ცნობილი ბრენდის ისტორია – Versache

gianni-versace-linda-evangelista-super-models

წარმატებული სავაჭრო მარკის შექმნა სრულებითაც არ საჭიროებს მრავალწლიან წვალებას. ორი ათწლეულის მანძილზეც შეიძლება ლოკალური სავაჭრო მარკა მსოფლიოში ცნობილ მარკად აქციო. საჭიროა, მხოლოდ კონკურენტების ფონზე გამოიკვეთო და მოდის ექსპერტების ქება დაიმსახურო. სწორედ ასე მოიქცა ჯანი ვერსაჩე, რომელმაც მსოფლიოში აღიარებული და ლეგენდარული ბრენდი Versache დაარსა.

Gianni Versace

ჯანი 1946 წლის 2 დეკემბერს, იტალიის ქალაქ – რეჯიო დი კალაბრიაში, საშუალო შეძლების მეგობრულ ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობაშივე გახსნა თავისთვის მოდის სამყარო, რაც დედის დამსახურება იყო, რომელიც მოდის ატელიეს ფლობდა. სწორედ დედამისმა ითამაშა მთავარი როლი მის პროფესიულ ცხოვრებაში. მან ასწავლა შვილს, რომ ქალებს განსაკუთრებული სინაზით და სიყვარულით მოპყრობოდა. სწორედ ამან მოახდინა გავლენა ჯანის გემოვნებაზე. ის უბრალოდ აღმერთებდა დედას და თავისი ცხოვრება, ჭრა-კერვის გარდა ვერაფერს დაუკავშირა. არადა, მისი მშობლები შვილისთვის არქიტექტორის კარიერაზე ოცნებობდნენ.  ჯანიმ არქიტექტურის ფაკულტეტზე მაინც ჩააბარა, მაგრამ ესკიზების ხატვას არ ეშვებოდა. დედა ხედავდა შვილის ასეთ ინტერესს და სიყვარულს მოდის სფეროში, თავი დაანებებინა სწავლას და  საკუთარ ატელიეში თავის ასისტენტად დანიშნა.

ასე ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში 18 წლის ჯანი ვერსაჩე. ახალგაზრდა მკერავი მუდამ მოდის სიახლეების კურსში იყო. ის რეგულარულად ესწრებოდა ჩვენებებს პარიზში, ლონდონში, ფლორენციასა და რომში. ბევრს და ნაყოფიერად მუშაობდა. ძალიან მალე, მისმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. მისი ვირტუალური ნიჭის შესახებ, მილანელმა ბიზნესმენმა ენცო ნიკოზიამ შეიტყო.

ერთ დღესაც, 1970 წელს, ენცო მის ატელიეში გამოცხადდა და ჯანის კომპანიონობა შესთავაზა. ჯანი არც დაფიქრებულა, მაშინვე შეიძინა ბილეთი და იმავე საღამოს გაემგზავრა მილანში. „ოცნების ქალაქში“ ჩასვლისთანავე გაუღიმა წარმატებამ. ის რამდენიმე ცნობილმა და პრესტიჟულმა მოდის სახლმა მიიწვია სათანამშრომლოდ. ჯანი თავისი უბრალო, მაგრამ ამავდროულად კრეატიული იდეებით ხალხის განცვიფრებას არ წყვეტდა. მის ექსპერიმენტებზე მოდის სამყაროში ლეგენდები დადიოდა, ხოლო მისი პირველი კოლექცია, ჩვენებიდან რამდენიმე დღეში მთლიანად გაიყიდა. ფაბრიკები მას ფაქტობრივად ნაწილ-ნაწილ გლეჯდნენ. მომგებიანი წინადადებების ზღვა არ ილეოდა.

2007ss-versace-01

თავისი ძალების მოსინჯვისა და გამოცდილების მოგროვების მერე, ჯანი ვერსაჩემ საკუთარ კოლექციაზე დაიწყო მუშაობა. 1974 წელს, მისი დებიუტიც შედგა. ეს გახლდათ ტყავის კოლექცია სახელწოდებით Complice ოთხი წლის მერე, კუტურიემ საკუთარი მოდის სახლი გახსნა. მოგვიანებით კი ბუტიკი მილანში.

010_versace_theredlist

1978 წელს, ძმასთან სანტოსთან (რომელიც მოდის სახლის დირექტორი გახდა) და დასთან – დონატელასთან (რეკლამის განყოფილების უფროსი) ერთად ოჯახური ბიზნესი დააფუძნა: – Gianni Versace.

 Elton John

donatella-4

კომპანიის ემბლემა მედუზა რონდანინას გამოსახულება გახდა. ეს სიმბოლო ჯანის შემთხვევით არ აურჩევია.

„ეს არჩევანი აბსოლუტურად გაცნობიერებულად გავაკეთე. მედუზა ანტიკური ძველი ბერძნული კლასიკის მაცდურობისა და მომხიბლაობის სიმბოლოა. ის არის სილამაზის და უბრალოების სინთეზი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ახდენს პარალიზებას და თანაც გაგიპნოზებს.“

Versace_logo

იმავე წელს წარმოდგენილი იქნა მისი პირველი ქალის კოლექცია, რომელიც ხასიათდებოდა უჩვეულო ფასონით, მატერიების გამოყენების ორიგინალური მიდგომით  და გამდიდრებული ფერებით. კოლექციამ ბევრი დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა პრესაში და მისი შემქმნელის ბრწყინვალე კარიერის საწყისი გახდა.

