სიყვარული, ანუ ნებაყოფლობითი „მონობა“ სიკვდილამდე

3d8c3b8e2c44

– რა არის სიყვარული?

ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. მიუხედავად ამისა, სიყვარულის ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა თავისებურად ახასიათებს მას. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარული ინსტიქტის დონეზე მოცემული მაკონსტრუირებელი ფსიქიკური ენერგიაა. მეცნიერები თვლიან, რომ სიყვარული დაავადებაა და ოთხ წელიწადში გაივლის. უმრავლესობის აზრით, სიყვარული ბედნიერების მომტანი გრძნობაა, სიკეთეა, სითბოა და  მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა, რადგან – „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც შენი სიყვარულის ობიექტი საზოგადოებას სძულს? როდესაც გიყვარს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, დაუნდობელი ბელადი? როგორია, როდესაც გიყვარს მამაკაცი, რომლისაც ყველას ეშინია?

დაინტერესებულხართ ოდესმე იმაზე, თუ რა შეგრძნებები მართავს ლამაზ, ჭკვიან, ნიჭიერ ქალს, რომელიც სიცოცხლეს თავის სიყვარულთან ერთად ემშვიდობება? – შიში, სასოწარკვეთა, სიყვარული თუ ქალური ვნება? ან, იქნებ ოცნება იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგაც ყველას ახსოვდე? … ალბათ არც ამაზე არსებობს ზუსტი პასუხი, მაგრამ მაინც… –  გაინტერესებთ, როგორები იყვნენ ცნობილი ბელადების ქალები? – მაშინ, გემრიელად მოკალათდით. ამ ბლოგში მოგიყვებით ქალებზე, რომლებიც სიყვარულის გამო დაიღუპნენ…

ისტორია პირველი – ბენიტო და კლარეტა

ბენიტო მუსოლინი 1883 წელს, „ფორლის“ პროვინციაში, მჭედლის ოჯახში დაიბადა. როდესაც წამოიზარდა, სამუშაოდ შვეიცარიაში გაამგზავრეს, სადაც მჭედლის თანაშემწედ მუშაობდა და სხვადასხვა შავ სამუშაოსაც ითავსებდა. მოგვიანებით, სოციალურ პარტიაში გაწევრიანდა. აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას მომუშავე-ემიგრანტებს შორის. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული პერიოდი ჟურნალისტიკით და ლიტერატურით იყო დაკავებული, თუმცა ის გრძნობდა, რომ რაღაც უფრო დიდი მიზნისთვის იყო დაბადებული. ბენიტოს ცხოვრებაში ქალების ურიცხვი რაოდენობა იყო, რომლებიც ფაშისტი დიქტატორის „სიყვარულის“ სანაცვლოდ, საჩუქრად იღებდნენ ვილებს, სახელმწიფო პენსიებსა და ხელშეუხებლობის უფლებას. მისი პირველი ქალი იაფფასიანი მეძავი იყო, რომელთანაც 16 წლის ასაკში  დაკარგა ვაჟიშვილობა.

ბენიტოს ყოფილი საყვარლები იხსენებდნენ, რომ ის ლოგინშიც დაუნდობელი იყო და სადისტური გადახრები ჰქონდა. მან ფრანგი ჟურნალისტი მარია ფონტაჟი, მოზღვავებული ვნების გამო კინაღამ საწოლში აბრეშუმის შარფით დაახრჩო. შემდეგ, როდესაც ვნება ჩაცხრა, საკმაოდ სოლიდური თანხით – 15000 ფრანკით დაატოვებინა ქვეყანა. ქალის ნატურალური სურნელი მუსოლინის მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. – ეს პირდაპირი გაგებით, რადგან ის ვერ იტანდა სუნამოს. მუსოლინის უყვარდა ქალები. ყველაფერი, რაც ინტიმურ ცხოვრებას შეეხებოდა, მისი ინტერესის სფეროს საგანი იყო. მან არაერთი კანონი გამოუშვა, რომლის თანახმად, მკაცრად რეგლამენტირებული იყო კაბების ფასონი, სიგრძე, ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე, კოსმეტიკისა და სუნამოს გამოყენების დოზები.

