რატომ არის „ყვითელი პრესა“ ყვითელი? – ყვითელი ბიჭუნას თავგადასავალი

011403lg yellowkid

ეს სახელწოდება დიდი ხნის წინ დამკვიდრდა პრესაში. ის ნებისმიერი სახის სკანდალებისა და იაფფასიანი სენსაციების ბეჭდვას მოიცავს. არ გაინტერესებთ, რატომ მიაკუთვნეს მას მაინცა და მაინც ყვითელი ფერი? ან, რა ისტორია იმალება მის უკან?

chang

„ყვითელი პრესა“ თავდაპირველად ამერიკაში გაჩნდა. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ ოუტკოლტმა, 1895 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ გაზეთში სახელად – „მსოფლიო“,  იუმორისტული ხასიათის ილუსტრაციების გამოქვეყნება დაიწყო, რომელსაც იუმორისტულ ტექსტი ჰქონდა დართული. ნახატებში გამოსახული იყო ბიჭუნა ყვითელი პერანგით, რომელსაც სხვადასხვა სახალისო გამოთქმები და ფრაზები მიეწერებოდა. მალევე, ამ არასერიოზულმა იუმორისტულმა ნახატებმა სახელწოდება მიიღო: – „ყვითელი ბიჭუნა“.

ამერიკული საზოგადოება აღფრთოვანებული იყო ამ პუბლიკაციებით. მალევე, ამერიკულმა გაზეთმა  – „ნიუ-იორკ – ჟურნალმა“ გადაიბირა მხატვარი და ანალოგიური ნახატების სერიების ბეჭდვა დაიწყო. ბუნებრივია, ამ ორ გაზეთს შორის უთანხმოებამაც იფეთქა. ისინი „ყვითელი ბიჭუნას“ პირველობაზე დავობდნენ. 1896 წელს, „ნიუ იორკ-პრესის“ დირექტორმა ერვინ უორდმენმა, თავის ჟურნალში კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. მოცემულ სტატიაში, მან ორივე კონკურენტ გაზეთს ზიზღით – „ყვითელი პრესა“ უწოდა. მან დაწერა, რომ ეს გაზეთები არ ერიდებოდნენ თავიანთი უხამსი და იაფფასიანი მეთოდით პუბლიკის გადაბირებას. სწორედ ამ სტატიის გამოსვლის მერე დამკვიდრდა მოცემული ფრაზა – „ყვითელი პრესა“ ჩვენს ლექსიკონში.

1896-11-29b

ამ ისტორიაში კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. 1870 წლიდან 1930 წლამდე, ძალიან პოპულარული იყო სახელწოდება – „რევოლვერის პრესა“, რომელიც საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა მანამ, სანამ ის საბოლოოდ არ ჩაანაცვლა –  „ყვითელმა“.

43 Yellowkid_phonograph

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s