ალქაჯებზე ნადირობა – „წმინდა“ ინკვიზიცია

Image

ძველად, ადამიანების შეხედულებები სამყაროზე, რადიკალურად განსხვავებული იყო. მათ თვალში, სამყარო იდუმალებით იყო მოცული. ისინი ვერ ხსნიდნენ თავიანთ გარშემო მომხდარი მოვლენების მიზეზებს  (გვალვა, წყალდიდობა, ეპიდემიები, სიკვდილი, ღამის კოშმარები, სულიერი დაავადებები და ა.შ.) და ყოველივე ამას – ბნელ ძალებს მიაწერდნენ (ღმერთებს, ღვთაებებს, ჯადოქრებს, ალქაჯებს, ფერიებს, ელფებს, დემონებს, მოჩვენებებსა და სხვა).

ამ წარმოდგენების მიღმა, ადამიანებს სჯეროდათ, რომ არსებობდა გარკვეული მეთოდები და საშუალებები, რითიც შესაძლებელი იყო დემონებთან და ბნელ ძალებთან კონტაქტში შესვლა. ამ კონტაქტებისთვის კი განსაკუთრებული ცოდნა და შესაძლებლობები იყო საჭირო, რომლებსაც ერთეული ადამიანები ფლობდნენ. 

Image

XII_XIII სს. ესპანეთში, იტალიაში, სამხრეთ საფრაგნეთსა და სხვა ქვეყნებში,ერეტიკოსებთან  ბრძოლის დროს საშინელი ეჭვი დაიბადა: – სექტანტები, რომლებსაც საკუთარი რწმენა და შეხედულებები ჰქონდათ, სინამდვილეში დიდი შეთქმულების მონაწილეები იყვნენ.

კათოლიკურ ეკლესიას სწამდა, რომ შეთქმულების მიზანი ქრისტიანული სარწმუნოების განადგურება იყო, ხოლო შეთქმულების ორგანიზატორი თავად სატანა გახლდათ, რომელმაც თავისი „მებრძოლები“  ზებუნებრივი ძალებით დააჯილდოვა.

თანდათანობით, ძალადობითა და ცრურწმენებით გაჟღენთილ მიწაზე საშინელი, სისხლიანი ბაკქანალია – „ალქაჯებზე ნადირობა“ დაიწყო.

Image

ჩვენს დროში სიტყვა „ინკვიზიცია“ ბევრისთვის ნაცნობია. თუმცა, მან უკვე დიდი ხნის წინ დაკარგა მნიშვნელობა. თავის დროზე კი, ესპანური ინკვიზიცია იყო ის, რისიც ყველას სიკვდილივით ეშინოდა:  ერთი არასწორი მოძრაობა ან ჟესტი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანი შეეპყროთ და გაეშვათ იქ, საიდანაც ცოცხალი არავინ ბრუნდებოდა. ინკვიზიცია ადამიანების ცნობიერებაში იყო ყველაზე ბნელი, საშინელი და ბურუსით მოცული ორგანიზაცია.

თავდაპირველად, ინკვიზიცია საეკლესიო ძალაუფლების მიერ მიღებული  ცალკეული ორგანო იყო. შემდეგ, ინკვიზიტორები მთელს ევროპას მოედნენ. მოგვიანებით, რომის პაპმა ისინი ყველა საჭირო ატრიბუთით აღჭურვა და ეკლესიის ოფიციალურ ორგანოდ გამოაცხადა.

Image

თუ სადმე საქონელი დაიხოცებოდა, მოულოდნელად ამინდი გაფუჭდებოდა, ხანძარი გაჩნდებოდა ან რაიმე მსგავსი მოხდებოდა, „ალქაჯებზე მონადირენი“ მაშინვე იწყებდნენ „დამნაშავის“ ძებნას.

ინკვიზიტორების მკაცრი მოთხოვნით, ყველა მორწმუნე ვალდებული იყო ეცნობებინა მათთვის ნებისმიერი ქმედება, რასაც ისინი საეჭვოდ ჩათვლიდნენ. იმისთვის, რომ მსხვერპლი შეეპყროთ და გაესამართლებინათ, უბრალო ვარაუდიც კი საკმარისი იყო.

