15 წლის დოროთის გაუსაძლისი ოთხი დღე

7b57eecc7c27f0a3d1193b48b3045478

ბოლო 100 წლის მანძილზე შექმნილი 25 საუკეთესო ფოტორეპორტაჟიდან ერთი განსაკუთრებულად გამოირჩევა. აქ არ არის ომი და სიკვდილი, აქ არ არიან პოლიტიკური ლიდერები, არც მშიერი ბავშვები. ამ ფოტოებზე, უბრალოდ, 15 წლის შავკანიანი გოგონა, სახელად – დოროთი კაუნტსია.

ეს ფოტორეპორტაჟი მოიცავს ყველაფერს, რაც საშინლად მძულს საზოგადოებაში: უცოდინრობას, უზრდელობას, რასიზმს, სექსიზმს, უთანასწორობას… ამ ფოტოების გმირი კი ძალიან ძლიერი სულის პატრონია. ეს კი მისი პირველი დღეა სკოლაში…

ალბათ, დაინტერესდებით და მკითხავთ, რატომ არის ეს სურათები გამორჩეულიო? – მოდით, ყურადღებით დააკვირდით მათ. მე კი დოროთის ისტორიას გიამბობთ! 

1957 წლის 4 სექტემბერს დოროთი სახლიდან გამოვიდა და სკოლისაკენ გაემართა. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ის პირველი შავკანიანი მოსწავლე იყო “ჰარი ჰარდინგის” საშუალო სკოლაში, რომელიც ქალაქ შარლოტში მდებარეობდა.

სკოლაში სულ ახლახან გამოაცხადეს თეთრკანიანებისა და ფერადკანიანების ერთობლივი სწავლის დაშვების შესახებ.

მაგრამ, როგორც ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს პრაქტიკა, გამოცხადება – ეს ერთია, ხოლო გაგება და მიღება – მეორე. სკოლის გზაზე ბავშვები დოროთის შეურაცხყოფას აყენებდნენ, უყვიროდნენ, აფურთხებდნენ და მოითხოვდნენ, რომ დოროთი მათი ტერიტორიიდან მოშორებულიყო, მაგრამ დოროთი მშვიდად განაგრძობდა გზას.

3c7c081c6786d862d2451f0ca550ed49

მიუახლოვდნენ სკოლას, სადაც დოროთის “თეთრი მოქალაქეების საბჭოს” აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც ღიად უწევდნენ აგიტაციას მოზარდებს, რომ გაეგდოთ ის სკოლიდან.

მაგრამ აქ დოროთის ეყო ძალა, რომ უკან არ დაეხია. ის ავიდა კიბეზე და კლასში შევიდა. ასე დაიწყო ალბათ ყველაზე რთული და გრძელი 4 დღე მის ცხოვრებაში. მოსწავლეები ღიად ახდენდნენ მასზე ზეწოლას. დასცინოდნენ, ამცირებდნენ და ა.შ. მაგრამ, სად იყვნენ მასწავლებლები? რატომ არ ეხმარებოდნენ გოგონას? ისინი, უბრალოდ, იქცეოდნენ ისე, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობდა ან სურდათ, რომ მოვლენების განვითარება სწორედ ასე წარმართულიყო. ვინ იცის, იქნებ ისინიც “თეთრ მოქალაქეთა საბჭოს” წევრები იყვნენ?

საბოლოოდ, გაუსაძლისი 4 დღის შემდეგ მასწავლებლებმა დაურეკეს დოროთის მშობლებს და სთხოვეს, წაეყვანათ სკოლიდან გოგონა, მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ასე სწრაფად დასრულდა დოროთის პირველი დღეები სკოლაში. ოჯახი პენსილვანიაში გაემგზავრა, სადაც დოროთი კვლავ “თეთრ და ფერადკანიანების ერთობლივ სკოლაში” მიიყვანეს. მშობლებს უყვარდათ დოროთი და მთელი არსებით სურდათ და იბრძოდნენ იმისთვის, რომ სამართლიანობას გაემარჯვა.

e786bece1c174afa7800fad1b09c92a2

სეგრეგაცია გაუქმებული იყო, მაგრამ ხალხს არ სურდა სტერეოტიპების დათმობა. მათ ეჩვენებოდათ, რომ ერთი 15 წლის გოგონა სერიოზული გამომეტყველებითა და საკუთარი თავის არაბავშვური რწმენით, შეძლებდა ყველაფრის ინტერპრეტირებას.

დოროთი კაუნტს არაფერი გმირული არ ჩაუდენია. არავის არაფრისკენ არ მოუწოდებდა, არ იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი. ის, უბრალოდ, ცდილობდა ესწავლა იქ, სადაც სურდა და ეცხოვრა ისე, როგორც თვითონ უნდოდა და არა ისე, როგორც ითხოვდნენ ისინი, ვინც ლანძღავდნენ მას “არასწორი” კანის ფერის გამო.

f28d95965038a06d7ff75ea7dc1f91bb

ზოგჯერ გმირობა – ეს არის ყველაზე მცირედი რამ: არ მოაცილო მზერა, არ გადაუხვიო გზიდან, არ დაიხიო უკან და არ შეგეშინდეს!

Advertisements

2 thoughts on “15 წლის დოროთის გაუსაძლისი ოთხი დღე

  1. ყოჩაღ ამ გოგონას!

    ძალიან კარგი სტატიაა, თი! :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s