შხამივით მწარე, კუპრივით ცხელი და ჯოჯოხეთივით შავი – ცოტა რამ ყავის შესახებ

რითი ვიწყებთ დილას? როგორც წესი, დილა ცხელი და არომატული ჭიქა ყავით ან ჩაით იწყება. ორივე სასმელს ფსიქომასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია, რადგან ისინი ერთსა და იმავე ნივთიერებას, მეთილ-ქსანიტების ჯგუფის – ალკალოიდებს შეიცავენ.

ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყავის მატონიზირებული თვისებები ეთიოპიელმა მწყემსმა აღმოაჩინა. მან შეამჩნია, რომ თხებმა, რომლებიც ყავის ხის ფოთლებს და ნაყოფს ჭამდნენ, ღამე ძილი შეწყვიტეს. მწყემსმა ამ უცნაური მოვლენის შესახებ ამბავი მონასტერში მიიტანა. ბერებმა გადაწყვიტეს ამ ნაყოფის ნაყენი გაესინჯათ. სასმელის ზემოქმედების სიძლიერემ ისინი შოკში ჩააგდო.

ღამის ლოცვების დაწყებამდე, რომ არავის  ჩასძინებოდა, მონასტერში მყოფი ბერებისთვის ნაყენის მიღების ბრძანება გაიცა. ეს ყველაფერი IX საუკუნეში მოხდა, მაგრამ ყავამ, მსოფლიო აღიარება გაცილებით გვიან მოიპოვა.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახელწოდება -კოფე გერმანელმა ქიმიკოსმა – ფერდინანდ რუნგემ მოიფიქრა. ეს იყო 1819 წელი. 1828 წელს კი ფრანგმა პელეტიე კავანტუმ მოახერხა ნივთიერება სუფთა სახით მიეღო. ოთხი წლის შემდეგ, გერმანელმა  ქიმიკოსებმა ველერმა, პაფმა და ლიბიხმა აღმოაჩინეს ქიმიური ფორმულა. კოფეინის წარმოება ლაბორატორიულ პირობებში კი გერმან ემილ ფიშერმა შეძლო და 1902 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.

ჩინელი მეცნიერების მიერ, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა, რომელშიც 228465 ადამიანი მონაწილეობდა  აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას სვამენ, მოციმციმე არითმია 6%-ით ნაკლებ შემთხვევაში უვითარდებათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა, ყავის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან ძუძუსა და პროსტატის აგრესიული კიბოთი. თუმცაღა, ყავის გადაჭარბებული დოზით მიღება, არ არის სასურველი. ორსულებს დღეში მხოლოდ 200 მგ. კოფეინის მიღება შეუძლიათ, რადგან ის ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფზე. კერძოდ, ზრდის შანსს, რომ  ბავშვი „კურდღლის ტუჩით“ და გულის მანკით დაიბადოს.

ძალიან ბევრი ადამიანი არასწორად სვამს ყავას. გემრიელი და არომატული ყავის მომზადების რამდენიმე წესი არსებობს, რომელიც ყავის მოყვარულებმა უნდა იცოდნენ: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაასხათ ხსნად ყავას ადუღებული წყალი. ასე, მას არომატსაც დაუკარგავთ და გემოსაც. როდესაც წყალი ადუღებამდე მივა და გათეთრდება (ამ მომენტს „თეთრ გასაღებს“ ეძახიან), სწორედ მაშინ უნდა დაისხათ ფინჯანში. ხოლო, ნალექიანი ყავის მოყვარულებმა, არ დააცადოთ ყავას ადუღება. როდესაც ქაფი ზემოთ ამოსვლას დაიწყებს, მაშინ გადმოდგით  ცეცხლიდან.  ნალექიანი ყავა მით უფრო გემრიელია, რაც უფრო დიდხანს იხარშება. თუ მარცვალს უშუალოდ მოდუღების წინ დაფქვავთ, მაშინ მის ნამდვილ გემოს შეიგრძნობთ. შეგიძლიათ მარცვლები დაფქვამდე ოდნავ შეათბოთ კიდეც.

ჟურნალი “…და ქალი”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s