მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია

Image

მოდის ისტორია საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა. ფეხსაცმელი, ისევე როგორც იმიჯის სხვა საგნები, ეპოქას ასახავდა. მაღალმა ქუსლმა თაყვანისმცემლების გული ჯერ კიდევ  რამდენიმე ასეული წლების წინ დაიპყრო და მოდის მოყვარულებს ახლაც აოცებს ახალი ფორმებით. მაღალმა ქუსლმა, მსოფლიოს მოდის ისტორიაში ახალ სტილი შემოიტანა, რომელიც  ქალის სილუეტს ბევრად უფრო დახვეწილს აჩენს.

ფეხსაცმლის ქუსლის ფორმა, ზომა და სიმაღლე საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა.  სტატისტიკის თანახმად, მამაკაცების 70% უპირატესობას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მატარებელ ქალებს ანიჭებს. თუმცაღა, ბევრმა ქალბატონმა არც კი იცის, რომ თავდაპირველად ქუსლს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება ჰქონდა. ძველ ეგვიპტეში, ქუსლიანი ჩექმები მიწაზე მომუშავე მონებს ეცვათ იმისთვის, რომ ადვილად შესძლებოდათ სახნავ მიწაზე გადაადგილება. ეს შეგვიძლია ქუსლის წინამორბედად ვივარაუდოთ.

Image

მაღალი პლატფორმა, ძველ საბერძნეთში თეატრის მსახიობებში გვხვდება. მსახიობები მაღალ ქუსლს ვიზუალური ეფექტისთვის, – სიმაღლეში მოსამატებლად  იყენებდნენ. ფეხსაცმლის ძირები ხისგან მზადდებოდა. რაც უფრო მაღალი იყო ქუსლი, მით უფრო კეთილშობილ და მნიშვნელოვან პერსონაჟს თამაშობდა მსახიობი.

გადმოცემის თანახმად, ქუსლი პირველად ფეხსაცმელს ცხენოსნობისთვის მიამაგრეს. რათა ფეხი უზანგში არ გამძვრალიყო. თანამედროვე ქუსლი ბაროკოს ეპოქით თარიღდება და ის მამაკაცებმა გამოიგონეს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს გახლდათ ფრანგი ოფიცერი, რომელიც მაღალ ტყავის ჩექმას „ბოტფორტებს“ ატარებდა.  მძიმე მაღალყელიანი ტყავის ჩექმა, რომლის მთავარი ელემენტი მსხვილი ქუსლი გახლდათ, ცხენზე ჯირითის დროს გამოიყენებოდა.

Image

მაღალყელიანმა სამხედრო ჩექმამ ნელ-ნელა სამოქალაქო ცხოვრებაშიც გადაინაცვლა.  ლამაზი, ეგზოტიკური „ჩოპინები“ – ცილინდრის ფორმის პლატფორმა ვენეციელმა კურტიზანმა ქალებმა დაამკვიდრეს. ისინი 15 სმ-დან 42 სმ-მდე სიმაღლის პლატფორმაზე სიარულს მხოლოდ მოახლეების ან თაყვანისმცემლების დახმარებით ახერხებდნენ. 1430 წელს, ჩოპინები ხელისუფლების მიერ, კანონით იკრძალებოდა, მაგრამ ამ აკრძალვამ ვერ შეაჩერა მოდური სიგიჟე.

თურქეთში, ჰარამხანაში მყოფ ქალებს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იმისთვის აცმევდნენ, რომ მათ გაქცევა ვერ მოეხერხებინათ.  ჩინეთსა და იაპონიაში კი მეძავები ასევე პლატფორმებით დადიოდნენ. თუმცა, იაპონიას თავისი ისტორია აქვს. „გეტა“ – სანდლები ორ დანაყოფიან ხის პადოშზე, ჩვ. წ. აღ-ით VIII საუკუნის ბოლოს გაჩნდა. ეს ფეხსაცმელი კიმონოს გაჭუჭყიანებისაგან იცავდა. 1533 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კატერინა მედიჩიმ, რომელიც დაბალი ტანისა გახლდათ, მარალქუსლიანი ფეხსაცმელი თავის ქორწილში ჩაიცვა. ის ფრანგ პრინცს – ჰენრიხ დე ვალუას გაჰყვა ცოლად, რომელიც საფრანგეთის მომავალი მეფე გახლდათ. მისი წყალობით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება საფრანგეთის სასახლეშიც დაიწყეს.

