როგორ იშორებდნენ თმას ძველად? – ეპილაციის ისტორია

photo

მოდით, დასაწყისისთვის განვმარტავ რით განსხვავდება ეპილაცია დეპილაციისაგან. ბევრს ორივე სიტყვა მნიშვნელობით ერთი და იგივე ჰგონია, მაგრამ განსხვავება მათ შორის მაინც არსებობს. ეპილაცია და დეპილაცია, სხეულიდან ზედმეტი თმის მოცილებას ნიშნავს, ოღონდ დეპილაციას დროებითი ეფექტი აქვს, რადგან თმის მხოლოდ ხილული ნაწილი სცილდება კანს და თმის ფესვი რჩება. ეპილაციის დროს კი თმის ფესვი იშლება. გამოდის, რომ დეპილაცია დროებითი მეთოდია, ხოლო ეპილაცია – სამუდამო.

პირველყოფილი ადამიანებისთვის თმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ის სხეულს სითბოს შენარჩუნებაში უწყობდა ხელს. ეპილაციის ისტორიის საწყისების განსაზღვრა სადაო თემაა, თუმცა მეტ-ნაკლებად უტყუარი და საიმედო ინფორმაცია ეპილაციის შესახებ, ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნეს მიეკუთვნება და ეგვიპტის დედოფალ – კლეოპატრას სახელს უკავშირდება.  ცნობილია, რომ დედოფალი ფეხებზე თმების მოსაცილებლად ცვილის ნიღბებს იყენებდა. იეროგლიფებმა ფარაონების არაერთი ბრძანება შემოინახა, სადაც მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ  მონა გოგონებსაც ჰქონოდათ სუფთა, უთმო და გლუვი კანი.

ძველ ელადაში, ლამაზმანები მსგავსი მიზნებისთვის ბრინჯაოს პინცეტებსა და ბრეონიის ფესვის ნაყენს იყენებდნენ. ძველი ინდიელები, კაცებიც და ქალებიც სხეულის მთელი ზედაპირიდან იცლიდნენ თმას. კანი ძალიან გლუვი და რბილი ხდებოდა და მოსახატადაც ადვილი იყო.

torso of relaxed naked woman over white

ძველი საბერძნეთი ამ ტრადიციას არ მიესალმებოდა. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ მამაკაცის ტორსის შიშვლად გამოჩენა ხალხში უწესობა იყო. არც ქალებს ჰქონდათ უფლება, გაეშიშვლათ ინტიმური ადგილები. „ინტიმურ-ვარცხნილობებზე“ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.

მდიდარ ეგვიპტელ ქალებს სპეციალური მოახლეები ჰყავდათ, რომლებიც სხეულზე თმას აცლიდნენ. ეს პროცედურა საათობით გრძელდებოდა. საბრალო ეგვიპტელები არასასურველი თმის მოსაცილებლად, ბასრ პირიან საგნებსც იყენებდნენ. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ საგნებმა შეუწყო ხელი პირველი საპარსი სამართებლის გამოგონებას.

404494_original

კლეოპატრას წარმატება კოსმეტოლოგიაში, საუკუნეების მანძილზე არ ასვენებდა პლანეტის ყველაზე გამოჩენილ ქალებს. ეკატერინე დიდმა ბრძანება გასცა, რომ ნებისმიერ ფასად მოეძებნათ და მოეტანათ მისთვის ეგვიპტის დედოფლის კრემების რეცეპტები. ის მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც ფრედერიკ დიდისაგან საჩუქრად ძვირფასი ქვებით მორთული ოქროს ქილა მიიღო. ქილაში შვარცვალფის ბალახის ექსტრაქტზე  და  ბადენ-ბადენის თერმული წყლების საფუძველზე დამზადებული  „სასწაულმოქმედი“ კრემი იდო.  ეს კრემი საოცრად ეფექტური აღმოჩნდა და დედოფალს კლეოპატრას ქალური ეშმაკობები დაავიწყა.

შუა საუკუნეებში, დედოფლები მოდისა და მაკიაჟის რეალური განმსაზღვრელები იყვნენ. ზოგჯერ, მათი გატაცებები საკმაოდ უცნაურ ხასიათს იძენდა. მაგალითად, ინგლისის დედოფალი ელიზავეტა თმებს შუბლიდანაც – თითქმის კეფამდე იცლიდა. მას ეპილაციის  დროს მიყენებული ტკივილიც არ აბრკოლებდა. ეს პროცედურა თითქმის წამების ტოილფასი იყო. თმების გაცლის შემდეგ, მას შუბლზე სპეციალურ ნიღაბს უსვამდნენ, რომელიც თმის ზრდას უშლიდა ხელს. ნიღაბი  ღამურების, ბაყაყების სისხლისა და ნაცრისაგან მზადდებოდა. იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მაღალი შუბლი ქალის ახალგაზრდულობას და სილამაზეს უსვამდა ხაზს.

