თანამედროვე კოსმეტიკის მამა – მაქს ფაქტორის ისტორია

Image მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ცნობილი ბრენდების სახელებს მიღმა საინტერესო ისტორიები იმალებოდა.  მაქსიმილიან აბრამოვიჩ ფაქტოროვიჩი – არა, ეს ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ. ასეთი ადამიანი ნამდვილად იყო და უფრო მეტიც, სწორედ ამ ადამიანმა დააარსა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კოსმეტიკური ბრენდი Max Factor-ი. მაქსი 1877 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ  ლოძში დაიბადა, რომელიც მაშინ „მეფის რუსეთის“ ტერიტორიაზე იყო, ახლა კი – პოლონეთს ეკუთვნის. მაქსიმილიანი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა (10ზე მეტი ოჯახის წევრი) და მას ბავშვობიდან მოუწია მუშაობა, რომ მშობლებს დახმარებოდა. 7 წლისამ პირველად გაიცნო თეატრალური სამყარო. ის თეატრის „ფოიეში“ ფორთოხლებსა და კანფეტებს ყიდდა. 8 წლის ასაკში, ფარმაცევტის დამხმარე იყო, ხოლო 9 წლისა კოსმეტოლოგის მოწაფე, რომელიც უკვე პატარა დავალებებს ასრულებდა. 14 წლისამ მოსკოვის დიდ თეატრში დაიწყო მუშაობა გრიმიორის თანაშემწედ. აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დაეხმარა მას მომავალში. Image

მაქს რუსულ ჯარში მსახურობა მოუწია. დაბრუნებისას, ოპერაში მოეწყო, სადაც მსახიობებს პარიკებს ურჩევდა და კოსტიუმებისა და გრიმის კეთებითაც იყო დაკავებული. მას გაუმართლა, რომ ეს მსახიობები თავად მეფის წინაშე გამოდიოდნენ და მათზე ხშირად საუბრობდნენ სასახლეში. ამიტომ, მაქსის შესახებ დაინტერესდნენ და მალევე შესთავაზეს სამსახური კოსმეტიკურ ექსპერტად ნიკოლოზ მეორის სასახლეში  და გრიმიორად იმპერატორის თეატრებში. ამ სამსახურებს მან 9 წელი დაუთმო. დემობილიზაციის შემდეგ, 1895 წელს, ფაქტოროვიჩი საკუთარ მაღაზიას ხსნის, სადაც იყიდება ფერუმარილი, კრემი, პარფიუმი და პარიკები. ამ ყველაფერი თავად ამზადებდა. მალე პოლონელი ებრაელის პროდუქციას სახელი გაუვარდა.Image

1904 წელს მაქსი ამერიკაში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად. რუსეთში დარჩენა აღარ იყო უსაფრთხო. ამერიკელებმა სწრაფად შეუმოკლეს სახელი და გვარი. ასე იქცა მაქსიმილიან ფაქტოროვიჩი – მაქს ფაქტორად. მან გახსნა საპარიკმახერო და პატარა კოსმეტიკური მაღაზია-სენტ ლუისში. 1908 წელს, ოჯახი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჰოლივუდის ბულვარზე ახალი მაღაზია გახსნა. მაქსმა ძალიან წარმატებულად შეარჩია ადგილი, რადგან ძალიან მალე გახდა პოპულარული  ჰოლივუდის მსახიობ ქალებს შორის. კინემატოგრაფიის გაჩენასთან, გრიმიორები სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ. ცხიმის საფუძველზე დამზადებული ძველი თეატრალური გრიმი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა კინო ფირზე. ის სწრაფად ხმებოდა და კანს ადვილად სცილდებოდა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მაქსმა ითავა. მან სპეციალურად შექმნა „ეკრანული მაკიაჟი“. რის წყალობითაც, მსახიობები ეკრანზე ნატურალურად გამოიყურებოდნენ. ახალი ტონალური კრემი თხევადი სახისა გახლდათ, რომელიც ქილებით გამოდიოდა  და 12 შეფერილობა  გააჩნდა.  1914 წელს, მაქსმა  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აღმოჩენა – „კოსმეტიკა ცრემლების შესაქმნელად“ გამოიგონა. წამწამებზე წასასმელი შავი ცვილი, რომელიც დნებოდა და ცრემლების ეფექტს ქმნიდა. მაქსის მაკიაჟი, თხელ ფენად ედებოდა და არ ხმებოდა კანზე. Image

