ყველაზე გავლენიანი მამაკაცი, რომელიც არ ყოფილა…

Image

 

სწორედ ასეთი სახელი მიიღო ამ ფოტოსურათის გმირმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი თამბაქოს კომპანიის- marlboro -ოს სახე გახლდათ. მას ყველა ქვეყანაში „მალბოროს კოვბოის“ ეძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არც მისი გვარი ყოფილა და რაც ყველაზე პარადოქსულია, – ის არც ამ მარკის სიგარეტებს არ ეწეოდა…

ფოტოს ისტორია კი ასეთია:

სარეკლამო კომპანია marlboro- ს, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ძალიან ბევრი მამაკაცი ჰყავდა გამოყენებული სიგარეტის რეკლამებში, მაგრამ ეს ადამიანი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ყველაზე ცნობადი სახე გახდა. ის სრულებითაც არ აპირებდა რეკლამაში გამოჩენას.

ალბათ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცით, რომ დასაწყისისთვის, კომპანია marlbooro- ს გადაწყვეტილი ჰქონდა ქალების სიგარეტი გამოეშვა. მათ სლოგანიც მზად ჰქონდათ: -„რბილი, რამდენადაც ეს შესაძლებელია“ და სწორედ ამ კამპანიის დაწყებას აპირებდნენ.

Image

იმ პერიოდში მწეველი ქალები ჯერ კიდევ იშვიათობა იყო, მაგრამ ამ კომპანიის მფლობელმა, ფილიპ მორისმა ასეთი ტაქტიკა განზრახ აირჩია. ის ფიქრობდა, რომ ქალი სიგარეტით უფრო და უფრო ინტენსიურად შემოვიდოდა მოდაში.

როდესაც ყველაფერი მზად იყო რეკლამის გასაშვებად, ფილიპმა ჟურნალ LIFE-ში ვინმე კლერენს ლონგის პორტრეტი ნახა და მთელი სარეკლამო კამპანია ძირფესვიანად შეცვალა. ჟურნალმა LIFE გარეკანზე „ნამდვილი ამერიკელი“ დაბეჭდა და სტატიაც დაურთო. ეს გახლდათ „ჩუმი“ კოვბოი ტეხასიდან, რომელიც თავის რანჩოში ცხოვრობდა და ქალაქში ცხენით დადიოდა, რომ კოქტეილი დაელია  თავის ლურჯ ჯინსებსა და კისერზე შემოხვეული ბენდენათი. მის გარუჯულ კანს ყავისფერი დაჰკრავდა. გამჭოლი მზერა და ცისფერი თვალები… ამ ყველაფრის კომბინაციით, კლერენსი ქალების ოცნებისა და ნამდვილი მამაკაცის სიმბოლოს განსახიერება იყო.

Image

ის მხოლოდ საკუთარი ხელით გახვეულ სიგარეტებს ეწეოდა და დაახლოებით ასეთ ფრაზებს ამბობდა: – „რომ არ არსებობდეს ჯიშიანი ცხენები, ქალი ყველაზე სასიამოვნო რამ იქნებოდა მსოფლიოში…“

1949 წელს, ჟურნალ Life-ში დაბეჭდილი ფოტოს ავტორი ლეონარდ მაკკომბი გახლდათ, რომელიც ძალიან სწრაფად გახდა ცნობილი ფოტოგრაფი. სწორედ ამ ფოტოს წყალობით შეიცვალა marlboro-ს რეკლამის არსი: რბილი ქალის სიგარეტიდან – ნამდვილი თამბაქო ნამდვილი მამაკაცებისათვის…

მამაკაცური თავდაჯერებულობა და ძლიერება მალბოროს რეკლამის საფუძველი გახდა.

კლერენსმა რამდენიმე ათასი სასიყვარულო შემოთავაზება მიიღო ქალბატონებისაგან. ამ რეკლამის წყალობით, marlboro-ს გაყიდვებმა ასეული ათასობით მოიმატა.

Image

 

წლების შემდეგ, კომპანიის მფლობელებმა marlboro -ს რეკლამებში ძალიან ბევრი „მაგარი კაცები“ გამოიყენეს, მაგრამ არც ერთს არ „უმუშავია“ ისე, როგორც ამ ტეხასელ კოვბოის, რომლის წყალობითაც თამბაქოს ბრენდი მალბორო მსოფლიოში ნომერ პირველ თამბაქოს ბრენდად იქცა.

Image

2 comments

  1. საინტერესო იყო ძალიან! ჩვენს შემეცნებაზე მზრუნავი ავტორი ხარ შენა!!!!!!!! ❤ :* ❤ :* 🙂

Leave a reply to Tamuna Minashvili Cancel reply