თბილისის მარგალიტი – სახლი, რომელმაც საუკუნეს გაუძლო

Image

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ექვსი წლისა, ხონის ერთ-ერთი გარეუბნიდან თბილისში ჩამოიყვანეს და სამუშაოდ ფურნეში დატოვეს. ფურნეს გვერდით გერმანელი ვაჭრის საგალანტერიო მაღაზია ყოფილა. პატარა ბიჭუნა ძალიან ნიჭერი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე დროში, გერმანული ენა ისწავლა. ის ამ მაღაზიაში მოჯამაგირედ მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უმცროსი გამყიდველი გახდა. როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს თავი ძალიან შეაყვარა, რადგან მოგვიანებით მან ბიჭუნა სასწავლებლად ლაიფციგში გაგზავნა.

ImageImageImage

ეს ბიჭუნა ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე -ერასტი ჭავჭანიძე გახლდათ. მან, შეგროვილი ფულით, იოსებ გველესიანთან ერთად, მანთაშევის ქარვასლაში სავაჭრო სახლი გახსნა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ რუსულ წარწერებს თუ შეხვდებოდით. მხოლოდ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ჭავჭანიძე-გველესიანის სავაჭრო სახლს“ ჰქონდა აბრა ქართულ-რუსული წარწერით. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ მაშინდელი მიხაილის გამზირზე (ახლანდელი  აღმაშენებლის გამზირი), 1903 წელს ულამაზესი სახლის მშენებლობა დაიწყო.

ImageImage

“სამსართულიანი სახლი ნაძერწი დეკორის სიუხვითა და დახვეწილობით გამოირჩევა. შენობის სახეს მოდერნული ელემენტები განსაზღვრავს. რიზალიტთა მომნიშვნელი პილასტრისებრი შვერილების დამასრულებელი ქალის თავის სიმბოლური გამოსახულებები, ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით. ეზოსკენ ნაგებობა ტრადიციული ხის აივნებით არის მომართული” (თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი).

ImageImage

გადმოცემის თანახმად, სადარბაზო ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ. არქიტექტორიც საზღვარგარეთიდან ჩამოუყვანია. სადარბაზოს მსგავსად, თურმე ბინებშიც ყოფილა მოხატული ჭერი. მერცხლებით, პეპლებითა და პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედებით.

სახლს ეზოს მხრიდან თბილისური ხის აივნები აქვს და გარე ფასადი სრულიად განსხვავებულია. როგორც უმრავლესობა იმ პერიოდის სახლებისა. სადარბაზოში მაღლიდან ანგელოზები დაგვცქერიან. კიბის ქვედა ნაწილებიც კი მოჩუქურთმებული ყვავილებითაა მოხატული. კედლებს ულამაზესი პეიზაჟები ამშვენებს. აქვე ნახავთ სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი. სამწუხაროდ, ჭერიდან ჩამოსული წყალი ამ საოცარ ნახატებს ანადგურებს. ნახატებს, რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს…

ImageImageImage

გულგრილს ვერ დაგტოვებთ ხის ულამაზესი კარები, რომელიც სადარბაზოს დიზაინში საოცრადაა შერწყმული. ერთ-ერთ კარზე, მეტალის თხელ ფირფიტასაც დაინახავთ, რომელზეც სახლის ამშენებლის სახელი და გვარია ამოტვიფრული.

ImageImageImage

ერასტი ჭავჭანიძე თავისი ცოლ-შვილით სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. მას ორი შვილი „ისპანკით“ დაეღუპა. ეს გრიპის ერთ-ერთი რთული ფორმა იყო, რომელიც იმ პერიოდში მძვინვარებდა თბილისში. მოგვიანებით, მისი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ვერც ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა. ერასტი ჭავჭანიძეს მხოლოდ ორი ვაჟი დარჩა. ამჟამად, ერთ-ერთ ბინაში მისი  შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს, თავისი ოჯახით. ის რომ არა, ვინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ლამაზ სადარბაზოს…

ImageImageImage

როგორც ამბობენ, ჭავჭანიძეების სახლში ბევრი სტუმარი დადიოდა. სადარბაზოში პატარა სპილენძის ზარი ყოფილა, რომელსაც შვეიცარი რეკავდა და მასპინძლებს სტუმრის მოსვლას ატყობინებდა.  ქალბატონი თამარი იხსენებს, რომ ეზოში ულამაზესი შადრევანი დაუნგრევიათ, რომელსაც ანგელოზის ქანდაკება ედგა. ხოლო აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. თბილისის გასაბჭოების პერიოდში, 1927 წელს, ერასტი ჭავჭანიძეს ქონება ჩამოართვეს  (როგორც თბილისის უმეტესობა მდიდარ მაცხოვრებელს) და ერთი ოთახი დაუტოვეს. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ულამაზესი სადარბაზო, რომელსაც სხვა სახლების მსგავსად, გადაღებვას უპირებდნენ.

ImageImage

შენობა მყარადაა ნაშენები, თუმცა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. ბათქაში ამძვრალი აქვს და ბარელიეფები ინგრევა. სახურავზე მდგარ ქვის სვეტებს ხელი რომ ჰკრა – გადავარდება. აივანზე გასვლაც სახიფათოა. სარდაფში წყალია. სახურავიდანაც  წყალი ჩამოდის, ისტორიულ ნახატებს შლის და ანადგურებს. შენობა სარესტავრაციოა. ერთ დროს ულამაზესი ჭიშკარი მოხსნილი და დაკარგულია. სამწუხაროა, როდესაც ის, რაც ძველი თბილისის სახეს ქმნიდა, ნელ-ნელა  ხელიდან გვეცლება. ეს ხომ ჩვენი წარსულია? განა რამდენი ასეთი სახლია შემორჩენილი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება არქიტექტურული შედევრი ეწოდოს? რომელიც ქმნიდა ძველი თბილისის იერსახეს?

