ცნობილი ბრენდის ისტორია – Hans schwarzkopf

Image

ვაგრძელებთ ცნობილი ბრენდების ისტორიათა ციკლს და ამჯერად ჰანს შვარცკოფის ისტორიას გიამბობთ. ამ ბრენდმა მსოფლიო ბაზარზე თავისი კვალი დიდი ხნის წინ დატოვა. ის ცნობილია, როგორც ერთი-ერთი ყველაზე მსხვილი და ინოვატორი კოსმეტიკური კომპანია მსოფლიო კოსმეტიკურ ბრენდებს შორის. მთელი საუკუნის მანძილზე, შვარცკოფის კომპანია ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. განსაკუთრებით წარმატებული და პოპულარული მისი პროდუქციიდან თმის მოვლის საშუალებები გახლავთ.

ბრენდის ისტორია შორეულ 1898 წელს, გერმანიის ქალაქ ბერლინში დაიწყო. კერძოდ კი პატარა აფთიაქის მცირე კოსმეტიკურ განყოფილებაში, რომელიც ერთმა მეცნიერ-ქიმიკოსმა კაცმა,  ჰანს შვარცკოფმა იყიდა. ჰანსი წამლებთან ერთად სუნამოებსაც ყიდდა (იმ პერიოდში ყველაზე ფასეული სწორედ  სუნამოები გახლდათ). როგორც კარგად მოგეხსენებათ, ჯარისკაცი, რომელიც არ იღწვის გახდეს გენერალი – ცუდი ჯარიასკაცია. ჰანსი არ გახლდათ ცუდი „ჯარისკაცი“. ის ძალიან მალე შეეშვა წამლებით ვაჭრობას და თავი მთლიანად პარფიუმერიას და კოსმეტოლოგიას მიუძღვნა, რამაც ძალიან მალე დიდი წარმატება მოუტანა.

Image

შამპუნის შექმნა, რომელიც მისი „ოქროს“ გამოგონება გახდა, ჰანსს ერთმა ქალმა შთააგონა, რომელმაც მას უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ თმის დასაბან რაიმე საშუალებას გამოიგონებდა. 1903 წელს, ქვეყნიერებას პირველად მოევლინა საპნის შემცველი ფხვნილის შამპუნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შამპუნი წარმოუდგენლად ძვირი ღირდა, ის მაშინვე პოპულარული გახდა. რატომ? – იმიტომ, რომ მისი წინამორბედი საპნისაგან განსხვავებით, თავის კანს არ აშრობდა. გაინტერესებთ, როგორი სურნელი ჰქონდა პირველ შამპუნს? მაშინ წარმოიდგინეთ, როგორი სუნი აქვს იებს.

შვარცკოფის შამპუნი ელვის სისწრაფით იყიდებოდა. 1904 წელს, ჰანსმა ბერლინში ფაბრიკების აშენება დაიწყო. მის პროდუქციაზე, რომელიც უკვე ბერლინის ყველა აფთიაქში იყიდებოდა, განმასხვავებელი ნიშანი – ქალის შავი პროფილი იყო გამოსახული. 1928 წელს, ჰანს შვარცკოფი გარდაიცვალა და კომპანიის სადავეები მისმა ვაჟმა აიღო ხელში. სხვათა შორის, მასაც მამის მსგავსად, ჰანსი ერქვა.

Image

1930 წელს, მსოფლიოში პირველი თხევადი შამპუნი გაჩნდა, რომელიც ტუტეს არ შეიცავდა და  ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ეს შამპუნი გახლავთ დღევანდელი ნებისმიერი შამპუნის ნიმუში.

შვარცკოფი აგრძელებდა მომხმარებლის გაოცებას და ამჯერად მან მუქი და ღია თმისთვის განკუთვნილი შამპუნები გამოუშვა. მისივე წყალობით, მსოფლიო ბაზარზე პირველად გამოჩნდა სამკურნალო შამპუნი, რამაც ჩაუყარა საფუძველი თმის მკურნალობას საპარიკმახეროებში.

