ქართველი ბაიკერი გოგონას ისტორია

1511260_894398267261850_1838849160760195082_n

სიტყვა „ბაიკერი“ ჩემში ტყავებში გამოწყობილ, თავგადასავლებისა და რისკის მოყვარული მამაკაცების ასოციაციას იწვევს, რომლებიც მოტოციკლით დაქრიან, სარისკო მანევრებს აკეთებენ  და არ იციან რა არის შიში. რითი განსხვავდება ბაიკერი ჩვეულებრივი მოტოციკლისტისგან? ბაიკერებისთვის მოტოციკლი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. ბაიკერებს თავისი სამყარო აქვთ! – ამაღელვებელი და საინტერესო. საქართველოში, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, უმრავლესობა ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ქალის დანიშნულება ბავშვების აღზრდა, ოჯახის მოვლა და სამზარეულოში ფუსფუსია. ალბათ ამიტომაც, ქართველი ბაიკერი გოგონა – ძნელი წარმოსადგენია.

ელენეს გრძელი ნაწნავის ქურთუკის ქვეშ დამალვა უწევს, რადგან ბაიკერი გოგონას დანახვა ქართველ მამაკაცებში  მძაფრ რეაქციებს იწვევს. ზოგი პირდაპირ უჭრის გზას, რომ შეაჩეროს, ზოგიც შუა ქუჩაში რბოლას უმართავს. 20 წლის ბაიკერი გოგონა ნამდვილი ექსტრემალია. ის მძაფრი შეგრძნებებისა და თავგადასავლების გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს.

282373_636387609711889_222551390_n

ელენე,  როგორ გახდი ბაიკერი?

ჩემი სტილიდან და ხასიათიდან გამომდინარე მოტო მიხდება და ამას ბევრი უცხო ადამიანიც აღნიშნავს. „მოტოქროსი“  ბავშვობიდანვე მომწონდა, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია თავში, რომ ოდესმე დავჯდებოდი ბაიკზე.  2011 წელს საქართველოში RED BULL-ის ცნობილი „სტანტერი“ კრის ფეიფერი ჩამოვიდა.  შემთხვევით გაცნობისას გაიგო თუ რამდენი ექსტრემალურ სპორტის მიმდევარი ვიყავი, გაუხარდა და მკითხა მოტოს თუ ატარებო. – „არა“ რომ ვუთხარი, მიპასუხა – ჩვენს მომავალ შეხვედრამდე ისწავლეო! ამ ამბიდან  ნახევარი წლის მერე ეროვნულ გამოცდებზე ბაიკერი ბიჭი გავიცანი და დავმეგობრდით. რამდენჯერმე ვთხოვე, თავის მოტოზე დავესვი, მაგრამ უარს მეუბნებოდა – შანსი არ არის, ამ მოტოს ვერ გაატარებ და რაღაცას მოიწევო. არ მიცნობდა ჯერ კარგად. მე რომ ვინმე მეტყვის ვერ შეძლებო, საპირისპიროს დამტკიცების სურვილი მიჩნდება. მოტოსკოლაში მივედი ისე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. მეოთხე დღეს მართვის მოწმობა ავიღე და იმ დღესვე შევხვდი ჩემს მეგობარს. მართვის მოწმობა რომ ვანახე გაგიჟდა.  როგორც იქნა  თავის მოტოზე დამსვა. უპრობლემოდ გავატარე.  ამ მეგობრის წყალობით ბევრად კარგად  ვისწავლე მოტოს ტარება.

207163_636514839699166_1631880030_n

როგორი ბავშვი იყავი?

