პირველი სამედიცინო დახმარება გველის ნაკბენის დროს

Image

ყველამ კარგად ვიცით, რომ ზაფხული ქვეწარმავლების აქტიური პერიოდია. გველის ნაკბენი აქტუალური თემაა. საქართველოში დაახლოებით 20-22 სახეობის გველია, აქედან შხამიანი მხოლოდ ოთხი სახეობაა: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა.
გიურზა ამათგან ყველაზე დიდი ზომის გველია (130სმ-დან 160სმ-მდე სიგრძის). მას აქვს გამოწეული ცხვირი და მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლები. მისი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე შედარებით მომცრო. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე.
გადაუდებელი და პირველი დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი _ გიორგი ჩოჩია აგვიხსნის თუ როგორ მოვიქცეთ როცა საქმე გველის ნაკბენთან გვაქვს.
გიორგი ჩოჩია:
– ჩამოვთვალოთ სიმპტომები, რომელიც გველის ნაკბენს ახასიათებს:
წყვილი კბილის ანაბეჭდი;
სიწითლე და ტკივილი ნაკბენ არეში,შეშუპება;
თავბრუსხვევა, სისუსტე;
ოფლიანობა, გაძლიერებული ნერწყვის დენა;
გულისრევა, ზოგჯერ ღებინება;
სუნთქვის გაძნელება;
გონების დაბინდვა (მოგვიანებით შესაძლოა უგონო მდგომარეობა).

blogger-image--1673528018
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ გველმა დაგგესლათ:
არ დავადოთ ლახტი (შხამი ძირითადად ლიმფური სადინარებით გადაადგილდება);
არ შეიძლება ჭრილობის მოწვა;
ნაკბენის გამოწოვა;
ნაკბენის დასერვა ან გაკვეთა.
როგორ მოვიქცეთ:
დაზარალებული დავაწვინოთ, ვთხოვოთ რომ იყოს უმოძრაოდ (როცა ადამიანი მოძრაობს, სისხლის მიმოქცევა უფრო აქტიურდება, ამიტომ რეკომენდირებულია მწოლიარე მდებარეობა და რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა).
ნაკბენი უნდა იყოს მოთავსებული გულის დონიდან ქვემოთ, რომ შემცირდეს შხამის მოხვედრა ცენტრალურ ცირკულაციაში.
ჭრილობის ჩამობანა შეიძლება წყლით ან რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით.
ნაკბენი არე უნდა დაიფაროს სტერილური საფენით.
ნაკბენ კიდურის მთელ სიგრძეზე ედება ელასტიური ნახვევი (ელასტიური ბინტით).

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s