მისი ნიჭი მაშინვე შეაფასეს ლეგენდარულმა ჰოლივუდის მსახიობებმა – ჩარლი ჩაპლინმა, ფატი არბაკლმა, ბასტერ კიტონმა. ახალმა მაკიაჟმა მათ მიმიკის თავისუფლება მოუტანა. მაქსმა თავისი ძირითადი ფორმულა შეიმუშავა: – „გრიმი არ შეიძლება ჩათვალოთ წარმატებულად. ის კარგია, მხოლოდ მაშინ, როდესაც უცხო ვერ მიხვდება რომ თქვენ დაგრიმული ხართ“. კიდევ, მას სურდა მსახიობი ქალების გარდა, ჩვეულებრივი ქალბატონებიც გაელამაზებინა. 20-იანი წლების დასაწყისში, კოსმეტიკის მოხმარება უწესობად ითვლებოდა. მაკიაჟის გამოყენება  მხოლოდ მსახიობებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს  „ეპატიებოდათ.“ მაქს ფაქტორის წყალობით ამერიკაში ჩვეულებრივმა, წესიერმა ქალბატონებმაც დაიწყეს კოსმეტიკის გამოყენება. მაგალითად, პომადა არ იყო პოპულარული მანამ, სანამ მაქსმა არ წარმოაჩინა ის მსახიობ კლარა ბოუს დახმარებით. „კუპიდონის მშვილდი“,  გულის ფორმისა გახლდათ.  გრეტა გარბოს ბუნებრივად გამოკვეთილმა თვალებმა ფაქტორის ტუშით, დაამკვიდრა ტერმინი –  „გარბოს თვალები“, რამაც ყველა ამერიკელი ქალი აიძულა მიებაძათ მისთვის.Image

მაქსმა შეიმუშავა ფერთა ჰარმონია მაკიაჟში. თავდაპირველად, თავის პროდუქციას ის გერმანული კოსმეტიკური ფირმის – „ლეიხმანის“ სახელით უშვებდა. ვიდრე 1922 წელს, გერმანიაში ამ კომპანიის ცენტრალურ ოფისში არ მივიდა. ის დიდხანს ალოდინეს მოსაცდელში და უყურადღებოდ მოეპყრნენ, რამაც მაქსი ძალიან გააბრაზა. მან მაშინვე გადაურეკა თავის შვილს და უთხრა, სასწრაფოდ შეეწყვიტა პროდუქციის გამოშვება „ლეიხმანის“ სახელით. „მაქს ფაქტორის“ „ტიუბიკებში“ გამოსულმა პროდუქციამ, „ლეიხმანი“ საერთოდ გააქრო სავაჭრო  დახლებიდან. მაქსის ორივე  ვაჟი აქტიურად ჩაერთო მამის კომპანიაში, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და ფართოვდებოდა. 1926 წელს,  მან პირველი წყალგამძლე თეატრალური გრიმი გამოიგონა ფილმისთვის Mare Nostrum. დაიწყო აქტიური რეკლამები, სადაც გამოჩენილი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას. 1928 წელს მაქს ფაქტორმა ოსკარიც დაიმსახურა კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ImageImage

 

მისი პროდუქცია სულ უფრო იხვეწებოდა. 1935 წელს გაიხსნა სტუდია, სადაც 4 კაბინეტი იყო. რომელიც განკუთვნილი იყო მაკიაჟის „სწორი ტონების“ შესარჩევად, სხვადასხვა ტიპის ქალებისთვის. ქერებისთვის – ცისფერი კაბინეტი იყო, წითურებისთვის – მწვანე, შავგვრემნებისთვის ვარდისფერი. ხოლო ატმისფერი კაბინეტი იმ გოგოებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ ყავისფერი თმა და ღია ფერის თვალები.

ImageImageImage

 

1938 წელს, წარმატების მწვერვალზე „ჰოლივუდის ჯადოქარი“ გარდაიცვალა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკური იმპერია დატოვა. კომპანიის ხელმძღვანელი მისი უფროსი შვილი გახდა, რომელმაც გამოიცვალა სახელი და დაირქვა – მაქს ფაქტორ უმცროსი. 1946 წელს, მან სატელევიზიო გრიმი დააპატენტა. Max Factor -ს ეკუთვნის ისეთი გამოგონებები, როგორებიცაა: – წყალგამძლე ტუში, მასალა ტანის მოსახატად. (ბოდი არტი); კრემპუდრი და თხევადი პომადა..

ImageImageImage

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s