ცნობილი ბრენდის ისტორია – Dolce&Gabbana

 

gay-dolce-gabbana

 

„ყოველ ჩვენს ქმნილებაში არის ჩვენი რაღაც ნაწილი. ყოველი მოდელის მიღმა იმალება ისტორია, იდეა, პატარა საიდუმლო.“

დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა

ვინ არიან ყველასათვის ცნობილი ბრენდის დამფუძნებლები და რა ისტორია იმალება მათი სახელების მიღმა? როგორ იქმნებოდა ყველასათვის ცნობილი და მსოფლიოში აღიარებული ბრენდი? – გემრიელად მოკალათდით, ამჯერად  Dolce&Gabbana-ს ისტორიას გიამბობთ.

ahaltissima

დომენიკო დოლჩე 1958 წლის 13 აგვისტოს, სიცილიის ქალაქ პალერმოში, ღარიბ ოჯახში დაიბადა, რომელსაც პატარა სამკერვალო საწარმო ჰქონდა. ბიჭუნა ექვსი წლის იყო, როდესაც ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო. პატარა დომენიკოს მოხერხებულობის გამო „სამკერვალო საქმის მოცარტი“ შეარქვეს. გართობის მიზნით, ის ხშირად კერავდა მინიატურულ სამოსს. როდესაც წამოიზარდა, სასწავლებლად სამხატვრო სკოლაში წავიდა. დიპლომის აღების მერე კი მილანში გაემგზავრა.

სტეფანო გაბანა 1962 წლის 14 ნოემბერს, მილანში დაიბადა. ის ქალაქის ძალიან ცნობილი სტილისტის უკანონო შვილი იყო. დომენიკოსაგან განსხვავებით, ის მდიდარ ოჯახში ცხოვრობდა და ხშირად ყიდულობდა ძვირფას ტანსაცმელს იტალიის ძვირადღირებულ ბუტიკებში. ახალგაზრდობაში  სტეფანო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ის თავად შექმნიდა სამოსს. მას ხატვა უყვარდა და გრაფიკისა და სამხატვრო კოლეჯში დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით „კრეატიული დირექტორი“.

deg

დომენიკომ და სტეფანომ ერთმანეთი მილანში, ერთ ატელიეში გაიცნეს, სადაც ორივენი ასისტენტად მოეწყვნენ და მალე გამონახეს საერთო ენა, რადგან მათი გემოვნება გარკვეულ საკითხებში ძალიან ემთხვეოდა. მაგალითად, ორივეს უყვარდა ბაროკოს ეპოქა, იტალიური კლასიკური ფილმები და ერთხელაც, გადაწყვიტეს მოდის სამყაროში ეცადათ ბედი.

„ზოგჯერ, ქალი ვერ ხვდება, რამდენად სექსუალურია ის, სანამ ჩვენს ტანსაცმელს არ ჩაიცვამს. გასახდელში, სარკის წინ რომ დადგება, ის უცებ აცნობიერებს: – მე თურმე ლამაზი სხეული მაქვს!“

დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა

Dolce_Gabbana_fall_2013_campaign dolcegabbana-dg-fall-winter-2013-full-print-ad-campaign-italy-taormina-sicily-man-fashion-photography-marianovivanco-runway-menswear-baroque-modern-tailoring-05 Dolce-Gabbana-Fashion-Wallpapers-3-Wallpaper

1982 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა მილანის ცენტრში პატარა სტუდია გახსნეს. თავიდან ფინანსურ სირთულეებს წააწყდნენ. პირველი ჩვენება მილანის ერთ-ერთ კაფეში მოაწყეს. 1985 წლის ოქტომბერში, მილანის მოდების ჩვენებაზე პირველად იქნა წარსდგენილი ბრენდი Dolce&Gabbana. ერთ წელიწადში კი მათი პერსონალური კოლექციის ჩვენება მოეწყო, რომელსაც real woman ერქვა. ამ კოლექციამ  80-იანი წლების მამაკაცის მკაცრ მოდას პროტესტი გამოუცხადა. მომდევნო ოთხ წელიწადში მარკა Dolce&Gabbana-მ გააფართოვა თავისი ნაწარმი და სხვა ქვეყნებშიც გავიდა. მათი show room-ი ნიუ იორკში, ბროდვეიზეც გაიხსნა. 1992 წელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს სუნამოც შეჰმატეს, რომელმაც საერთაშორისო პარფიუმერიის აკადემიის პრემია მიიღო. 

Cindy Crawford at Fashion Show

DolceGabbana-Woman-Winter-14-3

1993 წელს, ბრენდმა მადონას მსოფლიო ტურნესთვის – „The Girlie Show” 1500 კოსტიუმი შექმნა. 1994 წელს, დომენიკომ და სტეფანომ ახალგაზრდული ხაზი – D&G გამოუშვეს. ამავე წელს, მილანში, ვია-დელა-სპიგას ქუჩაზე მათი პირველი ბუტიკი გაიხსნა. ერთ წელიწადში მაღაზიათა ქსელი გაიზარდა. დეკემბერში ოპტიკური და მზის სათვალეების წარმოების ლიცენზია მიიღეს.

 

1996 წელს, ბრენდმა ლეგენდარული კოლექცია „Animal Prints” წარმოადგინა, რომელიც მათ სიმბოლოდ იქცა. ყოველ მომდევნო წელს, მათ ნაწარმს ახალი ასორტიმენტი ემატებოდა. მობილური ტელეფონი, საცვლები, ჰალსტუხები, სხვადასხვა აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმი და ა.შ. მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ბაზარზე გამოჩნდა ბრენდი Dolce&Gabbana. პერიოდულად, დომენიკო და სტეფანო სხვადასხვა ცნობილ კომპანიებთან და ბრენდებთან დებდნენ კონტრაქტებს. დღესაც კი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.

motodgchiuso-300x300 линда-евангелиста-в-рекламной-кампании-1994-года

„მოდა, ეს არის ტრენდი. მოდა – ეს არის სტილი, მორგებული ინდივიდუმზე. ტრენდი, რომელიც ვულგარულად იწოდება მოდად. – ეს არის ის, რაც გრძელდება მთელი კვირა, სეზონი, ნახევარი სეზონი და გარკვეული შეთანხმების  შთაბეჭდილება იქმნება,  თუმცა ეს ასე არ არის. მოდა – ეს რაღაც სხვაა, როგორც დროის ჯადოსნური სარკე. ჩვენ ვაკეთებთ იმის ინტერპრეტაციას ტანსაცმელში, რაც ადამიანების ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება.“

სტეფანო გაბანა

dolcegabbana-dg-fall-winter-2013-full-print-ad-campaign-child-designer-childrenswear-kidswear-baby-newborn-fashion-photography-giampaolosgura-02

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s