ქალური (ბ)ლოგიკა – მამაკაცის წინდების კანონი

Washing-my-socks`logic

ქმარი: – შენ ამ კაბით არ წახვალ კორპორატიულ წვეულებაზე!!!
ცოლი: – სად დამიმალე? ახლავე გახსენი მუჭი და დამიბრუნე კაბა!
***
დეკემბერიც დადგა. მალე საახალწლო მზადება დაიწყება და ყველაზე მაგარი რამ – წინასაახალწლო SALE-ები. მამაკაცებს კიდევ საბუზღუნოდ თემა მოემატებათ. მათ უკვირთ, როგორ შეგვიძლია ქალებს მთელი დღე სავაჭრო ცენტრში წინ და უკან სიარული, 15 კგ (ან მეტი) პარკების ხელით თრევა და რატომ ვეძახით მათ, როცა მაცივრის 5 სმ-ით გვერდზე გაჩოჩება მოგვინდება?

მათ რომ ჰკითხო, რით განსხვავდება მამაკაცური ლოგიკა ქალური ლოგიკისგან, იტყვიან, რომ მამაკაცური ლოგიკა უფრო მართალია. მერე რა? სამაგიეროდ, ქალური ბევრად უფრო საინტერესოა. მამაკაცებისთვის ძნელია ქალის ხასიათის გაგება და მათი კაპრიზების მშვიდად ატანა. მათ იციან, რომ როდესაც ქალი არ არის მართალი, აჯობებს, ბოდიში მოუხადონ. ისიც იციან, რომ როდესაც ქალი ჩუმდება, ის გონებაში საჭირო სიტყვებს ეძებს, აგროვებს, რომ შემდეგ განმგმირავი მზერით გამოხატოს.

მამაკაცები სინამდვილეში ეშმაკები არიან და თავს ზოგჯერ მსხვერპლად გვაჩვენებენ. მათ ქალური ლოგიკის კანონებიც შესანიშნავად იციან:

0502_sockonomics_970-630x420

“ელვის კანონი” – ქალების ემოციების განმუხტვა ელვასავით იმას კი არ დაატყდება თავს, ვისთვისაც განკუთვნილი იყო, არამედ იმას, ვინც ხელთ მოხვდებათ;

“მიკროსკოპის კანონი” – ქალები მოვლენებს და ფაქტებს განიხილავენ ისე, როგორც მიკროსკოპის ქვეშ;

“რაც უარესია, მით უკეთესიას კანონი” – როცა ქალები “მოცემული მამაკაცების” ყველა შესაძლო ვარიანტიდან ირჩევენ იმას, ვისთანაც ყველაზე მეტად დაიტანჯებიან.

მამაკაცებმა ეს ყველაფერი იციან და თავისებური კანონები მათაც შეიმუშავეს, რომ სამაგიერო გადაგვიხადონ. თანაც, ამას ისე ბუნებრივად და ოსტატურად აკეთებენ, თითქოს ასეც უნდა იყოს. მაგალითად, “მამაკაცის წინდების კანონები”.

თუ თქვენ სახლში ერთი მამაკაცი მაინც გყავთ, ეს კანონები გეცოდინებათ:

რამდენიც უნდა რეცხო – გასარეცხი წინდები ყოველთვის მეტია, ვიდრე სუფთა;

რამდენიც უნდა ითვალო – სარეცხის მანქანიდან მაინც კენტ რაოდენობას გამოიღებ;

სუფთა წინდების დაწყვილება არარეალური ამოცანაა. თუმცა მათ მფლობელებს ეს საქმე რატომღაც
ვირტუოზულად გამოსდით. თითქოს წინდები ძაღლები იყვნენ, პატრონს რომ უჯერებენ;

წინდები ოთახის კუთხეებში იმალებიან და მრავლდებიან. თანაც ყიდულობ, ყიდულობ და მაინც არ არის საკმარისი.

ხედავთ, რა ეშმაკები არიან? მათ შეუძლიათ ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ხმის ამოუღებლად და თითის გაუნძრევლად, მხოლოდ წინდების დახმარებით მოგვიშალონ ნერვები.

რაც შეეხება ფრაზას – “ყველა კაცი ერთნაირია”, მე ასე არ ვიტყოდი. არსებობენ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები, რომლებსაც ქალური ლოგიკით განვიხილავ:

უნამუსო, ნაძირალა – ეს არის კაცი, რომელიც იმავე ფსიქოლოგიურ ტექნიკას ფლობს, რასაც ქალი და თავის ქმედებებში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს;

მექალთანე (“ბაბნიკი”)
– მამაკაცი, რომელიც წარმატებულად იყენებს ქალებს. ქალები “ბაბნიკს” ეძახიან მას, ვისი მოხიბვლაც თვითონ ვერ მოახერხეს;

ძვირფასი, საყვარელი, ტკბილი, კანფეტი, სიცოცხლე
– მამაკაცი, რომელიც ჯერჯერობით არ გადასულა რომელიმე წინამდებარე კატეგორიაში;

მუდო
– მამაკაცი, რომელსაც შეუძლია ქალთან ურთიერთობის ანალიზი და აქვს პრაგმატული აზროვნების უნარი;

აგრესორი, სადისტი
– მამაკაცი, რომელიც შესაბამისად რეაგირებს ქალების უხეშობებზე;

“ნამდვილი” მამაკაცი
– მითური პერსონაჟი, რომელიც ქალების ყველა სურვილს ითავსებს. მსგავსი არსება ბუნებაში არ მოიპოვება, რადგან ქალური სურვილები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია;

ქალთმოძულე, ცოლთმოძულე – ეს არის მამაკაცი, რომელიც ქალებმა “დააზარალეს”, მან ეს შეამჩნია და ეს ძალიან არ მოეწონა.

საინტერესოა მამაკაცის და ქალის ფიქრების დაპირისპირება. რაზე ფიქრობს კაცი და რაზე ფიქრობს ქალი ერთსა და იმავე სიტუაციაში. გპირდებით, ამასაც განვიხილავ, ოღონდ შემდეგ ბლოგიკაში. არ გამოტოვოთ, რაზე ფიქრობს ქალი VS რაზე ფიქრობს კაცი.

მე დაგემშვიდობებით და დამდეგ შობა-ახალ წელს მოგილოცავთ! თუ თქვენმა მეუღლემ კორპორაციულ კარნავალზე წასვლის წინ ის კაბა დაგიმალათ, რომლის ჩაცმასაც აპირებდით, გულს ნუ გაიტეხთ! დარწმუნებული ვარ, უკეთეს ვარიანტს შეარჩევთ გარდერობიდან. გემოვნებიანი ქალი ხომ ის არის, რომელმაც იცის, რა გაიხადოს და არ იცის, რა ჩაიცვას.

საახალწლო სუფრაზეც ნუ მოიკლავთ თავს დიეტების დაცვით. ნუ გახდებით და წონაში მომატების შიშიც აღარ გექნებათ. ხომ იცით, ლოგიკა, რომელშიც არ არის არავითარი ლოგიკა – ქალური ლოგიკაა.

თეა ინასარიძე
ჟურნალი ”…და ქალი”  (დეკემბრის ნომერი)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s