“ზუგლიგეტი” – ერთი სადგურის ისტორია

Image

ამ საოცარ და მისტიკურ ადგილს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მარშრუტის დროს ნახავდით, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 1867 წელს დაიწყო…

„ზუგლიგეტი“ (Zugliget) – „ბუდას მთების“ ამ ულამაზეს ადგილას, ბუდაპეშტის მაცხოვრებლები  სადღესასწაულო და დასვენების დღეების სეირნობებისთვის იყენებენ. ეს ადგილი „ქალაქის ფილტვებად“ ითვლება. მისი ისტორია 1840 წელს დაიწყო, როდესაც აქ პირველი საკურორტო დასახლება გაჩნდა…

„ბუდას მთები“ Antal Berkes (Hungarian, 1874 – 1938) «Park in Sunlight (Zugligeti Scene)» 1907

Image

კომპანია Budai Közúti Vaspálya Társaság-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს პარკთან მისასვლელად რკინიგზა გაეყვანათ, რომელზეც ცხენებიანი “კონკა” ივლიდა. იდეა 1868 წლის 30 სექტემბერს განახორციელეს. დამსვენებელთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკა ცხენებით ძალიან მოუხერხებელი იყო მგზავრობისთვის. თავისი სინელისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, პირველ თვეს, სირთულეების მიუხედავად, ამ ხაზით 42329 მგზავრმა ისარგებლა. იმ დროისთვის ეს ციფრი ძალიან მაღალი იყო. ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ მფლობელი განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული რელსების ელექტრიფიკაციისათვის.

პირველი ტრამვაი რელსებზე „ზუგლიგეტის“ პარკისაკენ 1896 წლის 15 სექტემბერს დაიძრა. 1900 წლის 4 ივნისს, დაღმართზე დაშვების დროს, სერიოზული ავარია მოხდა. ვაგონი რელსებიდან მოწყდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც ოთხი მგზავრი დაიღუპა და ბევრი დაზიანდა. ამ ფაქტს დიდი სკანდალი მოჰყვა.

ამის შემდეგ, კომპანიის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ შეემცირებინათ მარშრუტის სიგრძე და რელსები მხოლოდ სწორ ნიადაგზე დაეტოვებინათ.

Image

1911 წელს, ახალი სამუხრუჭე სისტემით აღჭურვილი ვაგონი შემოიყვანეს ექსპლუატაციაში, რომლითაც მართვის დაკარგვა უკვე გამორიცხული იყო. შესაბამისად, ავარიული შემთხვევებიც აღმოიფხვრა.

1903 წელს, ღია პლატფორმაზე არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე პავილიონი აშენდა. თავდაპირველად, ის განკუთვნილი იყო დასვენებისთვის გზის გარდამავალ მონაკვეთზე. მთაზე ასვლის შუალედურ ეტაპზე. ხის თხელი სვეტები დარბაზში ფანტასტიკურ ატმოსფეროს ქმნიდა.

Image

Krúdy Gyula, უნგრელი მწერალი თავის რომანში „წითელი დილიჟანსი“ ამ სადგურს ახსენებს: – „ჩვენ დიდ ხანს ველოდით “ბუდას მთებში” მემანქანეს, მაგრამ მოლოდინი უზარმაზარმა კრუასანებმა შეგვიმცირა, რომლებიც ამ არაჩვეულებრივი სადგურის დარბაზში მოჰქონდათ.“

Image

ომის შემდეგ, შენობას დამატებითი ფრთა მიაშენეს და საცხოვრებელ სახლად გადააქციეს. სახლი ბოლო სადგურზე, რომელსაც ორივე მხრიდან უვლიდა ტრამვაი.

Image

70-იან წლებში ეს მარშრუტი აღარ არსებობდა, რადგან “ტროლეიბუსის ეპოქა” დადგა. 1977 წელს, მარშრუტი მხოლოდ ცალმხრივი იყო. 17 იანვარს კი ტრამვაი 158 ნომერმა ავტობუსმა შეცვალა.

Image

ლიანდაგი ჯართში გაყიდეს. ამჟამად, ადგილობრივი მაცხოვრებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ოდესღაც ულამაზესი შენობა ინგრევა და ნადგურდება.

ImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImage

Advertisements

One thought on ““ზუგლიგეტი” – ერთი სადგურის ისტორია

  1. თეა, გამარჯობა. შეგიძლიათ მეილზე მომწეროთ? თქვენი მასალის გამოქვეყნება გვინდა “მატარებელში საკითხავ ჟურნალში”. ველი თქვენს გამოხმაურებას. makaazia@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s