სად დავისვენოთ ბავშვებით?

Image

ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ზაფხული ყველას უყვარს, დასვენებაა. ნანატრი შვებულება, ზღვა, მთა… განა ამას რამე სჯობს? ორი კვირითაც რომ გახვიდე ქალაქგარეთ, სულიერად დასვენებული ბრუნდები და მერე მთელი წელი გყოფნის. მაგრამ, პატარა ბავშვით, ან ბავშვებით წასვლა დასასვენებლად, კიდევ ცალკე თემაა. ჯერ ახალ სიტუაციას უნდა მოერგო, მერე ბავშვის რეჟიმი მოარგო სიტუაციას და ბოლოს, შენ თვითონ უნდა მოერგო ამ ყველაფერს.
მას მერე, რაც 2 შვილის დედა გავხდი, ხუმრობით ვამბობ ხოლმე: _ “წავალ, დავიღლები და ჩამოვალ!”… ჩამოსვლისას კი ახლობლები და მეგობრები მეკითხებიან, _ “აბა, როგორ დაიღალეო?”. ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ ბავშვების გულისთვის მთას ვანიჭებ უპირატესობას. _ მანგლისში ვისვენებთ, რადგან ფიჭვნარის ჟანგბადი მათთვის ზღვაზე გაცილებით სასარგებლოა. გადავწყვიტე მათთვის, ვინც ჩემსავით დასასვენებლად ბავშვებით მიდის ხოლმე, რამოდენიმე კურორტი მიმოვიხილო.
წლამდე ასაკის ბავშვი ჯობია სადმე თბილისთან ახლოს წაიყვანოთ, რადგან კლიმატის გამოცვლამ შესაძლოა მის ჯანმრთელობასა და იმუნურ სისტემას ავნოს. თბილისთან ახლოს კარგი ადგილებია: წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, ბაზალეთი.

მანგლისი

manglisi-002 manglisi-043 mep3r

მანგლისი თბილისიდან დაახლ. ერთი საათის სავალზეა. იქ რამოდენიმე ფიჭვნარი ჭალაა. ცენტრში ე.წ. “დიდი როშშაა,” სადაც ზაფხულობით ატრაქციონები ფუნქციონირებს. მშვენიერი დასასვენებელი ადგილია ბავშვებისთვის.

ბაზალეთი

35l6gif 789Bazaleti3 ffvnk

 ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისათვის. ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხ-ძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის. ტბის ნაპირას გაშენებულია სასტუმრო კომპლექსი. დამსვენებლებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და დაისვენონ.

ურეკი

41_ tbilisi_ureki ureki2

აქ ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. სანაპიროს ქვიშა დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს შეიცავს და სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის, ნერვული სისტემის, სუნთქვის ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატებისა და ბავშვთა კონტინგენტის დაავადებებისათვის. ბავშვი 3 წლიდან შეიძლება ზღვაში აბანაოთ, როცა ღელვა ძალიან სუსტია და წყლის ტემპერატურა 24-25 გრადუსია. პირველი ბანაობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ბანაობის შემდეგ, შემოახვიეთ პირსახოცი და სველი საცურაო კოსტიუმი გამოუცვალეთ.

ბორჯომი

800px-Borjomi_Kharaguli_National_Park_-_Georgia_(2) 812649f8ed0e2e1d911298ec67ed9e61 borjomi-1

 ამ კურორტის 60-65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. დასახლება მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. ბორჯომი საკურორტო და სამკურნალო ზონაა. ყველაზე მთავარი მინერალური წყლებია, რომელიც მდიდარია ორგანიზმისათვის საჭირო ელემენტებით. მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო_პროფილაქტიკური საშუალებაა. ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო იცნობს. განახლებულ ბორჯომ-პარკში კი ბავშვებს კინოთეატრი, ატრაქციონები, რესტორნები, ბარები, სპორტ-კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები ელით. მუშაობს საბაგირო ხაზი. ბორჯომი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის.

სურამი

კვირაცხოვლის ეკლესია - სურამი gggggggggggggggg yudc9

 ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას იმ ბავშვებისთვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ. რეკომენდირებულია ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად. ამჟამად ფუნქციონირებს დედათა და ბავშვთა დასასვენებელი სახლი “საპოვნელა” და “ნაკადული”. სურამის ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული შემადგენლობის წყლები, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.
იდეალურ დასვენება რომ გამოგივიდეთ, ჯერ მთიან რეგიონში უნდა წახვიდეთ, ხოლო აგვისტოში კი ზღვას ესტუმროთ. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s