სასამართლო პროცესები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მას ინკვიზიტორი უძღვებოდა, რომელიც ერთდროულად მოსამართლეც იყო და ბრალმდებელიც. განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

ეს პროცესი ხანგრძლივი იყო და რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. თავიდან, მსხვერპლს ხელბორკილს ადებდნენ და დაკითხვაზე მიჰყავდათ. მას აჩვენებდნენ წამების ყველა იარაღს და დაწვრილებით უხსნიდნენ მათ მნიშვნელობას. თუ „დამნაშავე“ არ აღიარებდა, რომ სული ეშმაკს მიჰყიდა, მაშინ მას საჯაროდ გააშიშვლებდნენ, თოკით შეუკრავდნენ ხელ-ფეხს და წყალში აგდებდნენ. მათი რწმენით, თუ სხეული ზედაპირზე ამოტივტივდებოდა (როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა), ეს იმის ნიშანი იყო, რომ სისუფთავის სტიქიამ (წყალმა) არ მიიღო მისი სხეული. რაც იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ საქმე ნამდვილ ალქაჯთან ჰქონდათ.

ამის შემდეგ, იწყებოდა სასამართლო პროცესი. ინკვიზიტორები ლმობიერებითა და ჰუმანურობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ.  ალქაჯების წამებას განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ინკვიზიციის სასამართლო პროცესებზე. ენით აუწერელი სასტიკი მეთოდების წყალობით, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ უძლებდა, ალქაჯებზე მონადირენი ეჭვმიტანილებისაგან აღიარებას იღებდნენ. ხოლო, თუ მსხვერპლი მაინც არ იტყოდა იმას, რასაც ისინი ელოდნენ, მაშინ მას საჯაროდ კოცონზე დაწვავდნენ.

Image

ამ ფანატიკოს მოსამართლეებს სულაც არ აჩერებდათ ის ფაქტი, რომ წამების შედეგად ადამიანები კვდებოდნენ ან თავს იკლავდნენ. პირიქით, ისინი თვლიდნენ, რომ სატანამ  წაიყვანა მათი სულები.

როგორც უკვე გითხარით, წამება რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. თავიდან მსხვერპლს კიდურებს სპეციალურ დანადგარში აყოლებდნენ და ძვლებს უმტვრევდნენ. შემდეგ ფეხზე აცმევდნენ ინკვიზიტორების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საწამებელ იარაღს, რომელსაც „ესპანური ჩექმა“ ერქვა. ჩექმა რკინისა გახლდათ და ისიც ნელ-ნელა ვიწროვდებოდა და არაადამიანურ ტკივილს აყენებდა მსხვერპლს.

ამას მოყვებოდა მთელი რიგი სხვადასხვა მეთოდებისა: – მორზე გაკვრა, პირში სპეციალური ძაბრის მსგავსი საგნის საშუალებით 5-დან 10 ლიტრამდე წყლის ჩასხმა, სიმძიმეების ჩამოკიდებით ე.წ. „გაწელვა“ და სხვა…

Image

ალქაჯების ცოცხლად დაწვა კოცონზე საჯარო სანახაობა იყო, რომლის მთავარი მიზანი მაყურებლის დაშინება გახლდათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სეირის საყურებლად  საზეიმოდ ჩაცმულები გამოცხადდებოდნენ.  როდესაც უბედური სიკვდილმისჯილები სასჯელის აღსრულების ადგილამდე მიაღწევდნენ, მათ ჯაჭვებით აბამდნენ ბოძზე და გარშემო ხმელ ფიჩხსა და შეშას უწყობდნენ. რის შემდეგაც იწყებოდა საზეიმო რიტუალი.

Image

მღვდელი ხალხს ამცნობდა, რომ ინკვიზიციამ კიდევ ერთხელ დაიცვა საზოგადოება სატანისა და მისი მოციქულებისაგან. შემდეგ, ჯალათი ანთებდა ცეცხლს, რომელსაც იქამდე ინარჩუნებდნენ, ვიდრე კოცონიდან მხოლოდ ფერფლი არ დარჩებოდა. ფერფლს რომელიმე მიუვალ ადგილას მოაფრქვევდნენ, რათა აღარაფერს გაეხსენებინა „ეშმაკის მოციქულების“  არსებობა და მათი შავ-ბნელი საქმეები.

ჟურნალი “და ქალი” – მარტი 2014

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s