Imageძე

დრო გადის და თუ ახლავე არ მივიღეთ ზომები, მერე ძალიან გვიან იქნება. მერე აღარ გვექნება  ის მარგალიტები, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ! რასაც ნახავენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები… თუ ახლავე არ გავუფრთხილდით ეროვნულ სიმდიდრეს, ვერაფერს დავუტოვებთ შთამომავლობას. ამიტომ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ვისაც შეგიძლიათ მიაწვდინეთ ხმა რომ მიხედოთ ამ სახლს,  რადგან არ მინდა, რომ მხოლოდ ფურცლებმა შემოინახოს ისტორია ბიჭუნაზე, რომელმაც საკუთარი შრომით ბევრი კარგი საქმე გაუკეთა თავის ქვეყანას და რომელმაც აღმაშენებლის 36 ნომერში, ასეთი საოცარი სახლი დაგვიტოვა.

10490240_10203036039681002_1192579528_n

(როლანდ შაინიძის ფოტო)

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/54844-thu-am-thbilisuri-sadarbazos-kars-sheaghebth-jadosnur-samyaroshi-aghmochndebith.html

თუ იცით რაიმე ლეგენდა, რომელიც შენობას უკავშირდება. ან, რომელიმე სახლის ისტორია გაინტერესებთ, მომწერეთ მეილზე tea.inasaridze@gmail.com

Advertisements

27 thoughts on “თბილისის მარგალიტი – სახლი, რომელმაც საუკუნეს გაუძლო

    • ბოლოში წერია, აღმაშენებლის გამზირზე, 36 ნომერში 🙂 სანამ ვორონცოვის მოედანთან მიხვალთ.

  1. რა მაგარია თეეკ…მიხარია ხოლმე ამ შენი ისტორიების სულ ციცქნა მონაწილე რომ მაინც ვართ ხოლმე…მიხარია რომ ეს სახლი პირველად ერთად ვნახეთ…….ვამაყობ თეე შენ რომ გიცნობ :*

  2. mixaria rodesaz mschwenierebas wexebi. Erasti Tschawtschanizem ,amjerad misi sulis nazili dagwitowa am schenobis saxit. wisurwedbdi ar mohklebodes Sakartwelos msgawsi schwilebi. xangrzliw sizozxles wusurweb mis schwilischwils kalbaton Tamars 🙂

  3. რა დღეშია…. ჯიპებისთვის ხომ აქვთ ფული სამინისტროში!!!

  4. ძალიან ამაღელვა მიგდებული ძეგლის ბედმა. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გულგრილობისა და ბედოვლათეობის ავტოპორტრეტი. ბევრი არაფერი შეგვიძენია სანიმუშო და საყურადღებო, მაგრამ რაც ღირებული გაგვაჩნია თითქმის ყველაფერს ვკარგავთ.
    თეა, დიდი მადლობა თქვენი ტექსტისთვის, ასე რომ ჩამაფიქრა და განმაწყო თანაზიარებისა და თანადგომისთვის…

  5. რა ბედნიერებაა, როცა ასეთ რამეს მიაგნებ … ეს არის ძალიან ნამდვილი და ძალიან საშური საქმე… მადლობა, ათასი მადლობა …

  6. ვარ ნამყოფი და მართლა შედევრია 🙂 სულ 2-3 ესეთი სადარბაზო მაქვს ნანახი თბილისში (მეტი არ მსმენია თორე სიამოვნებით მოვინახულებდი)

    • გიორგი, შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნი “თბილისის სადარბაზოები”, სადაც შესულია ყველა ისტორიული, ულამაზესი სადარბაზო. იქვეა მისამართებიც 🙂

      • გამარჯობა თეა ძალიან მიხარია, რომ თქვენ მიერ დაწერილ სტატიაში ნახსენებია ჩემი დიდი ბაბუა იოსებ გველესიანი, რომელიც აღმოჩნდა ჭავჭანიძის საქმის პარტნიორი, სამწუხაროდ ნინოშვილის 28, რომელიც იოსებ გველესიანმა ააშენა და მეც მაგ სახლში დავიბადე და გავიზარდე აღარ აქვს შენარჩუნებული აღარც ეზო სადაც როგორც მათ ეზოში ისე ჩვენთან იყო ფანტანი და ბასეინი, სადაც ოქროს თევზები დაცურავდნენ ნეტავ თუ შეიძლება მათი აღდგენა ! მე ვარ ქეთი ქარცივაძე იოსებ გველესიანის შვილთაშვილი

  7. cavikitxe da gamaxsenda bebiachemis monayoli, chems did babuas ioseb gvelesians romelic naxsenebia ak, chamoyvanili yavda italiidan da germaniidan mxatvrebi da mat moxatuli kondat angelozebi mati shvilebis da ojaxis cevrebis saxeebit, mteli sadarbazo romelit ninoshvilis kuchaze 28 nomershia, da mtlianad babuas ioseb gvelesianis ashenebulia da mis kutvnilebashi iyo, ratkma unda chvenc chamogvartves da 3 sartulze dagvitoves nacili am saxlidan,ezoc da saxlit ert tetr pershi shegebes da yvelaperi gaanadgures, netav tu sheidzleba misi agdgena

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s