რა საიდუმლოს ინახავს კარტი?

p_Z6gXEGvY0

არსებობს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა კარტი მეფეების, „დამებისა“ და ვალეტების გამოსახულებით. ამბობენ, რომ კარტი 1392 წელს, ეკმენ გრინგონერმა გამოიგონა, რომელიც საფრანგეთის მეფის კარლ VI – ის მასხარა გახლდათ, რომელიც როგორც ცნობილია, სულიერად იყო დაავადებული . თავისი ბატონის გასართობად, მასხარამ სხვადასხვა თამაშების მოფიქრება დაიწყო და კარტის მოდიფიცირება გააკეთა.

გრინგონერმა ოთხი მეფე დახატა, რომელთაც პროტოტიპები ჰყავდათ:

გულის მეფე – კარლ დიდი, ყვავის – მეფე დავიდი, აგურის – იულიუს კეისარი, ხოლო ჯვრის – ალექსანდრე მაკედონელი. საკუთარ თავს კი ჯოკერი უწოდა.

ჯოკერი ყველაზე  საინტერესო ფიგურაა. ერთი შეხედვით სულელი, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ძლიერი. ცხოვრებაშიც ასე იყო. მხოლოდ მასხარას შეეძლო თავისი ნიღბის დახმარებით მიეტანა სიმართლე მეფის ყურამდე.

მოგვიანებით, კარტში ვალეტის ფიგურები გაჩნდა, რომელთაც ასევე ისტორიული და მითოლოგიური პროტოტიპები ჰყავდათ. გულის ვალეტი – ფრანგი რაინდი ეტიენ დე ვინიოლი, მეტსახელად – ლა გირი გახლდათ. ის ჟანა დარკის ერთგული თანამგზავრი იყო. ყვავის ვალეტი – ფრანგული ეპოსის გმირი – ოჟიე დანიელი, აგურისა – როლანდი, ცნობილი პოემიდან –  „სიმღერა როლანდზე“, ხოლო ჯვრის ვალეტი – ლანსელოტი – „ლეგენდა მეფე არტურიდან“.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დიდი ხნის მანძილზე, კარტში არ არსებობდა ქალის ფიგურა. მხოლოდ XVI საუკუნეში გამოჩნდა დედოფალი, იგივე –  „დამა“.  რომელთაც ასევე ჰყავდათ  პროტოტიპები.

გულის დამა – ბიბლიური ლეგენდის გმირი – ივდითი გახლავთ. აგური – რაქილი, იაკობის ცოლი. ყვავის დამა – სიბრძნის და ომის  ბერძნული ღვთაება – ათენა პალადა. ჯვრის დამად კი „ენეიდას“ პერსონაჟი – დიდონა ითვლებოდა. მოგვიანებით, ყვავის დამა მომხიბვლელ არგინად გადაიქცა. ეს გახლავთ ანაგრამა სიტყვისა რეჯინა (regina), ანუ “დედოფალი“. მეფის მხატვრები,  კარტის დახატვისას, არგინას მეფის ფავორიტი ქალის სახეს აძლევდნენ.

Advertisements

2 thoughts on “რა საიდუმლოს ინახავს კარტი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s