ქალის სამოსში, ჯანის ყოველთვის იზიდავდა გამჭვირვალე ნაჭრები, მინი კაბები, ძალიან ღრმა დეკოლტე, მოღებული მკლავები და ზურგი. მისი კოლექციების მთავარი შემადგენელი ნაწილი – მგრძნობიარობა და გახსნილობა იყო. სწორედ ჯანიმ დაამკვიდრა მოდაში ვიწრო ქვედა  ბოლოები, ექსტრემალურად მოკლე ქვედა ბოლოები, კორსეტები და სხეულზე მჭიდროს გამოყვანილი კოსტიუმები.

l-qAYsJwkbDFtQnSm2

l-qxsDt4nwgsdY0vVA

მოდელიერს მშვენივრად შეეძლო დროს განწყობის მართვა. ის არ იცავდა ტენდენციებს, რომლებსაც სხვა მოდის სამყაროს სხვა ავტორები კარნახობდნენ. ჯანი ყოველთვის თვითონ შეიმუშავებდა საკუთარ სტილს. მისი კოსტიუმები ყოველთვის უფრო თამამი, გახსნილი და მყვირალა იყო, ვიდრე სხვა კუტურიეების.

ვერსაჩეს მოდის სახლი პროდუქციას აფართოვებდა. ის კოსტიუმებს მამაკაცებისთვისაც ქმნიდა. ჯანის არ ეშინოდა შემოქმედებაში ექსპერიმენტების და ადვილად ქმნიდა კომბინაციებს: – უხეში ტყავი – ბუნებრივ ბეწვთან;  აბრეშუმ – მეტალთან და სხვა.

Versace Ladies 86Q961MD497 S455 Destiny Precious Mother of Pearl Dial Emerald Watch LR Versace-Yellow-Diamond-Perfume1

 1982 წელს, მან ბრწყინვალე კოლექცია შექმნა. ყველა კაბა უთხელესი ალუმინის ფირფიტებისაგან იყო დამზადებული, რაც თევზის ფარფლების ასოციაციას ქმნიდა. პუბლიკა კვლავ აღფრთოვანებული იყო.

მსოფლიო აღიარებამ და მილიონებმა სულაც არ დაახვია თავბრუ ჯანის. ცხოვრებაში ის ბოლომდე უბრალო და ხელგაშლილ ადამიანად დარჩა. მანეკენებს ბევრად მეტს უხდიდა, ვიდრე სხვა მოდელიორები. მისი ერთი მოდელის ჰონორარი, დღეში 10 000 $-ს შეადგენდა. ვერსაჩეს მოდის ჩვენებები ნამდვილი სპექტაკლი იყო. მდიდარი დეკორაციით, მუსიკით, ცნობილი მუსიკოსებითა და მსახიობებით.

Versace Fall 3

ვერსაჩეს შემოქმედებითი დიაპაზონი საკმაოდ ფართო იყო: თავისი სახელის ქვეშ უშვებდა პარფიუმერიას, ბეწვეულს, ტყავის ნაკეთობებს, ინტერიერის საგნებს, ჩანთებს, საათებს, აქსესუარებს, მობილურებს და სხვა.

მან შემოსა მადონა, კვენტინ ტარანტინოს ფილმში – „ოთხი ოთახი“. 1990 წელს, ვერსაჩეს მაღაზიები გაჩნდა პარიზში, ნიუ-იორკსა და ლონდონში, რამაც მსოფლიო აღიარება და დიდი კომერციული წარმატება მოუტანა.

მთავარი ჯილდო მისთვის პუბლიკის სიყვარული იყო. მისი წარმატების საიდუმლო იყო გულწრფელობა და თავისი საქმისადმი სიყვარული. ის ყოველ კოლექციაში თავისი სულის ნაწილს დებდა.

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

 img_223503_f49eff9a6ae69bc5682ae3daf2c37b1d

ჯანი ვერსაჩე 1997 წლის 15 ივლისს, საკუთარი სახლის წინ სერიულმა მკვლელმა-ჰომოსექსუალმა – ენდრიუ კიუნენენმა მოკლა და რვა დღის შემდეგ თავი მოიკლა. მკვლელობის მოტივი გაურკვეველი დარჩა.

კომპანიას სათავეში ჯანის და – დონატელა ჩაუდგა. მან შეძლო სირთულეებისა და კრიზისის დაძლევა და 2004 წელს, ნაკლებად ცნობილმა მოდელიორმა, რომლის ერთადერთი  იარაღი საყოველთაოდ ცნობილი გვარი იყო, მიიღო პრემია ნომინაციაში „ექსტრავაგანტული სტილი“ და სხვა დამსახურებები, რომელიც ლეგენდარული ბრენდის განვითარებას უკავშირდებოდა.

Versace

კომპანია Versace Group აერთიანებს 1700 ადამიანს, დაახლოებით 100 ბუტიკს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

“და ქალი”

ოქტომბრის ნომერი

Advertisements

2 thoughts on “ცნობილი ბრენდის ისტორია – Versache

  1. ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ვაფასებ, რომელთაც მთელი გულით უყვართ თავისი საქმე და განდიდების ან მხოლოდ გამდიდრების/”ფულის კეთების” მანიით არ არიან შეპყრობილები! ასეთი ადამიანები ყოველთვის წარმატებას აღწევენ, უშუალონი და თავმდაბალნი რჩებიან და ცდილობენ ყველას დაეხმარნონ თავიანთ ირგვლივ! ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s