6a00d8341c57f753ef014e60a492ce970c-320wi

რაღა თქმა უნდა, კანს თეთრი ფერი უნდა ჰქონოდა, საჭირო ეფექტი ფერუმარილისა და თეთრი ფხვნილების საშუალებით მიიღებოდა. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა სახეზე ამოსულ თმასაც. განსაკუთრებით ქალებში მოულოდნელად ამოსული წვერ-ულვაში ზოგან  ღვთის რჩეულობის ნიშნად ითვლებოდა. ზოგან კი პირიქით – დემონთან კავშირისა.

ლეგენდის თანახმად, წმინდა ვილგეფორტზე, პორტუგალიის წარმართული მეფის ქალიშვილი ღმერთმა არასასურველ საქმროზე გათხოვებას გადაარჩინა იმით, რომ მას წვერ-ულვაში აჩუქა. წმინდა ინკვიზიციის დროს წვერ-ულვაში ქალზე ღვთისრჩეულობას სულაც არ ნიშნავდა. ასეთ ქალებს კოცონზე საჯაროდ წვავდნენ.

გასული საუკუნის შუა პერიოდში, ექიმების მიერ აღწერილია შემთხვევები, როდესაც საყვარელი ადამიანისაგან მიტოვებულ გოგონებს სწრაფად ეზრდებოდათ სახეზე თმა. ექიმები ამის მიზეზად უბედურ სიყვარულს ასახელებდნენ.

ისტორიაში აღწერილია არაერთი შემთხვევა, როდესაც ქალები, რომელთაც სახეზე თმა ჰქონდათ, ყურადღების ცენტრში იყვნენ და არ რჩებოდნენ ქმრების გარეშე. მაგალითად, ლედი ოლგა ატარებდა სქელ, ხშირ და გრძელ წვერს, რომელიც მკერდამდე სწვდებოდა. ოლგა 1871 წელს, სამხრეთ კაროლინას შტატ ვილმინგტონში დაიბადა.

bearded-lady

კლემენტინა დელეიტი ყველაზე ცნობილი წვერიანი ქალი გახლდათ საფრანგეთში. მან თაყვანისმცემლების წყალობით გახსნა კაფე, რომელსაც „კაფე წვერიან ქალთან“ დაარქვა.

File0650

lewino-556147-jpg_1221631

დარვინმა თავის თეორიებში დიდი ყურადღება დაუთმო თმიან კაცებს. ერები, სადაც  მამაკაცებს მწირი წვერი და ცოტა თმა ჰქონდათ ტანზე, მისგან  სრულ განთავისუფლებას ანიჭებდნენ უპირატესობას. ხოლო ჭარბთმიანი ერის წარმომადგენლები კი პირიქით, ძალიან აფასებდნენ წვერს. მუსულმანები საკუთარ ან წინასწარმეტყველის წვერს იფიცებდნენ.

ეპილაცია პოპულარული იყო ძველ რომშიც. ქალაქურ აბანოებში არსებობდა ცალკეული ოთახები, სადაც განსაკუთრებული მეთოდით ტარდებოდა სხეულიდან თმის მოცილება. თმებს უხეშ ძაფზე ახვევდნენ და ყველაზე ბარბაროსული მეთოდებით აძრობდნენ. ნეფერტიტი და კლეოპატრა რომ არა, ალბათ ეს საშინელი მეთოდი კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა ისტორიაში. ეგვიპტის დედოფლებმა მოიგონეს სპეციალური წებოვანი მასა, რომელიც კანს თმებთან ერთად სცილდებოდა.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, უკვე აქტიურად დაინერგა ზედმეტი თმის მოცილების ტრადიცია, არა მხოლოდ ინტიმური ადგილებიდან, არამედ სახიდანაც. ქალები იქნიდნენ წარბებსაც კი. იტალიაში, ეკატერინე მედიჩიმ კანონით აკრძალა ინტიმური ადგილებიდან თმების მოცილება. ხოლო დედოფალმა ვიქტორიამ საერთოდ აკრძალა ეპილაცია ნებისმიერ ადგილზე.

192c0c827fe5d20e321c5a1caaf58bcd

XX-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან ეპილაციის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ჩვენ დროში უკვე უამრავი გამარტივებული და უმტკივნეულო მეთოდი არსებობს არასასურველი თმის მოსაცილებლად. ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული – ლაზერული ეპილაციაა.

Advertisements

2 thoughts on “როგორ იშორებდნენ თმას ძველად? – ეპილაციის ისტორია

  1. ძალიან საინტრესებო ინფორმაციები გაქვს, სიამოვნებით იკითხება 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s