ქეთი ჩიტაიას აქსესუარები

Image

შემოდგომის ბოლო თვის ცივი დღე,  კაფე „როტონდას“  ტრადიციული, თბილი საღამოთი გავათბეთ. ამჯერად კი ჩვენი მორიგი აღმოჩენა, ძალიან ნიჭიერი – ქეთი ჩიტაია გახლავთ.

ქეთი პროფესიით მათემატიკოსია. მაგისტრატურა ფინანსების განხრით დაამთავრა და ამჟამად „საქართველოს ბანკში“ მუშაობს. ამ საოცარი აქსესუარების კეთება კი გადატვირთული სამუშაო დღისგან და რუტინისაგან თავის დაღწევის სურვილმა გადააწყვეტინა.

ქეთი, მოგვიყევით, რატომ და როგორ დაიწყეთ სამკაულების კეთება?

ქეთი ჩიტაია

თავდაპირველად, გამიჩნდა სურვილი, რომ შემექმნა ისეთი სამკაული, რომელსაც თეთრ პერანგზე გავიკეთებდი. მინდოდა ჩემს ჩაცმულობაში შემეტანა რაღაც დეტალი, რაც ცოტა განსხვავებული იქნებოდა. ამიტომ, კორპორატიულ ფერებში, სტაფილოსფერში გავიკეთე მძივი, რომელიც ძალიან მოუხდა ჩემს პერანგს. ჩემს თანამშრომლებს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ მათთვისაც გამეკეთებინა მსგავსი. მეც აზარტში შევედი. მომწონდა ფერების ერთმანეთთან შეხამება, მაინტერესებდა შედეგი, საბოლოოდ რას მივიღებდი. ზოგჯერ კი, შედეგი ჩემი ჩანაფიქრისაგან განსხვავებული გამოდიოდა. ეს ყველაფერი  მახალისებდა. ყველაზე დიდი სტიმული, ყველაზე მეტად რაც მიხარია არის ის, რომ ჩემი ნამუშევრები ვიღაცას უკეთია.

Image

რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხარ დაკავებული?

დაახლოვებით  2 წელიწად ნახევარია, რაც ამ სამკაულებზე ვმუშაობ და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ნახევრად ძვირფას ქვებსაც ვიყენებ. ყოველთვის მინდოდა რაღაცა შემექმნა. კერვაში სამწუხაროდ ვერ გამოვდექი, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ვქსოვ. ზოგადად, ჩემს ნამუშევრებს კომერციული დატვირთვა არ აქვს, რადგან გაყიდვის წერტილი არ მაქვს. მხოლოდ ფეისბუქზე მაქვს ჩემი გვერდი accessories (Handmade accessories and Jewelry ავტორი: ქეთი ჩიტაია)

Image

დაოჯახებული ხარ?

მყავს მეუღლე. შვილი ჯერ არ გვყავს. მეუღლე თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ჩემს საქმიანობას, რატომ არ ისვენებს ეს გოგო, სამსახურიდან მოდის დაღლილი, ჯდება და მუშაობსო, მაგრამ ახლა მოსწონს ეს ყველაფერი და კმაყოფილია.

გადატვირთული დღის ბოლოს, ძალიან მსიამოვნებს სამკაულების კეთების პროცესი. განტვირთვაში ძალიან მეხმარება.

Image

მალე, პროექტი „ეძიე ქალი“ 2013 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ნიჭიერი ქალბატონების აღმოჩენას და მათი მკითხველისათვის გაცნობას. აუცილებლად ეწვიეთ ქეთი ჩიტაიას აქსესუარების ფეისბუქის გვერდს და დატკბით ულამაზესი ნამუშევრებით. მალე ახალი წელიც მოდის და შეძლებთ გაანებივროთ საკუთარი თავი, ან საყვარელი ადამიანი ლამაზი ყელსაბამებით, საყურეებით, სამაჯურებით, ბროშებითა და თმის სამაგრებით.

Image

ხელოვნებას ვერ ისწავლი, ის შინაგანად მოდის.  ამიტომ, თუ თქვენც ქმნით რაიმე განსაკუთრებულს, ან გეგულებათ ვინმე, ვინც ასეთი ნიჭით არის დაჯილდოვებული, აუცილებლად მოგვწერეთ მეილზე daqalimedia@gmailcom

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s