Image

1947 წელს, მოდაში ხვეული თმა შემოვიდა. თმის დახვევის დროს, ქალები თმას დაახლოებით 100 გრადუსამდე იცხელებდნენ და იზიანებდნენ. ორი წლის შემდეგ, ბაზარზე შამპუნი Schaumaგამოჩნდა და ბევრი პრობლემა მოაგვარა. ის გერმანელ მომხმარებელთა შორის საუკეთესო შამპუნად იქნა აღიარებული. შვარცკოფმა თავისი იდეები სხვადასხვა სავაჭრო მარკით განახორციელა.

1950-იან წლებში, მოდაში ელვის პრესლის სტილის ვარცხნილობა შემოვიდა. შვარცკოფის ახალი გამოგონება სწორედ რომ დროული იყო. ეს გახლდათ თხევადი ლაქი თმებისთვის სახელწოდებით Taft. თუ მანამდე ვარცხნილობის ფორმის შენარჩუნება მხოლოდ თავზე ბადის ჩამოცმით იყო შესაძლებელი, ახლა ეს მეთოდი თმის ლაკმა შეცვალა, რომელსაც „თხევადი ბადე თმისთვის“ შეარქვეს.

Image

გაინტერესებთ, რატომ ატარებს ეს არაჩვეულებრივი გამოგონება სახელს Taft? საქმე იმაშია, რომ ამ ლაქის გასხურების დროს ასეთი ხმა ისმოდა: – „ტფფფ ტტ“ . შვარცკოფის თმის გელმა კი მთელს მსოფლიოში კოლოსალურ წარმატებას მიაღწია.

1954 წელს, ქვეყანას სავაჭრო მარკა Fa მოევლინა. პროდუქცია, რომელიც წმენდს და ზრუნავს კანზე. 1970 წელს, Fa-მ გააფართოვა საზღვრები და 46 ქვეყანა დაიპყრო.  სავაჭრო მარკა schauma კი  მომხმარებელს ყვავილოვანი და ხილის სურნელით ახარებდა.

80-იან წლებში, მოდაზე გავლენა პანკების მოძრაობამ მოახდინა. მათი მოდური და რთულად გასაკეთებელი ვარცხნილობები ახალ საშუალებებს ითხოვდნენ… შვარცკოფმაც არ დააყოვნა და წარმოებაში თმის ქაფი და მუსი გამოუშვა, რომელიც ყველაზე რთულ ვარცხნილობასაც აფიქსირებდა და ადვილი იყო გამოსაყენებლად. 1978 წელს ბაზარზე Gliss Kur გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებელს ახალი თმის მოვლის საშუალებები შესთავაზა.

ImageImage

1980-იან წლებში, შვარცკოფმა პირველი აეროზოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები გამოუშვა. 1984 წელს, აეროზოლი ნეიტრალურმა კომპონენტმა – PH-მა ჩაანაცვლა. ამას მოჰყვა თმის საღებავევის სერია დამაბრმავებელი ბზინვარებით. 6 წლის შემდეგ, ახალი ულტრამოდური ხაზი Fa Body Splash გამოჩნდა ორიგინალური შეფუთვით, რომელიც ძალიან ჰგავდა გაზიანი სასმელის ალუმინის ქილას. schauma-მ ყველაზე პატარებისთვისაც იზრუნა და საბავშვო შამპუნი გამოუშვა.

Schwarzkopf Professional ერთ-ერთია იმ ოთხი ლიდერი კომპანიიდან, რომლებიც სილამაზის სალონებს თავის პროდუქციით ამარაგებენ. შვარცკოფმა დააფუძნა მსოფლიოში პირველი პროფესიონალი პარიკმახერების შემსწავლელი ინსტიტუტი.  1995 წელს, შვარცკოფი კომპანია ჰენკელს შეუერთდა და Schwarzkopf & Henkel  თანამედროვე ბაზარზე დღემდე ლიდერ სავაჭრო მარკად ითვლება. ჰანს შვარცკოფის მიერ მოფიქრებული კომპანიის  მთავარი დევიზი: „მხოლოდ საუკეთესო თქვენი თმისათვის“, დღემდე აქტუალურია.

Image

Advertisements

6 thoughts on “ცნობილი ბრენდის ისტორია – Hans schwarzkopf

  1. რა გადასარევი ბლოგია! შვარცკოპფი (ჩვენებურად თავშავაძე გამოდის) მართლაც ლეგენდარული ბრენდია და რაც ჩამოთვალეთ, ყველა პროდუქცია გამომიყენებია, სალონის საღებავის ჩათვლით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s