თბილისის მიწისქვეშეთი – თავშესაფარი

Image

მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები,ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ ლეგენდები და მითები მათ შესახებ ძალიან ბევრია. ისინი მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს და საგანგებოდ დაცულ ბუნკერებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამ  თემის დეტალები ფართო მასებისთვის დახურულია.

Image

ვერ უარვყობთ, რომ ყველაფერი, რაც გასაიდუმლოებულია, დიდ ინტერესს აღძრავს ხალხში. შეიძლება არ იცით, მაგრამ არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც სპეციალურად დაეძებენ ასეთ ობიექტებს და ჩადიან მიწისქვეშეთში. მათ დიგერები ჰქვიათ. სიტყვა digger ინგლისურად მთხრელს ნიშნავს. დიგერები ეძებენ მიტოვებულ შენობებს, რადიოსადგურებს, ბუნკერებს, გვირაბებს, კატაკომბებს და ეშვებიან სიღრმეში, რათა შეისწავლონ ისინი. ამას, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესისთვის აკეთებენ. მათ უყვართ თავგადასავლები, ადრენალინი და არც რისკის არ ეშინიათ.

Image

მე მგონი, ჩემშიც ცხოვრობს დიგერი. სწორედ ამით აიხსნება ჩემი ლტოლვა მიტოვებული შენობების მიმართ. თუ თქვენც გაინტერესებთ ასეთი თემები, მაშინ გემრიელად მოკალათდით, ამჯერად ჩვენ ძალიან ძველ თავშესაფარში ვიმოგზაურებთ.

ვინც ჩემს რუბრიკას თვალყურს ადევნებთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ მე საინტერესო ადგილებს დავეძებ და მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობ. ისიც გეცოდინებათ, რომ იანვრიდან მიწისქვეშეთის თემაზე გადავედი. ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც, მეც ვეძებე და ერთი დიგერი ბიჭი ვიპოვე, რომელთან ერთადაც ბერიას დროინდელ ბუნკერში გავემართე.

Image

ჩვენ დავდივართ ქალაქის ქუჩებში და წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმაზე, რომ ჩვენს ფეხქვეშ შეიძლება თავშესაფარი ან გვირაბი იყოს. ყველაფერი უჩვეულო და გრანდიოზული, მიწისქვეშაა დამალული. ბუნკერი რკინა-ბეტონის სქელკედლებიანი თავშესაფარია, რომელიც, როგორც წესი მიწისქვეშაა მოთავსებული და ომის, თავდასხმების დროს, სამოქალაქო პირებისა და ქვეყნის ხელისუფლების დასამალად გამოიყენება. ქალაქში შეიძლება რამდენიმე ბუნკერი იყოს, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

ImageImageImage

ბუნკერში უნდა იყოს ოთახები, მინიმალური ავეჯით; სამედიცინო პუნქტი; სამზარეულო; ტუალეტი და თქვენ წარმოიდგინეთ საშხაპეც კი. მაგრამ, ბუნკერების ადგილმდებარეობა, საზოგადოებისათვის მკაცრად გასაიდუმლოებულია. ბუნკერები ყველაზე წარმოუდგენელ და უცნაურ ადგილას უნდა იყოს. მიწის ზემოთ, ბუნკერის შესანიღბად შეიძლება სტადიონი, ძველი ცარიელი აუზი, რაიმე დანგრეული შენობა ან გორაკი იყოს. საჰაერო თავდასხმების დროს, მტერი ვერ უნდა მიხვდეს მის ადგილმდებარეობას. მაგრამ, არის ნიშნები, რომლებითაც შეიძლება განსაზღვრო ან ივარაუდო, კონკრეტულ ადგილზე არის თუ არა თავშესაფარი. ერთ-ერთი ასეთი ნიშანი საჰაერო შახტებია, რომელიც ბუნკერების ვენტილაციისათვის გამოიყენება. ასევე, შეიძლება იყოს ანტენა, რომელიც ბუნკერიდან კავშირისთვის გამოიყენება. როგორც წესი, ასეთი ანტენები მაღალ დონეზეა შენიღბული და მისი შემჩნევა ადვილი არ არის.

ImageImageImageImage

თავშესაფარი, რომელშიც დიგერ ბიჭთან და რამდენიმე მეგობართან ერთად წავედი,  დაახლოებით 40-50-იან წლებში აშენდა და ამჟამად მიტოვებულია. გაგიკვირდებათ და ის რუსთაველის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი გვირაბების საერთო სიგრძე, დაახლოებით 2 კილომეტრს შეადგენს. ბუნკერს შვიდი ამოსასვლელი აქვს, შვიდივე სხვადასხვა ადგილზე. ამათგან ექვსი დახურულია. მხოლოდ ერთი შესასვლელია ღია, მაგრამ იქ ყველა ნამდვილად ვერ შევა. შესასვლელი დატბორილია.

