პრეზერვატივის ისტორია

c05a8137

პრეზერვატივის არსებობის უძველესი და შესაძლო მტკიცებულებად, შეიძლება მისი სავარაუდო გამოსახულება ჩაითვალოს, რომელიც საფრანგეთის გამოქვაბულში –  Grotte des Combarrelles-ში აღმოაჩინეს. ეს გამოსახულება დაახლოებით 12-15 000 წლის წინ იქნა გაკეთებული.  ისტორიკოსებს შორის არ არსებობს ერთი აზრი იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა პრეზერვატივი ანტიკურ ეპოქაში. თუმცაღა  ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში აფასებდნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც ცოტა ბავშვი ჰყავდათ. რომში მიღებული იყო სხვადასხვა კონტრაცეპტულ მეთოდების პრაქტიკა. ითვლებოდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო კონტრაცეფციაზე პასუხისმგებელი. ამიტომ, იმ პერიოდის ყველა კარგად დოკუმენტირებული კონტრაცეპტული მოწყობილობა, ეფექტური თუ არაეფექტური – მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

იმ პერიოდის ტექსტები დაფარულ ინსტრუქციებს შეიცავს და უმრავლესობა ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ დაფარულ ტექსტებში, სწორედ პრეზერვატივზეა საუბარი.

doro_condom

 

ცნობილია ლეგენდა მეფე მინოსზე, რომელიც ანტონინ ლიბერალმა შუასაუკუნეებში დაწერა. ამ ლეგენდის თანახმად, მეფე ვიღაცამ დასწყევლა და მის სპერმაში გველები და მორიელები ჩნდებოდნენ. მინოსმა თხის შარდის ბუშტისაგან პრეზერვატივი გააკეთა, რათა თავისი პარტნიორი დაეცვა.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, V საუკუნეში კონტრაცეფცია აღარ გამოიყენებოდა. XV საუკუნემდე აღარ გვხვდება დოკუმენტაცია მის შესახებ, რაც დაკავშირებული იყო რომში ქრისტიანობის გავრცელებასთან, რომელიც ნებისმიერ კონტრაცეფციულ მეთოდს ცოდვად მიიჩნევდა. შუა საუკუნეების მუსულმანურ და ებრაულ მანუსკრიპტებში ნახსენებია  მამაკაცის კონტრაცეპტული მეთოდების შესახებ. მაგალითად, „პენისის შეფუთვა“, ხახვის წვენისა და კუპრის გამოყენება. ყველა ეს აღწერილობა ბუნდოვანი და გაურკვეველია.

მამაკაცის პრეზერვატივები აზიაში, XV საუკუნემდეც გამოიყენებოდა. ისინი მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს ზედა ნაწილს ფარავდა და როგორც ჩანს, მხოლოდ მაღალ ფენებში გამოიყენებოდა. ჩინეთში პრეზერვატივი ცხიმის, აბრეშუმის ქაღალდის ან ბატკნის ნაწლავით მზადდებოდა. იაპონიაში – კუს ბაქნით ან ცხოველის რქებით. XVსაუკუნის ბოლოს, ჰოლანდიელმა ვაჭრებმა ჩინეთიდან პრეზერვატივების შემოტანა დაიწყეს. „თხელი კანი“ – ასე ერქვა მას და იაპონურისაგან განსხვავებით, მამაკაცის სასქესო ორგანოს მთლიანად ფარავდა.

