ქალური (ბ)ლოგიკა – ქალური ლოგიკის თავისებურებანი

ქმარი: – საიდან მოიტანე რომ სუნამო გაჩუქე? არაფერი არ მიჩუქებია!

ცოლი: – როგორ არა, საყვარელო. აბა საფულეში ჩაიხედე!

***

მამაკაცების აზრით, ქალები კუბიკ-რუბიკს ჰგვანან. რამდენიც არ უნდა ატრიალო, ერთ-ერთი მხრიდან მაინც რაღაც აბდაუბდა გამოვა. ქალური ლოგიკის აბსურდულობა ნებისმიერ ფრაზაში შეიძლება დაინახო. ასე მაგალითად: -„მე შენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შემოგწირე!“ ერთის მხრივ, ამ ფრაზით ქალი იმ წლების გამო ჩივის, რომელიც „ამ იდიოტთან“ გაატარა და ამავდროულად აღიარებს, რომ ეს წლები საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. კაცები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ქალებს შეგვიძლია ველაპარაკოთ ერთმანეთს ტელეფონით ნახევარი საათი და ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობოთ ფრაზით: – „რომ გნახავ ყველაფერს მოგიყვები, ეს სატელეფონო საუბარი არ არის…“

ერთხელ, შემთხვევით შევესწარი, როგორ უყვებოდა ჩემი მეზობელი რეზიკო ეზოში ბიჭებს ამბავს, თუ როგორ იძია შური ერთმა ქალმა თავის ყოფილ ქმარზე, რომელმაც მეორე ცოლი მოიყვანა: – ეს ქალი ყოფილი ქმრის მეორე ცოლის მამას გაჰყვა ცოლად, რომ თავისი ყოფილი ქმრის სიდედრი გამხდარიყო. – არის რაღაც ირონია ქალურ ლოგიკაში…

აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ რეზიკო კუზიანი იყო. მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ თურმე მის ყურსასმენებს ძალიან მოკლე შნური ჰქონია. ყვავილების თაიგული ეჭირა და მხრებშიც გაშლილიყო. უცებ გამახსენდა, რომ  დღეს 14 თებერვალია. ჯერ იყო და მთელი ღამე ჩამესმოდა ძილში მობილურიდან „ფეისბუქის“ სიახლეების წკაპა-წკუპი. დილით კი, შევედი თუ არა, თვალში ეგრევე დიდი წითელი გული მეცა, რომელზეც ვიღაცამ „დამთაგა.“

ყველა თვეს აქვს რაღაც დადებითი. სუსხიან თებერვალს ის, რომ მოკლეა და ის, რომ სიყვარულის დღეა. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს. გოგოები შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ: პირველში შედიან ისინი, ვინც ვერ იტანენ „ვალენტინობას“, ხოლო მეორეში ისინი, ვისაც შეყვარებული ჰყავს. ამას წინათ, ერთ ჩემს მეგობარ ბიჭთან მომიხდა ლაპარაკი ქალებზე. მან მითხრა, რომ როცა ქალს შეყვარებული არ ჰყავს, მიზეზი საუთარ თავში უნდა ეძებოს და „კაცების დაუნახავობა“ არაფერ შუაშია. დაკონკრეტება რომ ვთხოვე, მითხრა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს კაცმა, ქალის გულს მაინც ვერ მოიგებსო. აი, მაგალითად. მოგეწონება ვინმე, გაცნობის ინიციატივას გამოიჩენ და  – უნახავი და ხამი ხარ! არ გამოიჩენ – ლაჩარი! ვახშამზე დაპატიჟებ – თავხედი! ყავაზე დაპატიჟებ – „ჟმოტი“! სადარბაზომდე მიაცილებ – ფაფაცუა! სახლში შეყვები – მანიაკი! ყავას დალევ და წამოხვალ – იმპოტენტი! არ წამოხვალ და – უნახავი, თავხედი და მანიაკი ერთად!!! დილით წამოხვალ და დაპირდები დაგირეკავო – „ყველა კაცი ერთნაირია“ და იდიოტი!

მართლაც უცნაური რამაა ეს ქალური ლოგიკა… როგორც ჩანს, ქალური ლოგიკის გამო ყველა მამაკაცი იტანჯება. რას ვიზამთ, ქალური ლოგიკა  მსხვერპლს მოითხოვს და პირველი მსხვერპლი, როგორც წესი საღი აზრი აღმოჩნდება ხოლმე. მას ან უნდა დაეთანხმო, ან უბრალოდ „გაატარო“. ქალური ლოგიკის აბსურდულობას ვერც სიცრუის დეტექტორი უძლებს და ეთანხმება. თავის მხრივ, მამაკაცებსაც კარგად გამოსდით ქალების ნერვების მოშლა. ასე, მაგალითად:

– გიყვარვარ?

– აჰა…

– რას ნიშნავს „აჰა“??

– მიყვარხარ-მიყვარხარ…

– და რატომ მეუბნები ისე, თითქოს ჩემი თავიდან მოშორება გინდაა?

– რას გულისხმობ?

– აბა რას ნიშნავს „მიყვარხარ-მიყვარხარ?“

– და შენი აზრით, რას ნიშნავს?

– ჩემი აზრით, ეს ნიშნავს – „შემეშვი“-ს!

– არ მესმის, რა გინდა ჩემგან?…..

– მინდა, რომ მითხრა „მიყვარხარ!“

– ხომ გითხარი უკვე? თანაც ორჯერ?

– ისე არ გითქვამს, როგორც საჭირო იყო!

– და როგორ არის საჭირო?

– უნდა გეთქვა: – „მიყვარხარ…“

– კარგი, კარგი… – მიყვარხარ!

– ძალიან კარგი!

– ახლა კმაყოფილი ხარ?

– არა.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ კაცებმა ქალებზე და ქალებმა – კაცებზე, ერთმანეთის გარეშე გაძლება, არც ერთს არ შეუძლია. მთავარია მამაკაცი მაიმუნზე ოდნავ სიმპათიური იყოს, – ქალი კი ოდნავ ჭკვიანი… ქალს ადვილად შეუძლია მომხიბვლავი ღიმილით მამაკაცს საფიქრელი გაუჩინოს. როცა ახალგაზრდა გოგონა ქუჩაში მიმავალ ახალგაზრდა ბიჭს მაცდურად უღიმის, ის მაშინვე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა მოეწონა მასში გოგონას. თუ ახალგაზრდა გოგონა უღიმის ქუჩაში მიმავალ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, ის უკან გაიხედავს, რომ დაინახოს, მის უკან მომავალ რომელ სიმპათიურ ყმაწვილს გაუღიმა. ხოლო, თუ ახალგაზრდა გოგონა 60 წელს გადაცილებულ მამაკაცს გაუღიმებს, ის აუცილებლად დაიხედავს შარვალზე, გახსნილი ხომ არ აქვს უბე.

კაცი, რომელიც ქალის შესაძლებლობებს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ „ქალი კუხნაში უნდა იყოს“, აზრზე არაა, რა უნდა გააკეთოს მასთან საწოლში, ასე, რომ! ქალბატონებო! დააფასეთ ჩვენი ლოგიკის ძალა და ეცადეთ ყველა სიტუაციაში იპოვოთ გამოსავალი. თუ უსაქმოდ ჯდომა თქვენს კომპეტენციაში არ შედის, – წამოწექით!

მომავალ ბლოგიკამდე! 😉

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s