პირველი დახმარება ყველასთვის – მზის დაკვრა და თერმული დამწვრობა

Image მოვიდა ნანატრი ზაფხული. მზეს და დასვენებას მონატრებულებს ხშირად სიფრთხილის ზომები გვავიწყდება და შედეგად შეიძლება გადახურება, ე.წ. მზის დაკვრა ან მზით დამწვრობა მივიღოთ. როგორ მოვიქცეთ სამედიცინო პუნქტში მისვლამდე? – ამაზე ისევ გადაუდებელი და პირველი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი (EMSTC) დაგვეხმარება. ამჯერად ინსტრუქტორი მარინა გოგიძე გაგვიწევს რეკომენდაციას. მარინა გოგიძე: ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა – მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში გარემოს მაღალი ტემპერატურის ან მზის პირდაპირი ზემოქმედების დროს. დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის, რომ ზღვაზე შუადღის შემდეგ მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე. ამიტომ, 12:00-დან 18:00-მდე არ არის მიზანშეწონილი სანაპიროზე გასვლა. რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს ჰიპერთერმიას? – დასაწყისში აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა, მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი; თუ ოფლიანობა გამოხატული არ არის მაშინ კანი შეხებით ცხელია და მშრალი, რაც ორგანიზმის გაუწყლოების მაჩვენებელია და პროგნოზულად ძალიან ცუდია. სხეულის ტემპერატურის მომატება (შესაძლებელია 40 C-მდე); ხშირი და სუსტი პულსი; ხშირი, ზედაპირული სუნთქვა; გულისრევა და ღებინება; თავის ტკივილი; შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა; ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური. _ როგორ გავუწიოთ პირველი დახმარება ჰიპერთერმიის დროს? 1. თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური; 2. დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება. ამისათვის მოათავსეთ დაზარალებულის გარშემო ვენტილატორები ან შეახვიეთ ის სველ ზეწარში. პერიოდულად დაასველეთ ზეწარი წყლით. მას შემდეგ რაც სხეულის ტემპერატურა ჩამოვა 37.50 ჩ -მდე, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით; 3. მიეცით დაზარალებულს ცივი წყალი დასალევად; გახსოვდეთ, რომ მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება. დაუშვებელია პლაჟზე ქუდის გარეშე გაჩერება. რას გვეტყვით თერმული დამწვრობაზე? კანი კარგად უძლებს 400ჩ ტემპერატურას, ხოლო ტემპერატურის და ექსპოზიციის დროის მატებასთან ერთად დამწვრობის სიღრმე მატულობს გეომეტრიული პროგრესიით. დამწვრობის კლასიფიკაცია ხდება ქსოვილთა დაზიანების სიღრმის მიხედვით. განიხილავენ დამწვრობის 3 ხარისხს: 1) ზედაპირული დამწვრობა (1-ლი ხარისხის დამწვრობა) ამ დროს ზიანდება კანის ზედაპირული შრე (ეპიდერმისი) და ახასიათებს კანის შეწითლება და ძლიერი ტკივილი. ზედაპირულია საყოფაცხოვრებო დამწვრობების უმრავლესობა და მზით დამწვრობა. 2) არასრულშრეობრივი დამწვრობა (მე-2 ხარისხის დამწვრობა) ზიანდება კანის ღრმა შრეები (დერმა). დამახასიათებელია სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნა კანზე. 3) სრულშრეობრივი ანუ ღრმა დამწვრობა (მე-3 ხარისხის დამწვრობა) მესამე ხარისხის დროს ზიანდება კანის ყველა შრე, აგრეთვე შეიძლება დაზიანებული იყოს მის ქვეშ მდებარე ქსოვილები. როგორ მოვიქცეთ პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს? – გახსოვდეთ, რომ არასოდეს დაარღვიოთ დამწვრობისას სხეულზე წარმოქმნილი ბუშტუკების მთლიანობა. ამით თავიდან ვიცილებთ სხეულის ინფიცირების რისკის გაზრდას. დაუშვებელია სხეულიდან დანახშირებული ნაწილაკებისა და სხვა სუბსტანციების მოშორება. არ გამოიყენება ნელსაცხებლები და ლოსიონები. მთავარი პრობლემა ხალხში არის ის გავრცელებული მიდგომები, ე.წ. “ხალხური საშუალებები”, რომელსაც ისვამენ დამწვრობაზე (ზეთი, მაწონი, მაიონეზი და ა.შ.) ამ დროს ინფიცირების რისკი მაღალია. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რომ არცერთი სახის დამწვრობაზე არ გამოიყენოს მსგავსი რამ. ზედაპირული დამწვრობისას (პატარა ფართზე) ყველაზე ეფექტურია 10 წუთით გამდინარე წყლის ქვეშ მოთავსება. შემდეგ მალამოს გამოყენება (კოლხური, ფიტომალი, თურმანიძე). თერმული და მზით დამწვრობისას ყველაზე ეფექტურია პანტენოლის სპრეი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s