1909 წელს, მუსოლინიმ ბარის ოფიციანტ გოგონას – რაკელ გვიდს ცოლობა შესთავაზა, მაგრამ მისი ოჯახის მხრიდან უარი მიიღო. მან პისტოლეტი ამოიღო და თქვა: – „თუ რაკელი ცოლობაზე უარს მეტყვის, პირველი ტყვია მოხვდება მას, ხოლო მეორე – მე. – აირჩიეთ!“ ბენიტოს ფეთქებადი ხასიათი ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ რაკელის მშობლები იძულებული გახდნენ გაეტანათ მისთვის თავიანთი ქალიშვილი. ბენიტომ წაიყვანა რაკელი, მაგრამ ქორწინება არ გააფორმა. მოგვიანებით, მუსოლინის საყვარელმა – იდა დალსერმა მას შვილი გაუჩინა და თავს – „სინიორა მუსოლინიდ“ აცხადებდა. ბენიტოს ეს არ მოეწონა და როგორც იქნა გააფორმა ქორწინება რაკელთან, რომელმაც მას 4 შვილი გაუჩინა. მაგრამ, ეს აღარ იყო ოჯახი, რადგან ბენიტო შვილებს წელიწადში სამჯერ ნახულობდა.

კლარეტა პეტაჩი იყო ერთადერთი ქალი, რომელიც მუსოლინის გულწრფელად უყვარდა. ის კლარეტასთვის ყველაფერს აკეთებდა: – ჩუქნიდა ვილებს, სახლებს, ძვირფას სამკაულს და სანაცვლოდ მისგან ერთგულებას იღებდა.  ერთხელ, გამწარებულმა რაკელმა კლარეტას უთხრა: – „ოდესმე „პიაცა ლორეტოზე“ დაასრულებ სიცოცხლეს, ბოზო!“ – „პიაცა ლორეტო“ იყო მილანის ერთ-ერთი მოედანი, სადაც იაფფასიანი მეძავები იკრიბებოდნენ. რაკელის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

1945 წლის 26 აპრილს, გარიბალდის 52 დივიზიის პარტიზანებმა გერმანელების პატარა კოლონია გააჩერა, რომლებიც ჩრდილოეთის მიმართულებით მიდიოდნენ. გერმანელებს შორის იყვნენ ბენიტო და კლარეტა. მუსოლინი შეიპყრეს, კლარეტას კი წასვლა უბრძანეს, მაგრამ ის ჯიუტად მისდევდა სატვირთო მანქანას. კლარეტა და ბენიტო 2 დღე დაკავებული იყვნენ. მუსოლინის განაჩენი გამოუტანეს – სიკვდილით დასჯა. კლარეტა სამართლიან სასამართლოს ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. პოლკოვნიკმა მას წასვლა სთხოვა, მაგრამ მან სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ დატოვა თავისი სიყვარული და უშიშრად გადაეფარა ბენტოს, როცა მას პირველი ტყვია ესროლეს… რაკელის წინასწარმეტყველება ახდა. ორივეს გვამი „პიაცა ლორეტას“ მოედანზე ფეხებით ჩამოკიდეს.

mussolinibody Mussolini1

ისტორია მეორე – ადოლფი და ევა

1

ადოლფ ჰიტლერი არ იყო მიმზიდველი ქალებისთვის. მისი პირადი მდივანი ამბობდა, რომ როგორც მამაკაცი, ადოლფი უინტერესო იყო. ის ქალებს მხოლოდ თავისი ძალაუფლებით იზიდავდა, როგორც ყველაზე გავლენიანი ადამიანი სახელმწიფოში. მიცი რაიტერი 16 წლის იყო, როდესაც ურთიერთობა დაიწყო 37 წლის ადოლფთან, რომელიც მას დაქორწინებას დაპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. მიციმ თავის ჩამოხრჩობაც სცადა, მაგრამ გადარჩა და საბოლოოდ, ცოლად ოფიცერს გაჰყვა. ადოლფის და ამბობდა, რომ მიცი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც შეძლებდა შეეშალა ხელი გიტლერის მონსტრად გადაქცევაში… გერმანიაში დადიოდა ხმები, რომ ადოლფი იმპოტენტი იყო. 60-იან წლებში, გლენ ინფილდმა დაწერა წიგნი. მან გამოიძია ადოლფის ინტიმური ცხოვრება და ამტკიცებდა, რომ ფიურერი სრულფასოვანი მამაკაცი იყო.

