რატომ უნდა გიყვარდეს ზამთარი?

ad161697-2b74-4db7-881f-6ff7e304c52a

სიცივე, ყინვა, ბევრი ტანსაცმელი, ნაცრისფერი დღეები – ეს ზამთარია, რომლის მოსვლაც ბევრს დეპრესიულ განწყობაზე აყენებს. გვეზარება დილით ადრე თბილი ლოგინიდან გამოძრომა; გვენატრება მზე, ზაფხული, ზღვა… – ეს ყველაფერი გასაგებია. გამოგიტყდებით და მეც ყველაზე ნაკლებად მიყვარს წელიწადის  ეს დრო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ზამთრის ყველა დადებითი მხარე ჩამოვთვალო და შეგახსენოთ, რომ მას აქვს ისეთი მომენტები, რომლებიც არც ერთ წელიწადის დროს არ აქვს.

http://picook.com/: beautiful photo

  1. გარეთ ცივა. ქარი ღმუის, ყინვა კი ფანჯრის მინებს ლამაზად ხატავს. – რა ჯობია ასეთ დროს თბილ სახლში ყოფნას და ცხელი ყავის ჭიქით ხელში, რომანტიკული ფილმის ყურებას, ან წიგნის კითხვას?

55acab8f57be327a65fb1a432e8023ff

Kinfolk_Snow_Gifts_Web-124

2. თოვლი – ალბათ ძალიან იშვიათია ადამიანი, ვისაც ახლად დადებულ თოვლში ნაფეხურების დატოვება არ უყვარდეს. გუნდაობა, თოვლზე წოლა, თოვლის პაპის გაკეთება. გადათეთრებულ ქალაქში სეირნობა ღამით, როდესაც მაღლიდანფიფქები ცვივა, საახალწლო ციმციმა ნათურები კი თოვლიან ქუჩებს იდუმალებას ანიჭებს…

xueren-013

3. ან, სულაც საღამოს შეყვარებულთან ერთად კაფეში ჯდომა და მინიდან ხალხის თვალის დევნება, რომლებიც აჩქარებული ნაბიჯითა და ჩაფიქრებული სახეებით თბილ სახლებში მიიჩქარიან.

long distance relationship travel teacher preacher eggnog coffee shop holiday christmas winter engagement shoot session photos unique laundry room mat kate elizabeth photography 10

4. პირადად მე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ზამთარში – წინა საახალწლო განწყობაა. ლამაზად მორთული ქუჩები, SALE-ები, საჩუქრების ყიდვა და მოლოდინი…

Christmas Woman With Smile And Xmas Sale Sign

5. ფერადი, ფუმფულა და თბილი ჯემპერი; ჭრელი ნაქსოვი წინდები; ფაფუკი ირმებიანი ხელთათმანები, ღუნღულა ქუდი და კაშნე.

2014-font-b-women-s-b-font-font-b-christmas-b-font-font-b-sweater-b P011005RE_1

6. ახალი წელი – ნაძვის ხე, საახალწლო სუფრა, საჩუქრები, მეგობრები, ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობა. ფეიერვერკი, შუშხუნები, საახალწლო სიმღერა; კორპორატიული კარნავალი; ახალი სურვილები, ახალი იმედები და მიზნები…

Christmas tree home Christmas_table Christmas presents piled underneath a christmas tree.

მგონი ეს მიზეზები საკმარისია იმისთვის, რომ ზამთარიც გვიყვარდეს. ასე, რომ კონცენტრაცია ამ დადებით მხარეებზე გააკეთეთ და ზაფხულის ნოსტალგიას ნუ მიეცემით. მე კი, დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!

“…და ქალი”

Advertisements

One thought on “რატომ უნდა გიყვარდეს ზამთარი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s