Image

1660 წელს, ფეხსაცმლის ხელოსანმა ნიკოლას ლესტაჟმა მეფე ლუდოვიკ XV-ისათვის დიდებული ნაქარგი ფეხსაცმელები შექმნა, რომელზეც ბრძოლის სცენები იყო ამოქარგული. ფეხსაცმელს 10 სმ ქუსლი ჰქონდა. მეფეს მარკიზა დე პომპადურმა მიბაძა, რომელიც მისი ოფიციალური ფავირიტი გახლდათ. XVII საუკუნეში, მაღალ ქუსლებზე არა მარტო კაცები, არამედ ქალებიც დადიოდნენ.

ქალები ფერადი ტყავის ფეხსაცმელს ატარებდნენ, მაღალი ქუსლითა და წვეტიანი ცხვირით. მას ბაფთებით, ბალთებითა და თასმებით რთავდნენ. თუ ფეხსაცმელს ძალიან მაღალი და წვრილი ქუსლი ჰქონდა, ქალები მხოლოდ ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდნენ. მაღალი ქუსლი პრივილეგია იყო, რომელიც მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ.

სხვათა შორის, თავიდან არ არსებოდა მარჯვენა და მარცხენა ფეხის ფეხსაცმელი. ორივე ფეხისთვის  ერთნაირი ძირი მზადდებოდა. მანამ, სანამ მეფეებმა არ დაიწყეს სპეციალური განკარგულებების გაცემა. ქალების მაღალქუსლიანი ფეხსამლით გატაცებამ საშიშ ზღვარს მიაღწია. ინგლისის პარლამენტმა შემოიღო კანონი, რომ ყველა ქალი, ვინც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებდა დასჯილიყო. მიზეზი გახლდათ ის, რომ მათი აზრით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი „ჯადოსნური საშუალება“ იყო, რომელიც კაცებს ქალებზე დაქორწინებას აიძულებდა.

Image

XVIII საუკუნიდან ფეხსაცმელი ხელოვნების ნიმუშად იქცა. მას რთავდნენ ბარხატით, მძივებით, იცვლებოდა ქუსლის ფორმა და სისქე. „მაღალ მოდას“ მართმადიდებლური ეკლესიაც ეწინააღმდეგებოდა და ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევდა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ექიმები, ფილოსოფოსები და მოაზროვნეები მაღალი ქუსლის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ აეკრძალათ ყველაფერი, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში იყო: კორსეტები, მაღალი ქუსლი და სხვ… იმ პერიოდში, მოდაში დაბალქუსლიანი „ტაპკები“ შემოვიდა პადოშის ძირზე, რომელიც ძალიან პრაქტიკული იყო.

1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციამ ქალები თითქმის 50 წლით „უქუსლებოდ“ დატოვა და მაღალი ქუსლის ტარების ბედნიერება ჩამოართვა. ქალის მაშინდელი ფეხსაცმელი ძალიან ჰგავს ახლანდელ „ბალეტკებს“. ნაპოლეონ ბონაპარტეს არ მოსწონდა ახალი მოდა. მხოლოდ XIX საუკუნეში შეცვალა აბრეშუმის ბალერინები ტყავის “შუზებმა”. მაშინ მოიფიქრეს ქუსლი “ბოკალი”, რომელმაც თითქმის 50 წელი იარსება.

Image

XX საუკუნეში, ფეხსაცმლის ფორმა ასიმეტრიული გახდა და ელვის სისწრაფით იცვლებოდა სტილი. მაღალი ქუსლიდან დაბალზე, წვრილიდან მსხვილზე და პირიქით…

იტალიელმა მოდელიორმა სალვატორე ფერაგამომ, წარმატებული ექსპერიმენტების სერიის შემდეგ თავის გამოგონებებს მაღალი წვრილი ქუსლი ე.წ. „შპილკა“ შეჰმატა.

დღემდე, დიორის მოდის სახლი ქმნის თანამედროვე „შპილკებს“. ახლა უკვე ყველა ქალის გარდერობში ერთი „შპილკა“ მაინც მოიძებნება, რადგან ის არასოდეს გადადის მოდიდან.

ქალები მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ფეხების ვიზუალურად  დასაგრძელებლად ატარებენ. მისი საშუალებით, ისინი ხაზს უსვამენ ელეგანტურობას. მოდის ისტორია ქუსლებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ დასრულებულა. თავის თაყვანისმცემლების გაოცებას ის კვლავაც აგრძელებს.

Image

Image

Advertisements

One thought on “მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s