ანჰელა (ჰელი)  რაუბალი, რომელიც ადოლფის დის შვილი იყო, ჰიტლერს გულწრფელად უყვარდა. ის ზრუნავდა 21 წლის ჰელიზე. მისი საძინებელი თავისი საძინებლის გვერდით მოაწყობინა და კართან დაცვა დაუყენა. ჰელი შეძრული იყო პოპულარული ბიძის ყურადღებით. მალე ისინი საყვარლები გახდნენ, მაგრამ ჰელი მალევე მიხვდა, რომ ის მხოლოდ ბელადის საკუთრება იყო და სხვა არაფერი. მან თავის მეგობარს საიდუმლო გაანდო: „ბიძაჩემი ნამდვილი ურჩხულია. შენ არ დაიჯერებ, რის გაკეთებას მაიძულებს საწოლში“. მიუხედავად ამ კოშმარისა, ჰელის სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ის 2 წელი მოთმინებით იტანდა ყველაფერს. „ტყვეობაში“ ყოფნის დროს წვებოდა ყველა მამაკაცთან, ვისთანაც კონტაქტი შეეძლო. ესენი იყვნენ მცველები, ადოლფის პირადი მძღოლი, მაგრამ არც ამან უშველა… 1931 წელს, ჰელიმ თავი მოიკლა ადოლფის იარაღით.

ქალებისთვის, რომლებიც ინტიმურ ცხოვრებას ფიურერს უკავშირებდნენ, სიცოცხლეს ტრაგიკულად ამთავრებდნენ. გერმანული კინემატოგრაფიის ამომავალი ვარსკვლავი – რენატა მიულერი, ადოლფთან ურთიერთობიდან რამდენიმე წელში ფანჯრიდან გადმოხტა. არის ვერსია, რომ ამაში ჰიტლერი დაეხმარა, რომელმაც გაიგო, რომ რენატას ებრაელი საყვარელი ჰყავდა… 1939 წელს, თავის მოკვლა მისმა მომდევნო საყვარელმაც სცადა – იუნიტი მიდფორდს ტყვია თავის ქალაში ჩარჩა და 9 წელი იცოცხლა. სიუზი ლიპტაუერმა თავი ჩამოიხრჩო, თვითმკვლელობა სცადა მიმი რეიტერმა. მიზეზს ალბათ ვერასოდეს გავიგებთ…

9da6e9570e6e1b4dd25e6790ba697ec4

ევა ბრაუნი ჰიტლერის საყვარელი 1932 წელს გახდა. ის მისი პირადი ფოტოგრაფის ატელიეში მუშაობდა. ევას სახლში ტელეფონი არ ჰქონდა და ღამით ბიუროში რჩებოდა, რათა ადოლფის ზარისთვის ეპასუხა. ევა მასზე 23 წლით უმცროსი იყო. ლამაზი, ქერა ქალი, რომელიც თითქმის არასოდეს ჩნდებოდა ხალხში ფიურერთან ერთად. თავის პირად დღიურში ასეთი ჩანაწერი დატოვა: – „მე მას ვჭირდები მხოლოდ განსაზღვრული მიზნებისთვის – ეს იდიოტიზმია“.   ადოლფს უყვარდა შიშველი ევასთვის სურათების გადაღება, რომლებიც მის უზარმაზარ ეროტიკულ კოლექციას ავსებდა. ისინი 1945 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ და რამდენიმე საათში თავი მოიკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ადოლფმა საწამლავი დალია, საკონტროლო გასროლა მისმა მცველმა გააკეთა. ამის შემდეგ, საწამლავი ევამაც დალია. ჰიტლერს არ მოუთხოვია ევასთვის იგივეს გაკეთება. მან უბრალოდ ჰკითხა, უნდოდა თუ არა მას ადოლფთან ერთად „წასვლა“. თუ რა უპასუხა ევამ უცნობია, მაგრამ მისი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, პასუხი დადებითი იყო.

ჟურნალი “…და ქალი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s