intestine_condom_1900_3

პირველი სარწმუნო ხსენება პრეზერვატივზე გვხვდება ტრაქტატში De Morbo Gallico „საფრანგეთის დაავადების შესახებ“, რომელიც სიფილისს ეხებოდა. ეს გახლდათ იტალიელი ექიმის – გაბრიელ ფალოპიეს მიერ 1564 წელს გამოქვეყნებული ტრაქტატი. ის რეკომენდაციას უწევდა მის მიერ გამოგონებულ მოწყობილობას, რომელიც დამზადებული იყო სპეციალურ ქიმიურ ხსნარში გაჟღენთილი მატერიისგან, რომელიც მამაკაცის სასქესო ორგანოზე იცმეოდა და სპეციალური თასმით მაგრდებოდა. ფალოპიე ამტკიცებდა, რომ მისი გამოგონება ექსპერიმენტის ფარგლებში  1100 ადამიანზე გასინჯა და არც ერთი მათგანი არ დაავადდა ათაშანგით. ამის შემდეგ, პროფილაქტიკისა და დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, მთელს ევროპაში დაიწყო ამ პრეზერვატივების ფართო გამოყენება.

რენესანსის ეპოქაში პრეზერვატივები ცხოველების ნაწლავისა და შარდის ბუშტისაგან მზადდებოდა. გაწმენდილი და დამუშავებული პრეზერვატივების წარმოება XIII საუკუნით თარიღდება. ასეთი პრეზერვატივებით ინგლისში, მეფე ჩარლზ I-ის ჯარისკაცები სარგებლობდნენ.

XVIII საუკუნეში სხვადასხვა სახისა და ზომის პრეზერვატივების წარმოება დაიწყო. ისინი იყიდებოდა ბარებში, საპარიკმახეროებში, აფთიაქებში, ბაზრებსა და თეატრშიც კი. პირველი ცნობა პრეზერვატივის ხარისხის შემოწმებაზე გვხვდება 1774 წელს, ჯაკომო კაზანოვას მემუარებში, რომელშიც ის თავის ცხოვრებას აღწერდა. იმისთვის, რომ შეემოწმებინა გახვრეტილი იყო თუ არა პრეზერვატივი, კაზანოვა გამოყენებამდე ბერავდა მათ.

1-balloon-animal-sutra_durex_condoms

პრეზერვატივები მაღალი ფასის გამო, მხოლოდ მაღალ და საშუალო ფენებში გამოიყენებოდა. ტიპიური მეძავისთვის, ერთი პრეზერვატივის ფასი, რამდენიმე თვის განმავლობაში გამომუშავებული თანხის ტოლფასი იყო. მხოლოდ XIX საუკუნიდან დაიწყო პრეზერვატივის პროპაგანდა დაბალ ფენებში.

პირველი რეზინის პრეზერვატივი 1855 წელს იქნა გამოშვებული. ისინი მხოლოდ პენისის ზედა ნაწილს ფარავდა და არაეფექტური იყო. მწარმოებლები მალევე მიხვდნენ, რომ გამოეშვათ ისეთი მოდელი, რომელიც მთლიანად დაფარავდა მამაკაცის სასქესო ორგანოს.

გერმანული არმია პირველი იყო, ვინც ხელი შეუწყო კონდომის გამოყენებას ჯარისკაცებში. 1932 წელს,  London Rubber Company გახლდათ პირველი კომპანია, რომელიც ლატექსის პრეზერვატივების – Durex-ის  პირველი ევროპული მწარმოებელი გახდა.

b3b492e2ab6154db85e7c8b37b75986e

1988 წელს ბრიტანეთში პრეზერვატივი  დაქორწინებული წყვილებისთვის შობადობის კონტროლის ყველაზე პოპულარული საშუალებად იქცა. პირველი სატელევიზიო რეკლამა პრეზერვატივზე აშშ-ში, 1991 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა. ისინი უკვე ყველა სუპერმარკეტში იყიდებოდა. დღემდე, პრეზერვატივები სულ უფრო და უფრო უმჯობესდება და მათი გამოყენება აგრძელებს ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევის თანახმად, 2015 წელს, განვითარებულ ქვეყნებს 18,6 მილიარდი პრეზერვატივი დასჭირდება.   

condoms

Advertisements

One thought on “პრეზერვატივის ისტორია

  1. რა ვქნა, ამათი წარმოება ხომ არ დავიწყო, ჰა?! 🙂 🙂 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s