ImageImageImageImage

წყალი, რომელიც გაურკვეველია საიდან მოედინება, ბუნკერის შესასვლელიდან გამოდის და ერთ-ერთი  საცხოვრებელი სახლის ეზოში გუბდება. შეიძლება ეს მიწისქვეშა წყლებიც იყოს. მოსახლეობა ძალიან არის შეწუხებული. ზაფხულში, ამ ეზოში ძალიან ბევრი კოღო გროვდება და მაცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. როგორც მათ მითხრეს, ეს ვითარება წლების განმავლობაში გრძელდება და სავარაუდოდ, არც ახლო მომავალში აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას.

ImageImage

დატბორილი მონაკვეთი გავიარეთ და ბნელი გვირაბის ლაბირინთში მოვხვდით. ნესტის სუნი, სიბნელე, სიგრილე და ვიწრო, ლაბირინთივით დახლართული გვირაბები, საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა. ფარნები ავანთეთ და ბუნკერის დასათვალიერებლად სიღრმეში შევედით.

თავშესაფარი მთლიანად გაძარცვულია. დახლართული ლაბირინთების გარდა, იქ რამდენიმე ოთახია. ზოგიერთ მათგანში, ძველი მექანიზმების კარკასები და ნაწილებია შემორჩენილი. რამდენიმე ადგილას, ტუალეტს გადავაწყდით, რომელიც რა თქმა უნდა, მწყობრიდანაა გამოსული. თავშესაფარში რამდენიმე ჰერმეტული კარის ადგილს მივაგენით. როგორც მოგეხსენებათ, ჰერმეტული კარი 20 ტონას იწონის და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული მონაკვეთების იზოლირებას ახდენს. დღეისათვის, არც ერთი ჰერმეტული კარი არ შემორჩა, მხოლოდ მის ჩარჩოს თუ ნახავთ.

ImageImage

რამდენიმე ამოსასვლელთან მივედით, რომლებიც გარედან იყო დალუქული. ერთ-ერთი ამოსასვლელი, სავარაუდოდ პარლამენტის შენობას უერთდება. თვითონ თავშესაფარი კი კლდეშია შეჭრილი და თუ არ იცი, ვერასოდეს მიხვდები, თუ იქ რაიმე მსგავსი არის.

სამწუხაროა, რომ ასეთი სიდიდის, ასე მყარად ნაშენები ბუნკერი დღეს მიგდებული და მოუვლელია. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე თავშესაფარი. მე ერთი თვით გემშვიდობებით და ვეცდები, შემდეგში კიდევ უფრო საინტერესო შენობის ისტორია გიამბოთ.

http://www.myvideo.ge/?video_id=2352163

 

Advertisements

9 thoughts on “თბილისის მიწისქვეშეთი – თავშესაფარი

  1. ძალიან ძალიან საინტერესო პოსტია. არ არის შესაძლებელი რომ უფრო ზუსტად გავიგო სად მდებარეობს ეს შესასვლელი? საკმაო ხანია რუსთაველის ტერიტორიაზე ვცხოვრობ და არ შემიმჩნევია მსგავსი. ჯერჯერობით “დიგერობაზე” პრეტენზია არ მაქვს და მხოლოდ დათვალიერება მაინტერესებს. წინასწარ მადლობა

    • მე შემიძლია გითხრა სად მდებარეობს ეს გვირაბი, მაგრამ დიგერის გარეშე საკმაოდ სარისკოა წასვლა. 2 კილომეტრი ფართობის ვიწრო და ბნელი ლაბირინთებია და შეიძლება დაიკარგო 🙂 თან სრული სიბნელეა შიგნით. ფეისბუქზე მომწერე და გეტყვი ადგილმდებარეობას. აქ, ღიად ვერ დავწერ 🙂

  2. თეა გამარჯობა 🙂 ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს და ამ პოსტმა განსაკუთრებით მომხიბლა 🙂 მეც ძალიან მაინტერესებს მიწისქვეშა ბუნკერები და თავშესაფარები ერთ-ერთი ჩემი სახლის ქვეშ არის, მიწის ქვეშ 2 სართულის სიღრმეზე, ადრე ამბობდნენ ერთი გვირაბი თსუ – ს უერთდებაო მაგრამ ეგ გვირაბი დღემდე ვერ აღმოვაჩინეთ. რაც იქ მოვხვდი იმის მერე მივხვდი რომ ეს თემა მაინტერესებდა.

    იქნებ გამომეხმაურო

    მადლობა

  3. sainteresoa Dzalian Dzalian Mainteresebs Mec Miwisqvesheti Da Dzalian didad madlieri davchebi tu shemexmianebiit mec radgan msuurs Shemdgomshi mec gagiwiot partnioroba tu imas gavitvaliswinebt rom taavad aseti saqmeebit var dakavebuli

  4. საინტერესოა. საქართველოშიც იქნება ბევრი მსგავსი ადგილი მაგრამ ვერ მივაგენი არქივს სადაც ეწერება თუ სად არის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s