საკმაოდ სპორტული ადამიანი ვარ, 11 წელი ჩოგბურთს ვთამაშობდი. 8 წლიდან თხილამურებზე ვიდექი, 9 წლიდან ექსტრემალურმა სპორტმაც გამიტაცა.   ჩემი ავტომრბოლელი ძმის შემყურე მანქანის ტარება ვისწავლე, სულ მინდოდა სპორტული მანქანის ყოლა და რბოლაში მონაწილეობის მიღება. რამდენიმე წელი ველოსიპედით დავდიოდი, კლდეზე ცოცვითაც მოვიხიბლე,  სადღაც 3 წელი პარკურით ვიყავი დაკავებული, შემდეგ  სკეიტბორდზე დავიწყე სრიალი. ოღონდ, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ რბოლაზე მანქანით კი არა მოტოთი ვიასპარეზებდი.

1013739_832375533461443_2843057159184521509_n

რატომ გიზიდავს მძაფრი შეგრძნებები?

როგორც აღვნიშნე, ექსტრემალური სპორტით ბავშვობიდან ვარ გატაცებული და მძაფრი შეგრძნებებისა და თავგადასავლების გარეშე ისევე ვერ ვძლებ, როგორც ადამიანი უდაბნოში უწყლოდ. მხიბლავს როცა ადამიანი თავის შიშს ებრძვის, შიშის დამარცხებისას კი წარმოუდგენლად მაგარი გრძნობა უჩნდება, შემდეგ უფრო და უფრო მეტჯერ ცდილობს იგივე შეიგრძნოს, რის გამო ეს ყველაფერი მისი ცხოვრების სტილი ხდება.

გაქვს შიშის შეგრძნება, როდესაც სიჩქარეს კრეფ?

რა თქმა უნდა! ეს შეგრძნება რომ არ იყოს, არ იარსებებდა ექსტრემალური სპორტიც. მოსახვევში 180კმ/ს სიჩქარით რომ აწვენ ბოლომდე მოტოს, მოსახვევიდან გამოსვლისას 240კმ/ს-მდე კრეფ სიჩქარეს და უეცრად, 120კმ/ს-ით რომ   შედიხარ შემდეგ მოსახვევში.. შიში როგორ არ უნდა გაგიჩნდეს? – ეს არის ზუსტად ის შეგრძნება, რაც საბოლოოდ გამარჯვებულად გაგრძნობინებს თავს და ამაყი ხარ.  შენ ეს შეძელი და კიდევ ბევრჯერ შეძლებ.

532505_492554480761870_1012721125_n 1011624_731821003562563_5994828408542076531_n

მიგიღია მონაწილეობა რბოლაში?

წელს პირველად მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა შეჯიბრებებზე, მათ შორის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარებულ წრიული რბოლის 3 ეტაპზე ვიასპარეზე, პროფესიონალ მრბოლელებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 4-ჯერ თუ 5-ჯერ მოვასწარი შეჯიბრებამდე ვარჯიში,  საკმაოდ კარგი შედეგი ვანახე და შემდეგ წელს ბევრად გავაუმჯობესებ.

როგორია მამაკაცების დამოკიდებულება? მოსწონთ ბაიკერი გოგონა?

საკმაოდ ბევრს მოვწონვარ. ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არავის აქვს ჩემს მიმართ.  ქალაქში მოტოთი მოძრაობისას უკვე ვმალავ ჩემ გრძელ ნაწნავს, რადგან ბიჭები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ზოგი ცდილობს გამაჩეროს, ზოგი  „მეგონკავება“, ზოგი გზას მიჭრის რომ ყურადღება მიიქციოს, მოკლედ, იმდენჯერ ვარ გადარჩენილი ავარიას ამის გამო, რომ მიწევს ჩემი თმის დამალვა და სადა ფერის ეკიპირების ჩაცმა. ვარდისფერი მოტოს ქურთუკი მაჩუქეს და სულ 2ჯერ მეცვა, მხოლოდ ამის გამო.

424690_483465095019743_197436_n 548281_543049649045686_1407591161_n

როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?

მიყვარს რისკი, შესაბამისად გამბედავი ვარ. ასევე ცნობისმოყვარე, მიზანდასახული, მხიარული, მეგობრული და თავგადასავლების მაძიებელი.

