას მისი მოწინააღმდეგე რუსეთი ფლობდა. ამერიკამ რუსეთისგან დაიწყო ტიტანის შესყიდვა. რუსეთმა რა თქმა უნდა არ იცოდა, რა კეთდებოდა ამ მასალით. A-12-მა „ზონა -51“ სტაციონარულ ბაზად აქცია. საჭირო გახდა მისი გაფართოვება. 2 წლის მანძილზე, ბაზის ტერიტორიაზე ტარდებოდა საცდელი კვლევები. 1962 წლის თებერვალში, „ზონა -51“ მთლიანად იქნა აღჭურვილი ახალი მოწყობილობებით.

ერთ-ერთი შენობა ემსახურება კვლევით ლაბორატორიას, რომელიც დაკავებულია თანამედროვე ბირთვული იარაღის შექმნითა და დაპროექტებით. ფარდულებში ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავები ინახება, რომლებიც „ზონა-51“-ში გამოცდებს გადიან. საიდუმლო უახლოესი თვითმფრინავი – „უჩინარი“, რომელიც დოკუმენტებში მოხსენებულია, როგორც – B-2,  კვირაში რამდენჯერმე ფრინდება ცაში, ბაზის აეროდრომიდან. აქ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ასაფრენი ბილიკია, რომლის სიგრძე – 9,5 კმ-ია. ტერიტორიაზე ასევე ტარდება აკრძალული ქიმიური იარაღის გამოცდაც. ბობ ლაზარი, რომელიც პირველია იმ ყოფილ თანამშრომლებს შორის, რომელმაც „ზონა-51“-ის საიდუმლოებებზე დაიწყო ლაპარაკი, ირწმუნება, რომ ბაზის შუაგულში, მიწისქვეშ არის საიდუმლო უფოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევებითაა დაკავებული. კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი – სკოტ რეინი კი ამბობს, რომ ბაზის მიწისქვეშა ფლიგელებში არამიწიერი არსებები იმყოფებიან.

Wfm_x51_area51_warningsign

მიუხედავად იმ საინტერესო ინფორმაციისა საიდუმლო ზონაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ბევრი რამ კვლავ დაფარულია ჩვენი თვალებისთვის. ბოლო მონაცემებით, ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესიდან, ყოველდღიურად „ზონა-51“-ის მიმართულები, დაახლოებით 1500 მუშა მიჰყავთ, რომლებიც საღამოს უკან ბრუნდებიან. – რა სამუშაოები ტარდება გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტზე, ჯერ-ჯერობით უცნობია…

თეა ინასარიძე

Advertisements

5 thoughts on “„ზონა 51“ – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა

  1. ზუსტად საჩემო პოსტია :)) მიყვარს უცხოპლანეტელებზე სტატიების კითხვა, მას შემდეგ მჯერა მათი, რაც ჩემი თვალით ვნახე მფრინავი თეფში. არავის არ სჯერა, მაგრამ ვიცი ვნახე, და ვიცი რომ სიმართლეა!
    დიდი მადლობა თეა ^_^

      • ხო, აი ასე. ჩემი სახლის წინ ვიჯექი, როცა გამოჩნდა. კიდევ ორი ჩემი მეგობარი აქეთ-იქიდან, თუმცა ისინი იქით არ იყურებოდნენ სადაც მე.. უეცრად ცაში გამოჩნდა, კარგად გამოჩნდა. მომიახლოვდა და რამდენიმე წამით გაჩერდა ჰაერში ლივლივებდა, შემდეგ გაქრა.
        მას მერე არ ამომდის ეს სცენა თავიდან, უბრალოდ ამის დავიწყება შეუძლებელია. შავი იყო, დეტალურად არ მახსოვს მაგრამ სანათებიც ჰქონდა მგონი, მაგრამ იმ უღრუბლო დღეს ისინი არ იყვნენ ანთებულნი… ჩრდილიც კი არ იყო, არც რაიმე ისეთი, რომ ამის გამო გაკვირვებულმა ზევით აგეხედა. ჩემს პირდაპირ იყო, მაღლა გასწვრივ არა, თავი ოდნავ მქონდა აწეული, რომ ვხედავდი და მის სიმრგვალეს ვამჩნევდი. თეფშივით იყო. მე მიმიზიდასავით ისე მივიხედე მისკენ და თვალს ვერ ვაცილებდი სანამ არ გაქრა. ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ნამდვილად არ არის!
        ალბათ იცოდნენ მაინც რომ არავინ დამიჯერებდა და 😀 🙂
        ძალიან მიხარია, რომ ვნახე. ფანტასტიკისადმი დაინტერესება აქედან მაქვს, ვიცი რომ პლანეტები არსებობენ, სადაც სხვებიც ცხოვრობენ და ეს მთელი გალაქტიკა ღმერთს მხოლოდ ჩვენთვის არ შეუქმნია. ეჭვი მეპარება 🙂
        აქ ამ სამყაროში მარტონი არ ვართ და მე ხშირად მათზე ვწერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s