თამაშის ფსიქოლოგია – როგორ ვეთამაშოთ ბავშვებს?

474960219_kidsplayingoutsidee1401800407482

ფსიქოლოგიური თამაშები ბავშვებში ინტელექტსა და პიროვნულობის განვითარებას უწყობს ხელს. თამაშის ფარგლებში, პატარები ერთმანეთთან კავშირს სწავლობენ, აცნობიერებენ რა არის თანაგრძნობა, გენდერული სხვაობა და სწავლობენ საკუთარი გრძნობების გამოხატვას. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ თამაშს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ოჯახის ყველა წევრს შეუძლია. ასევე, კარგი იქნება, თუ ამ თამაშებს მაშინ მოაწყობთ, როდესაც სახლში სტუმრად სხვა ბავშვებიც გყავთ.

ვიქტორინა დახუჭული თვალებით

თამაში გვეხმარება გავიგოთ, ვის სჭირდება დახმარება თავდაჯერებულობის განვითარებაში.

ამ თამაშში მინიმუმ 3 ბავშვია საჭირო, რომლებიც წრეზე სხდებიან. წამყვანი – უფროსი ადამიანი ბავშვებს უსვამს მარტივ კითხვებს. ბავშვებმა ვიქტორინის კითხვებს თვალდახუჭულებმა უნდა უპასუხონ. ამგვარად, ბავშვი ვერ ხედავს, მისი რომელი მეგობარი აპირებს პასუხის გაცემას და შესაბამისად, არ ეცდება მას დაუთმოს. ის ბავშვი, რომელსაც ლიდერის თვისებები უფრო მეტად აქვს განვითარებული, პასუხებს დანარჩენებზე ხშირად გასცემს. თუ ბავშვი ჩუმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავეხმაროთ მას თავდაჯერებულობის განვითარებაში.

ბურთი – სასაცილო კითხვებით

ეს თამაში ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების და იუმორის განვითარებას. მოთამაშეები დგებიან წრეზე, ხოლო წამყვანი ცენტრში იკავებს ადგილს. მას ხელში ბურთი უჭირავს. ერთ-ერთ ბავშვს უსვამს კითხვას და ესვრის ბურთს. წამყვანმა ბურთი პასუხთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიბრუნოს. თუ პაუზა იქნება ხანგრძლივი, ვინც ვერ უპასუხა ტოვებს თამაშს.

ყველაზე მთავარი: კითხვები არ უნდა იყოს მარტივი (მაგალითად – „რა გქვია?“). სასურველია, თუ კითხვები ცოტა ეშმაკური იქნება (მაგალითად: – „რატომ არ იზრდება ჩრდილოეთ პოლუსზე ყვავილები?“) მოთამაშე უნდა  ეცადოს, რომ სასაცილო პასუხი მოიფიქროს (მაგალითად –  „იმიტომ, რომ არავინ დარგო“).

ბიჭები VS გოგონები

დააწყეთ მაგიდაზე ნივთები, რომლებიც მკვეთრად გამოხატავს გენდერულ საკუთრებას: ფრჩხილის ლაქი, დედის სუნამოს ფლაკონი, მამაკაცის ჰალსტუხი, საპარსი ქაფი და ა.შ. ამ ნივთებში გაურიეთ „უსქესო“ საგნებიც, მაგალითად სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, ფანქარი…

დავალება ასეთია: გოგონა და ბიჭი (დაარქვით პირობითი სახელები. მაგალითად – ეკა და ნიკა) სამოგზაუროდ მიდიან. მოცემული ნივთებიდან რომლები უნდა წაიღოს ეკამ და რომელი ნიკამ?

ეს თამაში ყველაზე პატარებისთვისაა. მათ ორ პარკში უნდა გაანაწილონ მოცემული ნივთები. თამაშის ბოლოს, უნდა შეუმოწმოთ, სად რა ჩააწყო. აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ „უსქესო ნივთები“ შეიძლება მოიხმაროს კაცმაც და ქალმაც.

მეხსიერების თამაში

დადეთ მაგიდაზე 7 სხვადასხვა ნივთი. უთხარით პატარას, დააკვირდეს მათ. შემდეგ გადააფარეთ პირსახოცი და ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს, გამოიღეთ ერთ-ერთი ნივთი. დარჩენილი 6-ს კი მდებარეობა შეუცვალეთ. შემდეგ გადააძრეთ პირსახოცი. ბავშვმა უნდა დაასახელოს, თუ რომელი ნივთი აკლია. საგნების რაოდენობა ნელ-ნელა გაზარდეთ. ეს თამაში ძალიან კარგია მეხსიერების სავარჯიშოდ.

ჟურნალი “…და ქალი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s