ვინ არიან შენი მეგობრები? როგორ ერთობით ხოლმე?

ჩემი მეგობრების უმეტესობა ექსტრემალები არიან და გასაკვირიც არ არის, რომ უმეტესობა მათგან ბიჭები არიან. ძალიან იშვიათად თუ მომინდება გოგოსთან მეგობრობა, რომელიც არ არის ჩემს სფეროსთან ახლოს. მყავს ბაიკერი მეგობრებიც.

როგორ შეხვდა ოჯახი შენს გატაცებას?

ჩემი გატაცების შესახებ, თავიდან მხოლოდ ჩემმა ძმამ იცოდა და უმალავდა მშობლებს. ნელ-ნელა ხუმრობით ვაპარებდი, დღეს მოტო გავატარე-მეთქი. დროებითი გატაცება ეგონათ და ფიქრობდნენ, მალევე შევეშვებოდი. როცა ნათხოვარი მოტოთი ქალაქშიც დავიწყე გადაადგილება,  უკვე ძალიან აღარ მოსწონდათ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ  საკუთარი ბაიკი მინდოდა და ბევრი ჩხუბისა თუ კამათის შემდეგ, დედაჩემის დახმარებით პირველი მოტო შევიძინე. 2006 წლის კავასაკის სპორტბაიკი, ჩემი ერთ-ერთი ოცნების მოტო, რომლის ყოლა მანამდე არარეალური რამ მეგონა. მე მესმის მათი შიში და ყოველთვის ფრთხილად დავდივარ ქალაქში. არ ვრისკავ.

382427_492553054095346_660837921_n 734744_594524423898208_1858300851_n 1186189_698230120194304_408754589_n

რომელ თავგადასავალს გაიხსენებდი?

ძალიან ბევრი თავგადასავალი გადამხდენია, მაგრამ განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ზამთარში, ღამე კვადროციკლებით  ქოროღლის ციხეზე ასვლა მეგობრებთან ერთად.  ტყეში 10 მგელი მაინც შეგვხდა და მიკვირს, როგორ დავბრუნდით უვნებლები.

როგორია შენი 1 დღე?

დილით უნივერსიტეტი, უფრო ხშირად მანქანით დავდივარ, რადგან მოტოს გარეთ დატოვება სულ მეშინია. ყველა ზედ ახტება,  ლამის ფეხებით დგებიან ზემოდან და ბევრ ჩემს მეგობარს წაქცეულით კი დახვედრია პარკინგზე, ასე რომ არ ვრისკავ, ძალიან ვუფრთხილდები ჩემ უსაყვარლეს ბაიკს.  უნივერსიტეტის შემდეგ მეგობრები ვიკრიბებით და სასაცილო თავგადასავლებს ვეძებთ. თუ მზიანი ამინდია, რუსთავში მივდივარ მოტოთი სავარჯიშოდ და საღამოს ვმეცადინეობ. შაბათ-კვირას ხშირად რუსთავის ავტოდრომზე ვარ შეჯიბრებებს ვადევნებ თვალს და ვგულშემატკივრობ ჩემს მეგობრებს.

გაქვს თუ არა რამე საყვარელი ცხოვრებისეული დევიზი, ან ფრაზა, რომელიც ახლოს არის შენს  ხასიათთან?

Riding a bike is like an art, something you do because feel something inside– Valentino Rossi

1477355_959363080747672_8292409339691949632_n 1926706_669874579757241_8027194209496891647_n 10422247_669874483090584_4687205264115457192_n 10521177_669874623090570_385828503496796579_n

All Dreams Mean Something We Can

ჟურნალი “…და ქალი”

Advertisements

2 thoughts on “ქართველი ბაიკერი გოგონას ისტორია

  1. შეგიძლიათ ელენეს ზუსტი ვინაობა მითხრათ. გმადლობთ. ძალიან მაინტერესებს ეს თემა და მინდა ინტერვიუ ჩავწერო მასთან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s